• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! PROMETHEA Voyages ახალი ემოციების დროა

February 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ტურისტული კომპანია Promethea Voyages 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს 4   მიმართულებით სთავაზობს მომსახურებას:  ტურები მსოფლიოს ყველა მიმართულებით, ტურები  კავკასიაში, საქმიანი ტურიზმი, ავიაბილეთები და სავიზო მომსახურება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით OK! Travel Book კომპანიის დამფუძნებელ დირექტორს შორენა ნინიაშვილს ესაუბრა.

გაგვაცანით კომპანია Promethea Voyages. რამდენი ხანია, რაც ტურისტულ ბაზარზე გამოჩნდა?

ტურისტული კომპანია „პრომეთეა ვოიაჟის“ სახელით 2010 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე, თუმცა 2000 წლიდან ოპერირებდა თბილისში, როგორც  ფრანგული ტურისტული კომპანია – სჟტტ ვოიაჟის წარმომადგენლობა საქართველოში.    ფრანგული ბრენდის ქვეშ 10-წლიანმა საქმიანობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა კომპანიის   ევროპული ღირებულებებისა და მაღალი ხარისხის სერვისის  ჩამოყალიბებაში, რაც ტურისტულ ბიზნესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა წარმატების მისაღწევად.  ამ პერიოდმა საშუალება მოგვცა გვქონოდა წვდომა ევროპულ  ტურისტულ პროდუქტთან.  ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ეცნობოდნენ ადგილზე ყველა მნიშვნელოვან ტურისტულ ლოკაციასა თუ მომსახურებას, ესწრებოდნენ   ტრენინგებსა და სემინარებს, ხდებოდა გამოცდილების გაცვლა-გაზიარება და ბიზნესურთიერთობების დამყარება, რამაც საბოლოოდ,  2010 წელს, რეორგანიზაციის ჩატარებისა და  ერთობლივი ფრანგულ-ქართული კომპანიის შექმნის საშუალება მოგვცა.

რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენი კომპანია ძირითადად 4   მიმართულებით სთავაზობს მომსახურებას ჩვენს მომხმარებელს, ეს არის  ტურები მსოფლიოს ყველა მიმართულებით, ტურები  კავკასიაში, საქმიანი ტურიზმი, ავიაბილეთები და სავიზო მომსახურება.

ამ სეზონზე, ისევე როგორც ყველა სეზონზე, აქტუალურია ტურები ევროპის მიმართულებით. საფრანგეთი და იტალია ნებისმიერ სეზონზე მშვენიერი სანახავია, აგრეთვე, რა თქმა უნდა, აქტუალურია ტურები საზღვაო და ეგზოტიკური მიმართულებით, როგორიცაა ეგვიპტე,  დუბაი, შრი-ლანკა, მალდივის კუნძულები, ტაილანდი…

რატომ უნდა ავირჩიოთ Promethea Voyages? რა უპირატესობები აქვს კომპანიას, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია ამ სფეროში?

როგორც  ზემოთ აღვნიშნე, სანდოობა და სერვისის მაღალი დონე ძალიან მნიშვნელოვანია.  ამ 23 წლის მანძილზე, რაც  ჩვენი კომპანია  საქმიანობს, ბევრი  დიდი თუ პატარა კომპანია გაიხსნა და დაიხურა. ჩვენ მოვახერხეთ  მდგრადი განვითარება, გადავლახეთ კოვიდისა და  უკრაინის ომის შოკით გამოწვეული სირთულეები ისე, რომ არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა და კვლავ სტაბილურად განვაგრძობთ ჩვენი ახალი თუ ძველი ლოიალური  მომხმარებლებისა და კორპორაციული  კლიენტების მომსახურებას. ახლა, როცა მთელი მსოფლიო  დისტანციურად გეგმავს  მოგზაურობას, ჩვენც, რა თქმა უნდა, ფეხს ვუწყობთ ამ საერთო რიტმს და ჩვენი ახალი ვებგვერდი და სოციალური ქსელები ჩვენი მომხმარებლის განკარგულებაშია, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მათ და ამასთან, ვიყოთ კონკურენტუნარიანები, თუმცა ჩვენი ნიშა მაინც პერსონალიზებული, კლიენტზე მორგებული მომსახურებაა, მის კომფორტზე ზრუნვა მთელი მოგზაურობის  პერიოდში. კარგად გვესმის, რომ მოგზაურობა ეს  ბედნიერი ემოციაა, რომელიც ყოფითმა მომენტებმა არ უნდა დააზიანოს, ამაზე მთელი ჩვენი გუნდი  ზრუნავს. ყველაზე დიდი  კმაყოფილება ჩვენთვის ჩვენი ბედნიერი მგზავრის ემოციაა, რომელსაც ჩამოსვლისას გვიზიარებენ.

რა უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, სანამ მოგზაურობას დავგეგმავთ?

პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ პასპორტის მოქმედების ვადა, ხოლო მოგზაურობა სასურველია დავგეგმოთ მინიმუმ 3 თვით ადრე;  გავითვალისწინოთ  მიმართულების სეზონურობა, არის თუ არა ხელსაყრელი პერიოდი კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობისთვის; რა სავიზო  მოთხოვნებია;  მუზეუმი  და  ექსკურსიები, შეძლებისდაგვარად, წინასწარ დაჯავშნოთ. ამ ბოლო დროს ბევრი ჯგუფია შექმნილი სოციალურ ქსელებში, სადაც ერთმანეთს უზიარებენ მოგზაურობის გამოცდილებას, მაგრამ ბევრი არაკომპეტენტური აზრი და რჩევაც გვხვდება. გირჩევთ აუცილებლად  წინასწარ გადაამოწმოთ ნებისმიერი სავიზო და საბაჟო ინფორმაცია კონკრეტულ ოფიციალურ ორგანოსთან, რათა არ შეგექმნათ პრობლემები. ერთმა არაკომპეტენტურმა რჩევამ შეიძლება მთელი მოგზაურობა ჩაგიშალოთ. აქვე აღვნიშნავ  ტურისტული კომპანიის უპირატესობას ასეთ შემთხვევებში – თქვენ გყავთ სანდო პარტნიორი, რომელიც თქვენს ნაცვლად აგვარებს მსგავს საკითხებს და გაბარებთ გამზადებულ პაკეტს, ზრუნავს თქვენს მშვიდ დასვენებაზე მთელი მოგზაურობის პერიოდში და აწესრიგებს მოგზაურობასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო საკითხს, ტურის დაწყებამდე თუ მისი მიმდინარეობის დროს.

მოგზაურობა, ეს ახლის აღმოჩენის ემოციაა, რომელიც მოგზაურობის ბოლოს ბედნიერ მოგონებად უნდა გადაიქცეს.

რა შედის ტურის ღირებულებაში?

ჩვენი კომპანია  ძირითადად ინდივიდუალურ მომხმარებელს ემსახურება და ტური მთლიანად მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე. შეიძლება შედიოდეს მხოლოდ სასტუმრო და ავიაბილეთი, ან დამატებით  ავტომობილის დაქირავება, აეროპორტის ტრანსფერი, გიდის მომსახურება, დაზღვევა, ექსკურსიის, ვახშმის, თეატრის, კაბარეს დაჯავშნა, მიმართულების მიხედვით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანიის სამომავლო გეგმები უკავშირდება ახალი საინტერესო მიმართულებების აღმოჩენასა და დაგეგმვას. უკან მოვიტოვეთ კოვიდი და ახლა ახალი შესაძლებლობები იხსნება მოგზაურობის თვალსაზრისით. დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და  ურთიერთობების გაფართოება, ახალი საინტერესო პროდუქტების აღმოჩენა და ჩვენი მომხმარებლებისთვის შეთავაზება. ძალიან ბევრი შესაძლებლობაა და გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გავაფართოოთ სამოგზაურო არეალი.

ასევე გაეცანი

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება
Travel

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება

October 8, 2024
#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის
Travel

#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის

September 16, 2024
#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს
OK! News

#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს

August 12, 2024
#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
Gastro

#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

June 9, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! ტრაგედია გადასაღებ მოედანზე: ალეკ ბოლდუინის გასროლამ ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა

#OK! ტრაგედია გადასაღებ მოედანზე: ალეკ ბოლდუინის გასროლამ ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა

October 22, 2021
#OK!  “აჰ, ასე ხედავ აქ რა ხდება?” – დემნა გვასალიას ინტერვიუ Rolling Stone Magazine-თან! „

#OK!  “აჰ, ასე ხედავ აქ რა ხდება?” – დემნა გვასალიას ინტერვიუ Rolling Stone Magazine-თან! „

February 9, 2024
#OK! ბარკონი – გარე გათბობის სისტემები ყველას, ყველას უყვარს სითბო

#OK! ბარკონი – გარე გათბობის სისტემები ყველას, ყველას უყვარს სითბო

December 2, 2021
#OK! რიანა და ASAP Rocky პირველი შვილის მშობლები გახდნენ

#OK! რიანა და ASAP Rocky პირველი შვილის მშობლები გახდნენ

May 19, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები