• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი სამოსი

October 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დღევანდელ რეალობაში თითოეული ჩვენგანი უამრავ პრობლემას აწყდება, მათ შორის კლიმატის ცვლილებას, გარემოს პლასტმასით დაბინძურებას, ტყეების განადგურებას, ბიომრავალფეროვნებისა და წყლის დეფიციტს… ამასობაში, მოდის ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მნიშვნელობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ტანსაცმლის ინდუსტრიის მიერ შექმნილი პრობლემები და მის გარშემო დატრიალებული ქაოსი არცთუ შორსაა გარემოს პრობლემებისგან. ყველა იმ უარყოფითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ტანსაცმლის შექმნის არასწორი გზები იწვევს, მხოლოდ მდგრადი, გადამუშავებული ტანსაცმლის გამოყენება თუ შეუშლის ხელს.

რა არის მდგრადი მოდა?

მდგრადი მოდის ბრენდები გვაძლევენ საშუალებას შევიძინოთ ტანსაცმელი, რომელიც კაცობრიობისა და გარემოსადმი ყველაზე ყურადღებიანი გზით იქმნება, რაც ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. დღესდღეობით მოდის ინდუსტრიის ბრმად ნდობამ თითოეული ჩვენგანის ერთ დიდ წარმოსახვით ყუთში გამოკეტვა განაპირობა. ტრენდებს ბრმად მივყვებით, მაღაზიაში ესთეტიკური, მზა ტანსაცმლის დანახვისას, მარტივად ვივიწყებთ ამ მასალების შექმნის უკან არსებულ ისტორიებს.

ვინაიდან ტანსაცმელი დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების უკეთ გააზრება და ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ ვინ შექმნა ჩვენი სამოსი, რისგან არის დამზადებული და როგორ მოქმედებს მათი წარმოება ადამიანებზე და ზოგადად, სამყაროზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელი ქსოვილებია კარგი გარემოსთვის და რომელი არა.

მაშინაც კი, თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მოდის ინდუსტრიის მიმდინარეობებს, შეგვიძლია საკუთარ თავს მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სამყაროს კეთილდღეობას. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტანსაცმლის დამზადებისას 97% ახალი რესურსია და აქედან მხოლოდ 3%-ია გადამუშავებული მასალა. ამასთან, წყალი მოდის ინდუსტრიის მთავარი რესურსია. იგი გამოიყენება თითქმის ნებისმიერი ტანსაცმლის შესაღებად და დასამზადებლად, რაც წყლის არარელევანტურ გამოყენებას გულისხმობს. მაგალითად, ერთი მაისურის დასამზადებლად, წარმოუდგენელი რაოდენობა − 2700 ლიტრი წყალია საჭირო.

 

ჩვენი საყვარელი ტანსაცმელების აბსოლუტური უმრავლესობა ნავთობსა და წიაღისეულ საწვავზეა დამზადებული. პოლიესტერის, აკრილისა და ნეილონისგან დამზადებული მასალების წარმოებას კი გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ბუნებრივ ან გადამუშავებულ ბოჭკოებს. მდგრადი ბრენდები კი ხშირად იყენებენ მასალებს ბუნებრივი ან გადამუშავებული ქსოვილებისგან. ეს მასალები საჭიროებენ მნიშვნელოვნად ნაკლებ ქიმიურ დამუშავებას, ცოტა წყალს, ნაკლებ ენერგიასა და სასუქებს. ორგანული ქსოვილების უმეტესობა, როგორიცაა თეთრეული, კანაფი, ორგანული ბამბა და TENCEL™ (დამზადებულია მდგრადი ხის რბილობისაგან), ბიოდეგრადირებადია.

ვიდრე სწრაფი მოდის ტანსაცმელი ჩვენს სახლებში საკიდებზე მოხვდება, ხშირად საჭიროებს ხანგრძლივ და ინტენსიურ ქიმიურ პროცესებს. ტანსაცმლის შესაღებად, გასათეთრებლად და დასამუშავებლად დაახლოებით 8000 სხვადასხვა სინთეზური ქიმიკატი გამოიყენება. ეს ქიმიკატები ხშირად იწვევს დაავადებებსა და სიკვდილიანობას, განსაკუთრებით ფერმერებს შორის. ამ ქიმიკატების ზოგიერთი ნაწილი რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასაც, რადგან ჩვენი კანი შთანთქავს ყველაფერს, რაც მას ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველთვის გარეცხოთ ახალი ტანსაცმელი პირველად გამოყენებამდე.

იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არ წავახალისოთ, ერთ-ერთი ალტერნატივა მდგრადი ქსოვილი – ეთიკური ბამბაა. დამზადებულია ბუნებრივი, გადამუშავებული ან ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, რომელიც არ აზიანებს გარემოს. დღეს უკვე თითქმის ყველა მასალისთვის არსებობს ჩამნაცვლებელი − პოლიესტერი, დამზადებული ოკეანეებიდან ამოღებული სხვადასხვა ნარჩენისგან. ჩანთები შექმნილია გადამუშავებული უსაფრთხოების ღვედებისგან. მცენარეული კომპოსტირებადი სპორტული ფეხსაცმელი − საფუვრისგან შექმნილი აბრეშუმი. დღესდღეობით ტყავის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ალტერნატივა ანანასია. ქსოვილი წარმოებს ანანასის ფოთლების გამოყენებით, მოსავლის აღების პროცესში, რაც ქვეპროდუქტის ნარჩენებს სრულიად ახალ დანიშნულებას სძენს.

ინფორმაცია ძალაა, რომელიც პირველი ნაბიჯია სწრაფი მოდის წინააღმდეგ. მოდის ინდუსტრიის უარყოფითი მხარეების გააზრება, უფრო ცნობიერ მომხმარებლებამდე მისვლის იმედია. გარემოს დაცვითი და ადამიანური პასუხისმგებლობა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე სწრაფი მოდა, რომელიც ყოველ სეზონზე იცვლება. დღის ბოლოს, ჩვენი გადასაწყვეტია, ვიქნებით პრობლემის ნაწილი თუ მისი გადაჭრის გზა. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ენ ლაპეს ციტატა: „ყოველთვის, როცა ფულს ხარჯავ, ხმას აძლევ ისეთ სამყაროს, როგორიც გინდა“.

თუმცა გასათვალისწინებელია ბრენდები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილ სამოსს ქმნიან. ისინი მოგცემენ საშუალებას, მცირედი წვლილი შეიტანო სამყაროს გადარჩენაში. ეს ბრენდებია: For Days, Pact, VETTA, Eileen Fisher, tentree, Boody, Organic Basics, Thought Clothing, Avocado, Back Beat Co, People Tree, Two Days Off, Soluna Collective, Cleobella, FRANKIE.

 

ასევე გაეცანი

#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება
Fashion

#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

August 7, 2025
#OK მე-20 საუკუნის ქართველი ქალები ევროპული მოდის ინდუსტრიაში
Fashion

#OK მე-20 საუკუნის ქართველი ქალები ევროპული მოდის ინდუსტრიაში

August 2, 2025
#OK! 90-იანი წლების სუპერმოდელების ოქროს ერა
Fashion

#OK! 90-იანი წლების სუპერმოდელების ოქროს ერა

July 31, 2025
#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა
Fashion

#OK! პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე მოხვდა

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქალბატონები, რომლებიც ეპოქის სულისკვეთებას ყველაზე კარგად გადმოსცემდნენ

#OK! ქალბატონები, რომლებიც ეპოქის სულისკვეთებას ყველაზე კარგად გადმოსცემდნენ

May 4, 2025
#OK! შემოდგომა დუბაიში სანაპიროზე დასვენების საუკეთესო დროა

#OK! შემოდგომა დუბაიში სანაპიროზე დასვენების საუკეთესო დროა

October 6, 2023
#OK! “გოგონებს რომლებსაც ვხვდებოდი, რაღაც აწუხებდათ,” – კრისტენ სტიუარტის გულახდილი ინტერვიუ საკუთარ ჰომოსექსუალობაზე

#OK! “გოგონებს რომლებსაც ვხვდებოდი, რაღაც აწუხებდათ,” – კრისტენ სტიუარტის გულახდილი ინტერვიუ საკუთარ ჰომოსექსუალობაზე

May 15, 2021
#OK! როზი ჰანთინგტონ-უაიტლი და ჯეისონ სტეტჰემი მეორე შვილს ელოდებიან

#OK! როზი ჰანთინგტონ-უაიტლი და ჯეისონ სტეტჰემი მეორე შვილს ელოდებიან

August 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-ანებიდან დღემდე

August 7, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები