პაკო რაბანი იყო ესპანელი დიზაინერი, რომელმაც თავისი ფუტურისტული ხედვითა და არატრადიციული ელემენტების გამოყენებით მსოფლიო მოდა რადიკალურად შეცვალა. მან თავისი შემოქმედებით იმხელა კვალი დატოვა მოდის ინდუსტრიაზე, რომ ახლაც კი ბევრი დიზაინერის ინსპირაციის წყაროა.
ბრენდის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი Julien Dossena-ია, რომელმაც ბრენდის ლეგენდარული დამფუძნებლის ნამუშევრები არაერთხელ გამოიყენა შთაგონებისთვის, ის გასული წლების განმავლობაში 80-90-იანი წლების რომანტიკული სტილის სამოსს ქმნიდა, მისი სამოსი იდეალური იყო Disco საღამოებისთვის, წვეულებებისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი კოლექცია ცოტა ქაოტური, რადიკალური და “ძლევამოსილი ქალის” გამომხატველი იყო. წარმოგიდგენთ ბრენდის 2023 წლის Ready-To-Wear კოლექციას.