• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! გაიცანით სულ სხვანაირი კილიან მერფი – როგორია ლეგენდარული მსახიობი კამერებს მიღმა

August 1, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

კილიან მერფი კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მსახიობია,
რომლის დაყოლიებაც, როგორც რეჟისორები აღნიშნავენ, ნებისმიერი
როლისთვის ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელ მსახიობს
გასული ათწლეულების არაერთ გახმაურებულ ფილმსა და სერიალში აქვს
მონაწილეობა მიღებული, მისი ხილვა წითელ ხალიჩებსა და გლამურულ
ღონისძიებებზე ძალიან რთულია. 2013 წლიდან, ტომას შელბის პერსონაჟის
როლის მორგების შემდეგ კილიანის პოპულარობა დღითიდღე უფრო
იზრდებოდა, თუმცა მსახიობის მოკრძალებული ცხოვრება და ჰოლივუდისგან
მოშორებით ცხოვრების სურვილი არ შეცვლილა.

კილიანმა ბავშვობიდანვე კარგად იცოდა როგორ უნდა წარედგინა საკუთარი
თავი პუბლიკის წინაშე. ის 10 წლის ასაკიდან იყო დაინტერესებული
მუსიკით, თინეიჯერობის პერიოდში კი მონაწილეობას იღებდა ძმასთან
ერთად სხვადასხვა მუსიკალურ პერფორმანსებში. მას შემდეგ, რაც გული
აიცრუა იურისტობაზე, მერფიმ იხილა თეატრალური წარმოდგენა A Clockwork
Orange, რომლის შემდეგაც მისმა მასწავლებელმა ურჩია სამსახიობო კარიერის
დაწყება. კილიანმა რჩევა მიიღო და Disco Pigs-ის ქასთინგზე მივიდა,
დამწყებმა მსახიობმა როგორც სპეკტაკლში, ასევე მასზე დაფუძნებულ
ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.

Cillian Murphy: Farewell to Tommy Shelby | British GQ

ბავშვობიდან მოყოლებული, თქვენ გიწევთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია და
მათთვის სასიამოვნო პერფორმანსის შექმნა. თვლით თუ არა, რომ სწორი გზა აირჩიეთ
და ხელოვნება თქვენს გენებშია?

“დიახ, ვთვლი, რომ ხელოვნება ჩემს გენებშია. სურვილი, რომელიც მიბიძგებს
ვასიამოვნო და გავართო ხალხი ჩემი პერფორმანსით ძალიან დიდია. არსებობს ნიჭი,
რომელსაც ბავშვობიდანვე უნდა მისცეთ გასაქანი. სწორედ ასეთია სპორტი, მუსიკა, ან
კულინარიის სიყვარული, მათ შორისაა სამსახიობო მისწრაფებაც, რომელსაც ვთვლი,
რომ ადამიანებმა ბავშვობიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება”.

მიიღეს თუ არა მონაწილეობა თქვენი ოჯახის წევრებმა თქვენს მსახიობად
ჩამოყალიბებაში?

“ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საინტერესო წიგნები და ისმოდა კლასიკური მუსიკა.
ჩემი ოჯახური ცხოვრება თანამედროვე და ტრადიციული მუსიკის ირგვლივ
ტრიალებდა და ვითარდებოდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი საქმე იყო
ხელოვნება. შეიძლება ძალიან არტისტული ოჯახი არ მყავდა, მაგრამ ისინი
ყოველტვის მაძლევდნენ შანსს გამეკეთებინა ის, რაც მსურდა”.

Cillian Murphy: Farewell to Tommy Shelby | British GQ

როგორი იყო თქვენი პირველი პროექტი? ვგულისმობ თქვენს ძმასთან ერთად
მუშაობას.

“დიახ, მე ვუკრავდი პიანინოზე ჩემს ძმასთან ერთად, რომელიც დღეს მუსიკოსია.
მასთან ერთად ბენდში 20 წლის ასაკამდე ვიყავი გასაოცრად კარგი ნამდვილად არ
ვყოფილვარ ამ საქმეში და ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გზას არ გავყვებოდი, მაგრამ

მიზიდავდა მუსიკა და დღემდე ვიცი, რომ ამ პერიოდმა ჩემი პიროვნების
ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა”.

რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?

“ყველაფერთან ერთად მყავდა შესანიშნავი მასწავლებელი, რომელიც მაძლევდა
მოტივაციას. ცოტა უცნაურია დღეს ამაზე ლაპარაკი… გაკვეთილები და რეპეტიციები
მეხმარებოდა ვყოფილიყავი უფრო კონცენტრირებული, რადგან ზუსტად არ ვიცოდი
რა უნდა გამეკეთებინა ცხოვრებაში. მალევე დავიწყე მუსიკალურ წარმოდგენებში
მონაწილეობის მიღება, შემდეგ სპეკტაკლებში და ასე დავიწყე ნელნელა ჩემი გზის
პოვნა”.

Take a look at our shoot with Peaky Blinders star Cillian Murphy | Esquire UK | Scoopnest

თქვენი კარიერის ბოლო რამდენიმე წელი ძალიან განსაკუთრებული იყო.
მაყურებელმა ძალიან შეიყვარა ტომას შელბის პერსონაჟი.

“მე ძალიან ვისიამოვნე ჩემი პერსონაჟის ევოლუციით, ძალიან კარგი შემოქმედებითი
ჯგუფისა და შესანიშნავი მწერლების წყალობით ტომას შელბის პერსონაჟი
სასიამოვნოდ განვითარდა. მიყვარს უნიკალური, გამომწვევი სიტუაციები. ჩემი
მიზანია გავიზარდო როგორც მსახიობი და დავინახო პერსონაჟის მაქსიმალური
შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ტომას შელბის როლმა დიდი ზეგავლენა მოახდინა
ჩემს განვითარებაზე”.

როგორ მუშაობთ ინტენსიურ როლებზე?

“მნიშვნელოვანია აიღოთ შესვენებები პერსონაჟებს შორის, რათა შეძლოთ მათთან
სწორი პერსპექტივიდან მიახლოვება. როგორც მსახიობს, დაახლოებით სამი თვე
დამჭირდა იმისთვის, რომ გამოვსულიყავი როლიდან და შემძლებოდა ახალი
პერსონაჟის ახლოს გაცნობა. მე არ ვეკუთვნი იმ მსახიობთა კატეგორიას, რომლებიც
რჩებიან ერთ როლში მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა ჩემზე ახდენს
პერსონაჟები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზეგავლენას. ამიტომაც, საჭიროა
დისტანცია, რომ შევძლოთ როლების ერთმანეთისგან გამიჯვნა”.

როგორია თქვენთვის ის პერიოდი, როდესაც ცდილობთ გამოხვიდეთ როლიდან და
შეიცნოთ ახალი ფილმის/სერიალის პერსონაჟი?

“საჭიროა დრო და სადმე დასასვენებლად წასვლა. მე ვუკავშირდები ხოლმე ჩემი
ოჯახის წევრებს, მეუღლესა და შვილებს და ვცდილობ დრო მათთან ერთად გავატარო.
ოჯახთან ერთად ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რაც მუშაობაში ძალიან
მეხმარება”.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხშირად ვხედავთ ანტიგმირებს, რომლებიც
მარტივად აყვარებენ მაყურებელს თავს. თითქოს ინდუსტრიაც ფოკუსირებულია ასეთ
პერსონაჟებზე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც სრულად
უცოდველი გმირია, ან სრული ბოროტმოქმედი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც
მოსწონთ ტერიტორია სიკეთესა და ბოროტებას შორის. ბოლო პერიოდის
განმავლობაში ხშირია ისტორიები, სადაც რეჟისორები არ გვესაუბრებიან უნაკლო
პერსონაჟებზე, რადგან ადამიანებს აინტერესებთ სიმართლე, მათი პრობლემები,
დილემები, უფრო საინტერესო ამბები. შეცდომებს მოყვება შედეგები, ეს ბუნებრივია,
თუმცა რაღაც მხრივ ამ ყველაფრის ეკრანზე ნახვა მაინც ძალიან კარგია”.

Cillian Murphy: Farewell to Tommy Shelby | British GQ

საზოგადოებას ძალიან მოსწონს თქვენი გარდერობი სერიალიდან “ალესილი კეპები”.
განსხვავდება თუ არა თქვენი სტილი ტომას შელბის სტილისგან და რამდენად
მოგწონთ ის?

“სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემი სტილი ნამდვილად არ არის, თუმცა არის რაღაც
სამოსი, რომელიც ძალიან მომწონს და მეც სიამოვნებით მოვირგებდი. კოსტიუმები
იკერებოდა სპეციალურად შოუსთვის, რაც უფრო მეტად ამაღელვებელი იყო ჩემთვის.
ჩემი ყოველდღიური სტილი ძალიან უბრალოა, ტომას შელბის სტილისგან კი ძალიან
განსხვავებული”.

ფიქრობთ, რომ კარგი მსახიობი ხართ?

“მახსოვს, ვიღაცამ თქვა ადრე, თუმცა არ მახსოვს ვინ, რომ 30 წელია საჭირო იმისთვის,
რომ გახდე კარგი მსახიობი. მე დაახლოებით 25 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ეს საქმე
ჯერ არ დამიმთავრებია. მე ვსწავლობ მუშაობით და ყურებით. შესაბამისად, ვფიქრობ,
რომ ნელნელა ვვითარდები და ვხდები კარგი მსახიობი”.

გაიგე მეტი: კილიან მერფი

ასევე გაეცანი

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ
OK! News

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

July 12, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?
OK! News

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა
OK! News

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად
OK! News

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდი Jean Paul Gaultier-ის სამოსს Dior-ის ვინტაჟურ სათვალეებს უხამებს

#OK! ბელა ჰადიდი Jean Paul Gaultier-ის სამოსს Dior-ის ვინტაჟურ სათვალეებს უხამებს

August 17, 2022
#OK! ლისი ტოპოგრაფი – გამორჩეული ახალი უბანი ლისის ტბის ნაპირთან

#OK! ლისი ტოპოგრაფი – გამორჩეული ახალი უბანი ლისის ტბის ნაპირთან

September 30, 2021
#OK! იზაბელ გულარტი კანის კინოფესტივალზე “დევიდ კომას” კაბით გამოჩნდა

#OK! იზაბელ გულარტი კანის კინოფესტივალზე “დევიდ კომას” კაბით გამოჩნდა

May 26, 2022
#OK! ტყუპი დების სტარტაპი – ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სანთლები ,,მერილაინისგან”

#OK! ტყუპი დების სტარტაპი – ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სანთლები ,,მერილაინისგან”

April 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! სიჩუმის და სინამდვილის  სინთეზის ხედვით

#OK! სიჩუმის და სინამდვილის სინთეზის ხედვით

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები