• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ბავშვობის გემო

March 11, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ყველა ადამიანს წარსულთან გარკვეული ემოცია აკავშირებს, რომელსაც ქვეცნობიერში ხშირად გემო აღძრავს. ბავშვობის გემო ხანდახან გვაბრუნებს არაჩვეულებრივ წარსულში, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.

ზოგადად მგონია, რომ ბედნიერი ბავშვობის კარგი მოსაგონარი ბებიასა და ბაბუას უკავშირდება. მე მყავდა ორი არაჩვეულებრივი ბებია. ორივე საოცარი კულინარი იყო. შესაბამისად, ჩვენთან სახლში ძალიან ხშირად მზადდებოდა გემრიელი კერძები. სწორედ ასეთია შემწვარი წიწილა მაყვლის სოუსში. რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ჩემს სამზარეულოში მომზადებულმა კერძებმაც განიცადა გარკვეული ევოლუცია, თუმცა ვცდილობ ტრადიციულ კერძებს ძირითადი გემო შევუნარჩუნო.

 

ჩემი ერთი ბებია ბაღდათიდან იყო, შესაბამისად, ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად მზადდებოდა კეცზე შემწვარი წიწილა და ცხვებოდა ნეშოში შეხვეული მჭადი. ტრიალებდა არაჩვეულებრივი სურნელი. მეორე ბებია უფრო ქალაქურ კერძებს მიმზადებდა. სადილის დროს მაგიდას აუცილებლად აფარებდა თეთრ საფარებელს. ბროლის ჭიქაში უნდა დამელია კომპოტი, ფაიფურის თეფშებზე გაწყობილ სადილს მომართმევდა. სადილი წვნიანით იწყებოდა.

ასევე მყავდა ძალიან კარგი ბაბუა, რომელიც მონადირე იყო და ბებიასთან ინტერესთა კონფლიქტის გამო თავისი პირადი სამზარეულო ჰქონდა მოწყობილი ეზოში.

ბაბუა ხშირად მეპატიჟებოდა ნანადირევზე და როდესაც თავის მომზადებულ საჭმელს მაჭმევდა, ბებია ბრაზობდა. ამბობდა, რომ გემოვნებას მიფუჭებდა. ბაბუა მაჭმევდა კეცზე შემწვარ ქაშაყს, მოხარშულ ლორს. მის სამზარეულოში მოიპოვებოდა ნაირ-ნაირი დამჟავებული ბოსტნეული. ჰქონდა პატარა დერგები შიგ ჩაწყობილი ზაფხულის ყველით, შიგ ჩაყოლებული პიტნითა და ტარხუნით. პატარა ჭიქით მასმევდა შავ ღვინოს.

ჩემი კულინარიული გემოვნების ჩამოყალიბებაში სწორედ ამ სამმა ადამიანმა ითამაშა უდიდესი როლი. სამივე მათგანს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მენიუ ჰქონდა.

დღევანდლამდე ჩემს სამზარეულოში ახალ წელს ინდაური სამი სხვადასხვა წესით მზადდება. აქედან ერთ-ერთი – ნამდვილი სოფლის საცივი ზუსტად ისეთია, როგორსაც ბებია ამზადებდა. ხმელი ქინძით, ყვითელი ყვავილით, მიხაკითა და დარიჩინით. მეორე სახეობის, თეთრი საცივი ჩემი დედამთილისგან ვისწავლე, რომელსაც ასევე განსაკუთრებული კულინარია ჰქონდა. მის სამზარეულოში კეთდებოდა ბროწეულის ბაჟე, ყალია, „გატენილი დედალი“. ამიტომ მაქვს ტრადიცია – ახალ წელს ვამზადებ საცივს ჩემი დედამთილის რეცეპტით, 7 იანვრისთვის ბროწეულის ბაჟეს და 14 იანვარს ბებიას რეცეპტს ვიყენებ. რაც შეეხება ხაჭაპურს, დედაჩემი საუკეთესოს აცხობს. მე პირადად, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერასდროს ვერ მივუახლოვდი.

 

შემწვარი წიწილა მაყვლის სოუსში

1 ცალი წიწილა

2 კგ მაყვალი

0.5 კგ წითელი ტყემალი

ნიორი 4-5 კბილი

კაკლიანი ქინძი

ომბალო

წითელი წიწაკა

მარილი.

მომზადების წესი.

მაყვალს და ტყემალს ერთად ვყრით სქელძირიან ჭურჭელში და წყლის დამატების გარეშე ვხარშავთ დარბილებამდე. თუ ძალიან მჟავეა, ცოტა შაქარს ვამატებთ.

მიღებულ მასას გავატარებთ ცხაურში ისე, რომ მაყვლის წვრილი კირწები არ შეჰყვეს.

შეგრილებულს შევანელებთ როდინში დანაყილი მწვანილით, მარილითა და ნივრით.

შემწვარ ცხელ წიწილას ჩავაწყობთ სოუსში.

 

ასევე გაეცანი

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

#OK! კანის მაშველები – სიმართლე, რომელიც რუჯთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

August 7, 2025
#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი! მომღერალი 79,99 ფუნტის ღირებულების კაბით გამოჩნდა!

#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი! მომღერალი 79,99 ფუნტის ღირებულების კაბით გამოჩნდა!

March 10, 2021
#OK! ბოლოდროინდელი 10 ყველაზე გახმაურებული წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

#OK! ბოლოდროინდელი 10 ყველაზე გახმაურებული წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

March 7, 2024
#OK! ირინა შეიკის და კენდალ ჯენერის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Marc Jacobs-ის ახალი კამპანიისთვის

#OK! ირინა შეიკის და კენდალ ჯენერის ნახევრადშიშველი ფოტოსესია Marc Jacobs-ის ახალი კამპანიისთვის

February 28, 2023

კვირის ჰიტები

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები