1980-1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. 40 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოდელმა საზოგადოებას თავი არაერთი ლეგენდარული გამოცემების ყდის დამშვენებით და არაერთუ გამორჩეული შოუების გახსნით დაამახსოვრა. მაყურებელმა ის ასევე იხილა სინდი კროუფორდთან ერთად 1990 წელს ჯორჯ მაიკლის მუსიკალურ ვიდეოში Freedom. ტატიანა პეტიცის გარდაცვალების შესახებ მწუხარება გამოხატეს 90-იანი წლების სხვა სუპერმოდელებმაც, რომელთა შორის არის იასმინ გაური, რომელთან ერთად ტატიანამ Vogue-ის გარეკანიც დაამშვენა.