• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! AMBORI-მნიშვნელოვანი დღის თანამგზავრი

October 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ბუნების არაჩვეულებრივი ქმნილებები − ყვავილები, მუდმივად გვაოცებენ მრავალფეროვან ფერთა ჩრდილებით, გვიმაღლებენ განწყობას და გვეხმარებიან აზრებისა და ემოციების გამოხატვაში. წარმოუდგენელია ნებისმიერი მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ თარიღი ამ უმშვენიერესი მცენარეების გარეშე, რომლებიც კიდევ უფრო ლამაზსა და გასაოცარს ხდიან თითოეულ ჩვენთვის დასამახსოვრებელ მომენტს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ ყვავილების ქართულ ბრენდ AMBORI-ს, რომელიც ნინო ჯანელიძემ, ლიკა ბუტიკაშვილმა და სალომე ლაფერაძემ დააფუძნეს და საზოგადოებას ულამაზესი თაიგულების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.

 

ლიკა ბუტიკაშვილი – დირექტორი

სალომე ლაფერაძე – დიზაინერი

ნინო ჯანელიძე – დამფუძნებელი

 

უპირველესად, გაგვაცანით კომპანია. რამდენი ხანია, რაც AMBORI გაიხსნა?

(ლიკა ბუტიკაშვილი): AMBORI დაახლოებით 6 თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ზაფხულში მხოლოდ ონლაინშეკვეთებზე ვმუშაობდით, სექტემბრიდან გაიხსნა მაღაზიაც, რომელიც მდებარეობს დავით გამრეკელის #3-ში. ვცდილობთ სასიამოვნო გარემო და საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ადამიანებთან უშუალო კონტაქტს თავისი ხიბლი აქვს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია. თითოეულ ჩვენს თაიგულში და კომპოზიციაში გვსურს ხასიათი და ემოცია იგრძნობოდეს.

რატომ AMBORI? მოგვიყევით ასევე ლოგოზე.

(ლიკა ბუტიკაშვილი):  „ამბორი“ ხომ პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს. ჩვენთვის კი შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია. გვსურს ემოციური კავშირი დავამყაროთ მომხმარებლებთან, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს სახელწოდება.

აქვე არ შემიძლია მოკლედ არ გითხრათ ჩვენი ლოგოს შესახებ, რომელზეც დიზაინერმა ანა წერეთელმა იმუშავა. მან ზუსტად გაიგო ჩვენი სათქმელი. გვსურს ახალი სიტყვა ვთქვათ ამ სფეროში, თამამი და ინოვაციური იდეებით, ისეთი ლოგოს ქვეშ, რომელზეც ჩვენი სახელი ძველი ქართული დამწერლობით გამოვსახეთ. მხატვრული ხერხია − აზრი ქარაგმულად გამოვხატეთ. მოგეხსენებათ, ქართველებს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ფლორისტიკაში, ამისთვისაც გვინდოდა ხაზი გაგვესვა − გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ.

როგორ დაიბადა იდეა?

(სალომე ლაფერაძე):  ინსპირაცია იყო ორი მეგობრის ისტორია (უცხოურ ბაზარზე), რომლებმაც ჩამოაყალიბეს საკმაოდ ტრენდული და განსხვავებული ბრენდი. ასევე, ფლორისტიკისა და ხელოვნების სფეროს გაერთიანების უსაზღვრო სურვილმა იმოქმედა.

რაც მთავარია, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვყიდით ყვავილს, არამედ ვქმნით განწყობას, რომელიც მოაქვს ინდივიდუალურად ყველა ყვავილსა თუ მცენარეს, თავისი ფერით, არომატითა და ხასიათით.

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

(ლიკა ბუტიკაშვილი):  სრულ მომსახურებას ფლორისტიკური დიზაინის ფარგლებში. თაიგულებსა და კომპოზიციებს − როგორც ცოცხალი, ასევე გამომშრალი ყვავილებით. ქორწილისა და წვეულებების დიზაინს. მოვემსახურებით სასტუმროებს, რესტორნებსა და ბიზნესცენტრებს, რომელთაც სურვილი აქვთ თავისი სივრცე ყოველდღიურობაში გახადონ ესთეტიკური და სასიამოვნო. კომპანიებთან გვაქვს სხვადასხვა ტიპის კორპორაციული მომსახურების შეთავაზება.

გვიამბეთ მცენარეების სახეობებზე.

(სალომე ლაფერაძე):  ყვავილიანი მცენარეები თითქმის 240 ათას სახეობას მოიცავს. დღესდღეობით საქართველოში იმპორტირებული და ადგილობრივი მცენარისა თუ ყვავილის მოძიება არის შესაძლებელი, თუმცა იმპორტირებული ყვავილის მხრივ, სამწუხაროდ, არცთუ დიდი არჩევანია ხელმისაწვდომი. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ შერეული ტექნიკა. ვიყენებთ როგორც იმპორტირებულ, ეგზოტიკურ სახეობებს, ასევე ადგილობრივ მცენარეებს. გარდა ამისა, ვიყენებთ გამომშრალი ყვავილის ბევრ სახეობას.

რა მიგაჩნიათ კომპანიის ნიშად და უპირატესობად?

(სალომე ლაფერაძე):  „ყვავილი არის ყოველი ემოცია, ყოველი აზრი, ყველაფერი, რასაც ფიქრობ ან გრძნობ…“  როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა მცენარესა თუ ყვავილს აქვს თავისი დამახასიათებელი ფერი, ფაქტურა და მნიშვნელობა. თავდაპირველი იდეა იყო მათი ამ სიმბოლიკით გამოყენება ჩვენს ნამუშევრებში. შინაარსი, ემოცია, შემოქმედებითი მიდგომა და ინდივიდუალიზმი − ეს არის ჩვენი კომპანიის ხელწერა. ჩვენს ნიშად და უპირატესობადაც ეს მიგვაჩნია, რაც ყველა საავტორო ნამუშევარში იგრძნობა.

ბოლოს, სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

(ლიკა ბუტიკაშვილი):  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. გვსურს მოვიპოვოთ მომხმარებლების ნდობა. გვინდა მოგვეცეს საშუალება განვახორციელოთ ყველა ჩვენი ინოვაციური იდეა დიზაინის მიმართულებით. რის შემდეგაც, გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ ფლორისტიკური დიზაინის კურსები. მოთხოვნა და დაინტერესება საკმაოდ მაღალია. გვსურს სფეროს განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვფიქრობ, მეტი პროფესიონალის არსებობა ხელს შეუწყობს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას.

FB: ambori

Insta: ambori_official

სამუშაო საათები: ყოველდღე, 11:00-21:00

TEL: 577 68 87 63

Mail: Amboriart@gmail.com

მის: დავით გამრეკელის ქ. #3

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია

September 12, 2023
#OK! ტესტი: გამოიცანი ფილმი ერთი კადრით

#OK! ტესტი: გამოიცანი ფილმი ერთი კადრით

January 13, 2023
#OK! ჯულია ფოქსის მორიგი ექსცენტრული გამოჩენა – ქანიე უესტის ყოფილი მეგობარი ქალის იმიჯი კვალავ განხილვის საგანია

#OK! ჯულია ფოქსის მორიგი ექსცენტრული გამოჩენა – ქანიე უესტის ყოფილი მეგობარი ქალის იმიჯი კვალავ განხილვის საგანია

May 2, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები