• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! „ვიცი, ყველას აქვს მომენტი, როდესაც თავს არაკომფორტულად გრძნობს, არ არის აუცილებელი ჰგავდეთ სხვებს, იყავით ის, ვინც რეალურად ხართ” – სელენა გომესი

კოსმეტიკური ბრენდი Rare Beauty სელენა გომესისგან

September 19, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

„ჩვენ არ ვართ ვალდებულები გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც სხვები. გახსოვდეთ, რომ უნდა ჰგავდეთ მხოლოდ საკუთარ თავს“.

ჩამოაყალიბო ბრენდი მსოფლიოში, სადაც ვარსკვლავების უმეტესობა მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული, ერთგვარი გამოწვევაა. ლედი გაგა, კაილი ჯენერი, კიმ კარდაშიანი, რიანა… ეს იმ სელებრითების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც საკუთარი კოსმეტიკური ხაზი გამოუშვეს, თუმცა სელენა გომესი საზოგადოებას ჰპირდება, რომ სხვა ბრენდებისგან რადიკალურად გამორჩეული იქნება.

სელენამ Vogue-თან საუბრისას განაცხადა, რომ სახის მბზინვარება უპირველესად კანის მოვლის რუტინიდან იწყება: „როდესაც სახის კანს უვლი, ამავდროულად შენს სხეულს, გონებასა და სულს უვლი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა უშუალო კავშირში“.

„მიმაჩნია, რომ მაკიაჟი უნდა იყოს მხოლოდ აქსესუარი, რომელიც ავსებს ადამიანების სილამაზეს, რადგან თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულია. მე ათასობით ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში. ნეტავ საკუთარი თავის დანახვა ისე შეეძლოთ, როგორც მათ მე ვხედავ. არ არის აუცილებელი ჰგავდეთ სხვებს, იყავით ის, ვინც რეალურად ხართ“.

სელენა ბრენდის კოდად საკუთარი თავის სიყვარულსა და თვითგამოხატვას მიიჩნევს. შემსრულებელი, რომელიც სხვა ადამიანების მსგავსად სახის გამონაყარსა და აკნეს ხშირად ებრძვის, უშუალო კორელაციას გადატვირთულ რეჟიმში, სტრესსა და დაძაბულობაში ხედავს.

„ჩვენი მისიაა სილამაზის, საკუთარი თავის სიყვარულისა და მენტალური ჯანმრთელობის გარშემო საუბრები წამოვიწყოთ“.

„მაქსიმალურად ვიყავი ჩართული მომზადების პროცესში. იმიტომ, რომ ჯანმრთელობა ჩემთვის უპირველესია, რაც საკუთარი თავისადმი პატივისცემაზე მიუთითებს, ეს კი იმ ყველაფრის ნაწილია, თუ როგორ ხედავ შენს თავს“.

Selena Gomez x rare beauty | Selena, Ideias de maquiagem, Cantores

შემსრულებელი იმედოვნებს, რომ მისი კოსმეტიკური ხაზი Rare Beauty გულშემატკივრებს ინდივიდუალურობის აღმოჩენაში დაეხმარება და მათ ძალას შემატებს შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც რეალურად არიან.

„არ მინდოდა ვყოფილიყავი ცნობილი ადამიანი, რომელიც კომპანიას მხოლოდ საკუთარ სახელს დაუკავშირებდა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩემს სტილში არ ზის“.

„ეს არ არის მხოლოდ ბრენდი, Rare Beauty იქნება ცხოვრების სტილი. მინდა ყველამ, განურჩევლად სქესისა, თავი იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად. კოსმეტიკური ხაზი შეიქმნა იმ მიზნით, რომ ადამიანებმა საკუთარი სილამაზით ისიამოვნონ“.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც გომესის ბრენდის პროდუქციას გამოარჩევს, კონსისტენციაა, რომელიც ყველასათვის მოქნილი და მარტივად გამოსაყენებელია. მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟის წასმის ტექნიკას დაეუფლა, სელენას მიაჩნია, რომ მისთვის თვალის „ჩრდილების“ გამოყენება კვლავ რთულია. სწორედ ამიტომ, მან პროფესიონალებთან ერთად შეიმუშავა ტექსტურა, რომელიც თვალზე გადასანაწილებლად ყველასათვის მარტივი და მოსახერხებელია.
„პროდუქტების უმეტესობა ისეთია, ფუნჯების ნაცვლად თითების გამოყენებითაც შეგიძლიათ“.

Allure reviews Selena Gomez's Rare Beauty : BeautyGuruChatter

თებერვალში სელენამ გულშემატკივრებს საიდუმლო გაუმხილა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პროექტზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი კოსმეტიკური ხაზის გამოსვლა კი ზაფხულისთვის დააანონსა. როდესაც ვარსკვლავმა საკუთარი ბრენდი ჩამოაყალიბა, ცხადი იყო, რომ ის უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ კოსმეტიკური კომპანია. მან შექმნა ბრენდი, რომლითაც ამჟამინდელი სილამაზის სამყარო გამოიწვია. სელენას სურს, რომ Rare Beauty იყოს უსაფრთხო ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ცუდსა და კარგზე თავისუფლად ისაუბრონ.

„ამ ინდუსტრიაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, კოსმეტიკასა და სილამაზის პროდუქტებზე მუშაობა მართლაც სახალისოა, რადგან როდესაც გადასაღებ მოედანზე ხარ, მათი საშუალებით ახალი პერსონაჟებისა და განსხვავებული ხასიათის შექმნა შეგიძლია“.

„ვიცი, ყველას აქვს მომენტი, როდესაც თავს არაკომფორტულად გრძნობს. ამიტომ კოსმეტიკა უნდა იყოს აქსესუარი, მაკიაჟი კი უნდა იყოს მხოლოდ ის, რისი ტარებითაც ამაყი იქნები და გამოკვეთ იმას, რაც ლამაზი გაქვს. თუ ოდესმე თავი განსხვავებულად გიგრძნია, მიხვდები, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ყველაფერი წამოვიწყე და ბრენდი ჩამოვაყალიბე“.

სელენამ ტუჩსაცხებისადმი სიყვარულს ხაზი მკვეთრად გაუსვა. ამიტომაც პროდუქციის შექმნისას ამ კონკრეტულ დეტალს მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო.

„გვინდოდა სპეციფიკური ტუჩსაცხები შეგვექმნა, რომლებსაც ექნებოდა მუსისმაგვარი სტრუქტურა, მომხმარებელს არ შეუქმნიდა დისკომფორტს და საცხიც მთელი დღის განმავლობაში მდგრადი იქნებოდა“.

სელენას დედა ახალგაზრდობაში სამოდელო სააგენტოში, მაკიაჟის არტისტად მუშაობდა. როგორც ჩანს, ადრეული ასაკის მოგონებები მისთვის ინსპირაციის ერთგვარი წყარო გახდა.

Selena Gomez's Brand, Rare Beauty, Debuts #WeAreRare Community Call — Exclusive | Allure
„ყველაზე ამაღელვებელი ისაა, რომ შემიძლია გავაკეთო ის, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობ… მახსოვს, დედასთან სამსახურში მივდიოდი და ვუყურებდი მის საქმიანობას… დამღლელი დღის შემდეგ, საღამოობით, თავის ოთახში შევიდოდა, კოსმეტიკის ყუთს გახსნიდა და მუსიკისა და სანთლის შუქის ფონზე ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებდა. ეს დედასთვის ერთგვარი თერაპია იყო“.

შემსრულებელი გულშემატკივრებს საკუთარი სილამაზის საიდუმლოს უზიარებს და ყოველდღიურ რუტინაზე საუბრობს:

„საწოლიდან წამოსადგომად დაახლოებით 15 წუთი მჭირდება. როდესაც ვიღვიძებ, უპირველესად წყალს ვსვამ. დაწოლის წინ სახეს ინტენსიურად ვიბან. ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ჩვევა, ეს მაკიაჟით ძილია. თინეიჯერობის ასაკში ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი, თავისუფლად შემეძლო ერთ დღეს გაკეთებული მაკიაჟით მეორე დღესაც მევლო, სახის კანს არ ვუვლიდი და არანაირ პროცედურას არ ვიტარებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა“.

სელენა სახის გაწმენდის შემდეგ დამატენიანებელ კრემს იყენებს, რომლის კონსისტენციაც იმდენად სქელია, რომ ბევრის გამოყენება არ არის საჭირო.

„მიყვარს ასევე მზისგან დამცავი კრემის წასმა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია კანისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ლუპუსი მაქვს. ჩემთვის კი მზეზე დიდხანს ყოფნა დაავადების გამო შესაძლოა პრობლემური იყოს“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოსმეტიკური ბრენდებით სავსე სამყაროში, სადაც პროდუქციის უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს, მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება რთულია. ამჟამად სელენა საკუთარ ხაზზე ინტენსიურად მუშაობს და გულშემატკივრებს უამრავ სიახლეს ჰპირდება.

გაიგე მეტი: Rare Beautyსელენა გომესი

ასევე გაეცანი

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?
Fashion News

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!
OK! News

#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!

May 1, 2025
#OK! Business ,,რემსი“ – საუკეთესო სერვისი დეველოპერებისთვის
OK! Business

#OK! Business ,,რემსი“ – საუკეთესო სერვისი დეველოპერებისთვის

April 25, 2025
#OK! პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს! როგორ დაკრძალავენ პაპს?
OK! News

#OK! პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს! როგორ დაკრძალავენ პაპს?

April 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 48 წლის პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი იმიჯი En Los Margenes-ის კინოპრემიერისთვის – ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Chanel-ის სამოსით გამოჩნდა

#OK! 48 წლის პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი იმიჯი En Los Margenes-ის კინოპრემიერისთვის – ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Chanel-ის სამოსით გამოჩნდა

October 4, 2022
#OK! ეშლი რობერტსი Ganni-ს კაბას Nasty Gal-ის ფეხსაცმელს და Yves Saint Laurent-ის ჩანთას უხამებს!

#OK! ეშლი რობერტსი Ganni-ს კაბას Nasty Gal-ის ფეხსაცმელს და Yves Saint Laurent-ის ჩანთას უხამებს!

July 15, 2021
#OK! ალესანდრა ამბროსიოს ქუჩის სტილი! მოდელი ლოს-ანჯელესში გამოჩნდა!

#OK! ალესანდრა ამბროსიოს ქუჩის სტილი! მოდელი ლოს-ანჯელესში გამოჩნდა!

April 23, 2021
#OK! მსოფლიო Moulin Rouge-ის გამოსვლიდან 20 წლის გასვლას აღნიშნავს

#OK! მსოფლიო Moulin Rouge-ის გამოსვლიდან 20 წლის გასვლას აღნიშნავს

June 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

#OK! მასპინძელი – მონტიჩელო თბილისი

May 6, 2025
OK! მასპინძელი – ლემონსი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 6, 2025
#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები