• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OKმენეჯერი! მარკეტერი გიორგი ცუცქირიძე OK!-ის ობიექტივში

December 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

რუბრიკა OKმენეჯერის! სტუმარია მარკეტერი და მოყვარული მოგზაური გიორგი ცუცქირიძე. 15 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. როგორც თავად აღნიშნავს განვლილი წლები, იყო უამრავი საინტერესო გამოწვევითა და წარმატებით სავსე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც უკეთ გაიცნობთ ჩვენი რუბრიკის რესპოდენტს.

 

გიორგი, უპირველესად გაგვეცანით.

გამარჯობა, მე ვარ გიორგი ცუცქირიძე, მარკეტერი და მოყვარული მოგზაური. მყავს მეუღლე და ვარ ორი შვილის მამა.

მიყვარს ჩემი პროფესია, განსაკუთრებით, შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ჩვენი სფეროს ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილია. სწორედ ამიტომ, ავირჩიე მარკეტინგი.

ზოგადად, მიტაცებს ყველაფერი, რაც შემოქმედებას მოითხოვს: მუსიკა, ფილმები, ფოტოგრაფია ან უბრალო ხელსაქმე, რაიმე ახლის შექმნა და ძველის შეკეთება.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ.

15 წელია მარკეტინგის სფეროში ვარ და ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. ჩვენი სფერო იმდენად სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომ მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ყოველდღიურად, ვხვდები უამრავ სიახლეს, რაც უფრო საინტერესოს ხდის საქმიანობას.

განვლილი წლები კი, იყო უამრავი საინტერესო გამოწვევით და წარმატებით სავსე. მახსოვს ყველა ბრენდინგი თუ რებრენდინგი, სარეკლამო კამპანიები და პროექტები, რაც ამ პერიოდში განმიხორციელებია კოლეგებთან ერთად. ყველა პროექტს აქვს დასაწყისი და დასასრული, თუმცა, არა ადამიანებს, და ყველაზე დიდი გამოცდილებაც, სწორედ ამ დროის მანძილზე შეძენილი ადამიანები და ურთიერთობებია.

 

რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე კარიერული თვალსაზრისით?

2007 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, დავიწყე სტაჟირება ალდაგის მარკეტინგის განყოფილებაში და იქ მივხვდი, რომ მარკეტინგი სწორი არჩევანი იყო.  ალდაგში ყოველთვის ხვდებოდნენ მარკეტინგის მნიშვნელობას და მხარდაჭერაც საკმარისი გვქონდა, რომ კარგი პროექტები გვეკეთებინა. სტაჟირების შემდეგ, გავხდი გუნდის სრულფასოვანი წევრი და უამრავი წლის განმავლობაში გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა.

ალდაგში 12 წელი გავატარე, რაც ყველაზე დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამ პერიოდში, გვქონდა ბევრი საინტერესო პროექტი, შევხვდი უამრავ კარგ ადამიანს, ვისთანაც დღემდე ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ.

2018 წელს, შევუერთდი სმარტის გუნდს, სადაც მარკეტინგის ძალიან კარგ გუნდთან ერთად, რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალება მქონდა.

2019 წლიდან კი, ემბისისთან ერთად, დაიწყო ახალი ეტაპი ჩემ კარიერაში. სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა კოვიდ პანდემია და ლოქდაუნი, რაც ყველასთვის შემაფერხებელ ბარიერად იქცა.

2021 წლიდან, ვარ ლენდმარკ-ჯორჯიას მარკეტინგის მენეჯერი. კომპანიის საქმიანობა, საქართველოში უცხოური ფრენჩაიზების ოფიციალურად შემოყვანაა.

 

ამ ეტაპზე რა წარმოადგენს თქვენს ძირითად საქმიანობას?

დღეს წარმოვადგენ კომპანია ლენდმარკ-ჯორჯიას, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ჩვენი კომპანია  საცალო და F&B სექტორში ცდილობს გზის გაკვლევას. აქტიური ბიზნეს საქმიანობა 2020 წელს, პანდემიის დროს დავიწყეთ. ქვეყანაში, ჩვენი პირველი პარტნიორი, პორტუგალიური პრემიუმ ხარისხის ბრენდი – Sacoor Brothers-ია. 2 მაღაზია უკვე გავხსენით და ამ ეტაპზე, მე-3 ლოკაციის დამატებაზე ვმუშაობთ.

ძალიან მალე, ჩვენს პორტფელს ახალი ბრენდი შეემატება, რომლის მაღაზიის გახსნაც მომავალი წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამოდენიმე ტოპ ბრენდთან და იმედი გვაქვს, რომ მათაც მალე ვიხილავთ ჩვენს ქვეყანაში.

რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

მთავარი მოტივატორი ჩემი ოჯახია. მეუღლე და შვილები რომლებიც ყოველდღე, ძალიან დიდ ენერგიას მაძლევენ. როცა მათგან დიდ მხარდაჭერას გრძნობ, ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.

ასევე, მნიშვნელოვანია ის ხალხი, ვისთანაც ყოველდღიურად გაქვს ურთიერთობა. მეგობრული და პოზიტიური სამუშაო გარემო, ყოველდღიურ რუტინასა და სტრესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, რაც თავისთავად, გინარჩუნებს საქმის კეთების მოტივაციას

და ბოლოს… სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?

რთულია იფიქრო, 10 წლის შემდეგ რა გველის, განსაკუთრებით ახლა, ასეთ არასტაბილურ პერიოდში. 3 წლის წინ ალბათ უფრო მეტს და თავისუფლად ვფიქრობდით მომავალზე. დღეს კი, მომავალზე ფიქრისას, ისეთი ფაქტორების გათვალისწინება გვიწევს, როგორიც პანდემიის შედეგები და რეგიონში ომია.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ხალხი და ის საქმე რასაც ვაკეთებ. 10 წლის შემდეგაც, ჩემს თავს საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ვხედავ, მეტი გამოცდილებით, უფრო დიდი გამოწვევებითა და საინტერესო საქმით.

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “კინოინდუსტრია ბევრი წინააღმდეგობითაა სავსე, გარემო კი კონკურენტუნარიანია, ამიტომ დამწყები მსახიობები ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ” – ქოულ სპრაუსი

#OK! “კინოინდუსტრია ბევრი წინააღმდეგობითაა სავსე, გარემო კი კონკურენტუნარიანია, ამიტომ დამწყები მსახიობები ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ” – ქოულ სპრაუსი

May 19, 2021
#OK! „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის“ შექმნის ისტორია – ლიკა თუშიშვილი საქმიანობასა და შვილებზე…

#OK! „ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის“ შექმნის ისტორია – ლიკა თუშიშვილი საქმიანობასა და შვილებზე…

March 12, 2024
#OK! Delfy – ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ღრმად ატენიანებს და აცოცხლებს სახის კანს

#OK! Delfy – ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ღრმად ატენიანებს და აცოცხლებს სახის კანს

September 16, 2022
#OK! რას ეძებენ ქართველები GOOGLE-ში ყველაზე ხშირად?

#OK! როგორ ვიმკითხავოთ ონლაინ? ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი მომავლის შესახებ გვიყვება

December 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! კვარას “პსჟ”  მეოთხედფინალშია

#OK! კვარას “პსჟ” მეოთხედფინალშია

June 30, 2025
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები