21-ე საუკუნემ ინფორმაციულ რევოლუციასთან ერთად ახალი ინოვაცია მოიტანა კაცობრიობის ცხოვრებაში − ფართოდ ხელმისაწვდომი გახადა Fast Food-რესტორნის ქსელები და სხვა არაჯანსაღი კვების ობიექტები. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ბიზნესები ჭკვიანურად უწყობენ ფეხს თანამედროვე ადამიანების სწრაფვას, ცხოვრება გაიმარტივონ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. არაჯანსაღი საკვების მოხმარება დროისა და ფინანსების ეკონომიის ილუზიას გვიქმნის, რომელიც საბოლოოდ ბუმერანგივით გვიბრუნდება არასასურველი და ხშირად შეუქცევადი შედეგებით.
Fast Food-ის მოხმარება პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ქმედითუნარიანობისა და ენერგიის დონის დაქვეითებას, რადგან ამ ტიპის საკვები ძირითადად მაღალკალორიულია და შეიცავს ჭარბი რაოდენობით ცხიმს, ნახშირწყლებსა და შაქარს. სამაგიეროდ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების დონე ასეთ საკვებში ძალიან დაბალი და თითქმის შეუმჩნეველია. გარდა ამისა, გადაადგილებისათვის ტრანსპორტის გამოყენების დამსახურებით ადამიანებისთვის რეგულარული ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობაც მცირდება.
ზუსტად არასწორად შერჩეული კვების რეჟიმისა და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის გამოა, რომ ჩვენს საუკუნეში რიგი ქვეყნების ერთ-ერთი წამყვანი და საგანგაშო პრობლემა ჭარბწონიანობა და სუსტი მეტაბოლიზმია.
ეს ყოველივე, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის საშიში ისეთი დაავადებების წინაპირობაა, როგორებიცაა გულსისხლძარღვთა პრობლემები, ინსულტი, მე-2 ტიპის დიაბეტი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, ართრიტი, ძილის აპნოე და სხვა. ჩამოთვლილი დაავადებების დიდი ნაწილის პრევენცია კი შესაძლებელია ძალიან მარტივი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ყოველდღიური ცვლილებებით − იქნება ეს უფრო გონივრულად შერჩეული საუზმე ან სადილი, ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა, თამბაქოსა და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლისთვის უარის თქმა თუ უბრალოდ უარყოფითი მუხტით დატვირთული სიტუაციებისა და ადამიანებისთვის თავის არიდება.
ამ ყველაფრის პრევენცია კი ძალიან მარტივი და ერთი შეხედვით უცნაური მიდგომითაა შესაძლებელი, რომელსაც „დროფის“ კლინიკა მეტაბოლიკის/FAT BURNER-ს უწოდებს. ინტრავენური გადასხმა მეტაბოლიკი, ჭარბწონიანობასა და ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევადაა შექმნილი. იგი ამარტივებს წონაში კლებას, რადგან ააქტიურებს მეტაბოლიზმს, აჯანსაღებს სხეულს და შესაბამისად, ხელს უწყობს ცხიმების წვას. როგორც ვახსენეთ, არაჯანსაღი საკვების გადამუშავება ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად აისახება, ეს კოქტეილი კი ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებით, სხვა თანმხლებ მეტაბოლურ პრობლემებსაც აგვარებს. მოცემული კოქტეილი შედგება მეტაბოლიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებისგან, როგორებიცაა B, C და D ჯგუფის ვიტამინები. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ გადასხმები არაა საკმარისი და პაციენტმა ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა მეთოდითაც: სიარულით, საკვების შერჩევით, სუფთა ჰაერზე ყოფნით და ა.შ.