მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი სამოდელო ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების პარალელურად მოღვაწეობას დიზაინერულ საქმიამობაში განაგრძობს. ვარსკვლავმა რამდენიმე საათის წინ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის Guest in Residence-ის უახლესი კამპანიიდან ფოტოები გაავრცელა, სადაც თავად მოდელ იასმინ უაინალდუმთან ერთად მონაწილეობს. სამოსის ფასი დაახლოებით 600-1000 დოლარებში მერყეობს.