ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე მხატვრის, აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
,,საკუთარ თავში ჩაკეტილობისგან გადასარჩენად მაჰმუდოვა ერთგვარ ლანდშაფტამდე ან ლანდშაფტის რეალობამდე მიგვიძღვის.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის მიერ გამოფენისთვის „სამოთხე მოიცდის“ შექმნილი ლანდშაფტის რეალობა შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან პირადი და ძნელად გასაგები ჩანდეს, ხელოვანი სინამდვილეში მე-ს პათოლოგიას აკრიტიკებს.
ერთი მხრივ, ცხოვრება ჩვენს წინაშე მთელი თავისი ანატომიური რეალობით წარდგება, მეორე მხრივ კი ზოგ შემთხვევაში ცხოვრება პეიზაჟზე გაცილებით უფრო მეტს გვთავაზობს.
ლანდშაფტისა და სიცოცხლის გამიჯვნის მცდელობას ერთგვარ გაუცხოებამდე მივყავართ. მთელი ცხოვრება, მთელი პირადი თუ სოციალური ისტორია ლანდშაფტთან და გეოგრაფიასთან კავშირში ვითარდება და ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის ტოვებენ ადგილს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში გამოძახილს ჰპოვებს.’’
გამოფენა სახელწოდებით ,,Სამოთხე მოიცდის’’ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
,,მაჰმუდოვას განცხადებით, გეოგრაფია ცივილიზაციის არსებითი განზომილებაა და ადამიანებთან დაკავშირება სწორედ ამ გეოგრაფიის ფარგლებშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ორი დიდი ფორმატის ტილო გეოგრაფიაზე, მის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და ამასთანავე ჩვენს ყურადღებას მის სილამაზესა და საშინელებაზე ამახვილებს. ეს ტილოები, რომლებიც დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებს წარმოადგენენ, ასევე წარსულისა და მომავალის ელემენტებსაც შეიცავენ. ნახატები, რომლებიც ჰარმონიაშია ჩვენი ეპოქის დანაწევრებულ სტრუქტურასთან, ორგანიზმის ბუნებრივი ციკლის (დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი) გავლის შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნებას აღნიშნავენ.
გაბედული ინოვაციური მოქმედებით მაჰმუდოვა გვიჩვენებს, რომ კაცობრიობას შესაბამისი უნარებისა და ხელსაწყოების საშუალებით საზღვრების გადალახვა შეუძლია. შედეგად, გამოფენა ფიზიკური და კონცეპტუალური საზღვრების გარღვევას ცდილობს რის გარეშეც ჰუმანისტური გეოგრაფიის არსებობა შეუძლებელი იქნება. ნამუშევრების გულდასმით დათვალიერება კი იმ მნიშვნელოვანი მინიშნებების აღმოჩენას შეგვაძლებინებს, რომლებიც ამის გაკეთების გზებსა და ამისთვის საჭირო სიმამაცის ხარისხს გაგვააზრებინებს.’’
აღსანიშნავია, რომ აიდა მაჰმუდოვას 2011 წლიდან დღემდე არაერთ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.