შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ მოდის სახლ Gucci-ის ახლა უკვე ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ოფიციალურად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბრენდში შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციაზე 2015 წლის იანვარში დაინიშნა და ბრენდის კონცეფციასა და დიზაინსს ზუსტად 7 წლის განმავლობაში განაგებდა, მისი ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო კოლექცია და კამპანია შეიქმნა.
კომპანია Kering-მა და Gucci-იმ ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორის ვინაობა უკვე გაავრცელეს. საბატო დე სარნო იტალიური ბრენდის მართვას ძალიან მალე შეუდგება, მისი სადებიუტო ჩვენება “გუჩისთვის” სექტემბერში გაიმართება. დაიბადა იტალიაში, დაფუძნდა რომში, კარიერა დაიწყო “პრადაში” 2005 წელს, რის შემდეგაც გადავიდა “დოლჩე&გაბანაში”, 2009 წელს შეიერთდა “ვალენტინოს” გუნდს და ამჟამად კი “პრადას” კრეატიული დირექტორი გახლავთ.