შემოდგომის სეზონს ადამიანები დასვენებული და განტვირთულები ეგებებიან, რასაც ვერ ვიტყვით კანზე, რომელიც ზაფხულში სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, მიზეზი კი რა საკვირველია რეგულარული მზის აბაზანები და ქლორიანი და მარილიანი წყალია. ამ დროს გაუხეშებული და პიგმენტური ლაქებიც იჩენს ხოლმე თავს. ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ზაფხულის შემდგომ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რათა მიღებულ სტრესს მარტივად გაუმკლავდეს. სწორი პროდუქტების შერჩევა კი დაგვეხმარება კანის ბალანსის აღდგენაში.
ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად ზრუნავენ საკუთარ კანსა და ჯანმრთლობაზე ხშირად ორგანულ და ნატურალურ პროდუქციაზე აკეთებენ არჩევანს. ბოლო დროს ეს ტენდენცია ძალიან აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებული მავნე ნივთიერებების შესახებ გათვითცნობიერებულობის დონის ამაღლებასთან ერთად ადამიანები ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას თავის მოვლის პროდუქტების შერჩევისას პირველ ადგილზე აყენებენ. ორგანული და ნატურალური პროდუქტების მთავარი ღირებულებაც სწორედ ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობაა. ეს განპირობებულია იმით, რომ მათ შემადგენლობაში გამოყენებულ მცენარეთა ექსტრაქტების მოლეკულებს შეუძლიათ მაქსიმალურად ღრმად შეღწევა ეპიდერმისის ფენებში, სადაც მათი სამკურნალო თვისებები იწყებს მოქმედებას, განსხვავებით ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებზეც ორგანიზმი ხშირად უარყოფითად რეაგირებს და ალერგიულ რეაქციებსაც კი იწვევს.
საქართველოში ორგანული და ნატურალური კოსმეტიკის ევროპული ბრენდების ფართო ასორტიმენტი „იმპექსის“ საათიაქო ქსელშია წარმოდგენილი. „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია საქართველოს ბაზარზე, რომლისთვისაც პარაფარმაციის პრიორიტეტული მიმართულება ევროპული ორგანული და ნატურალური თავის მოვლის ბრენდების შეთავაზებაა საკუთარი მომხმარებლებისთვის მათ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით.
ზაფხულის შემდგომ გამომშრალი და დაზიანებული კანის დასამშვიდებლად და აღსადგენად საინტერესო პროდუქციას – ორგანული და ნატურალური ბრენდის PHYTORELAX-ის ფართო ასორტიმენტში აღმოაჩენთ, რომელიც ექსკლუზიურად „იმპექსშია“ წარმოდგენილი. ასორტიმენტი წარმოდგენილია სახის, სხეულის, თმის მოვლის პროფესიონალური საშუალებებით, რომელიც მომხმარებლის ნებისმიერი საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. PHYTORELAX – იტალიური წარმოების სრულყოფილებაა, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ ჰარმონიაში თქვენს სხეულთან და გაიჯანსაღოთ ზაფხულის შემდგომ დაზიანებული კანი.
Phytorelax-ის პროდუქტები იქმნება ბუნებისა და მეცნიერების შერწყმის შედეგად. ქიმიური ნივთიერებების შემცველ ალტერნატიულ პროდუქციასთან შედარებით Phytorelax-ის თავის მოვლის საშუალებები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რადგან უჯრედულ დონეზე აღწევს ჩვენს კანში და ამდიდრებს სასარგებლო და ნატურალური კომპონენტებით.
ბრენდი ფლობს მსოფლიოში აღიარებულ ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატს − COSMOS ORGANIC. მას ასევე მინიჭებული აქვს უმაღლესი სტანდარტით დამზადებული ნატურალური პროდუქციის დამადასტურებელი სერტიფიკატი − COSMOS NATURAL და AIAB, რაც ბიო ეკო კოსმეტიკურ სტანდარტზე მიუთითებს. თითოეულ პროდუქტში გამოყენებულია 98%-ზე მეტი ნატურალური ინგრედიენტები. არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონს, ხელოვნურ საღებავებს და მინერალურ ზეთებს. პროდუქცია დამზადებულია ორგანული მეურნეობის შედეგად მიღებულ ინგრედიენტებზე და მცენარეული ზეთებზე, რომელიც კანის ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის იდეალური საშუალებაა.
წარმოგიდგენთ Phytorelax-ის სიახლეს ტანის მოვლის ასორტიმენტში: – შიის კარაქისა და არგანის ხაზს, რომელიც ზაფხულის შემდგომ გამომშრალი კანის დატენიანებისთვის იდეალური არჩევანია.
Phytorelax შიის კარაქის ხაზის განსაკუთრებულობა მისი მდიდარი შემცველობაა: უჯერი ცხიმოვანი მჟავები, E და D ვიტამინი, პროვიტამინი A და ალანტოინი. შიის კარაქი საუკეთესო დამატიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ახალგაზრდული კანის აუცილებელი კომპონენტია. კანი ხდება უფრო ელასტიური, სიცოცხლით სავსე და ნათელი. შიის კარაქზე დამზადებული პროდუქტები იდეალურია ზაფხულში რუჯის მიღების შემდეგ, რადგან ინტენსიურად ატენიანებს კანს და ამდიდრებს ვიტამინებით. Phytorelax-ის შიის კარაქზე დამზადებული სხეულის მოვლის ხაზი წარმოდგენილია დამატენიანებელი ლოსიონით, ტანის კარაქით, ხაპის გელითა და ხელის კრემით.
Phytorelax-ის არგანიის ხაზის პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი – 100% ორგანული მაროკოს არგანის ზეთია, რომელსაც მაროკოს თხევად ოქროს უწოდებენ მთელს მსოფლიოში და გააჩნია უნიკალური თვისებები.
მნიშვნელოვანია, რომ Phytorelax-ის არგანის ხაზის გამოყენება ეფექტურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. მათი რეგულარული მოხმარებისას კანი არის დატენიანებული, რბილი, გლუვი და გამდიდრებული ვიტამინებით.
Phytorelax-ის არგანის ხაზი– ნამდვილი აღმოჩენაა ქალბატონებისთვის, ვისაც სურს დიდხანს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, რადგან კანს უბრუნებს ელასტიურობას და ჯანმრთელ იერს. PHYTORELAX OLIO ARGAN-ის ხაზი აერთიანებს ტანის მოვლის რამდენიმე პროდუქტს: შხაპის გელს, ტანის კრემს, ტანის ბალზამს, და მრავალფუნქციურ ზეთს, რომლის გამოყენება შესაძლებელია სახეზე, სხეულსა და თმაზე.
Phytorelax-ის ტანის მოვლის ასორტიმენტში აღმოაჩენთ 31 ესენციური ზეთების და მცენარეული ექსტრაქტების ნარევზე დამზადებულ ხაზს. პროდუქტები დამზადებულია ფიტორილექსის ლაბორატორიის მიერ შერჩეული 31 მცენარის ნაკრებისგან, რომელიც შეიცავს სუფთა ეთერზეთებს და ბუნებრივ ექსტრაქტებს. ხაზი წარმოდგენილია რამდენიმე განსაკუთრებული პროდუქტით, რომელთაც გააჩნია დამამშვიდებელი, გამაგრილებელი, გამწმენდი და აღმდგენი თვისებები:
მატონიზირებელი ეთერზეთი, დასაბანი გელი, რომელსაც აქვს ძალიან რბილი ტექსტურა და და დამამშვიდებელი ეფექტი. მულტიფუნქციური გელ კრემი, რომელიც იდეალურია სამასაჟედ, შეშუპებული სხეულისთვის, წვივებისთვის, ტერფებისათვის და აქვს დაღლილობის საწინააღმდეგო მოქმედება. 31 HERBS OIL-ის ხაზის სხეულის მარილოვანი სკრაბი კი აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, აგლუვებს, კვებავს და აცოცხლებს მას.
Phytorelax -ის ტკბილი ნუშის ზეთზე დამზადებული ხაზი იდეალურია მშრალი, მგრძნობიარე, გაუხეშებული კანისთვის. ამ ხაზის პროდუქტების მთავარი ინგრედიენტი- ტკბილი ნუშის ზეთი მიღებულია ცივი დაწურვის გზით. ის ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, ანიჭებს კანს ჯანსაღ და ლამაზ ელფერს. ნუშის ზეთი ცნობილია , როგორც საუკეთესო ემოლიანტი. მას აქვს გამამკვრივებელი მოქმედება და ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას.
Phytorelax -ის ტკბილ ნუშის ხაზი წარმოდგენილი რამდენიმე პროდუქტით: დამარბილებელი და მკვებავი შხაპის გელი- იდეალურია მშრალი და დეჰიდრატირებული კანის ყოველდღიური მოვლისთვის და გამოირჩევა მკვებავი თვისებებით. დამარბილებელ და მკვებავ ტანის ლოსიონს აქვს მსუბუქი და ადვილად შეწოვადი ტექსტურა და ანიჭებს კანს ელასტიურობას. ტანის კარაქი კი ანიჭებს კანს ხავერდოვნებასა და სირბილეს.
Phytorelax- ის ველური ბახის 38 მცენარის ხაზი დამზადებულია ველური ბახის ყვავილების მცენარეების ნაკრებზე, რომლიც ატარებს ბრიტანელი ექიმის სახელს, ვინც პირველად შეისწავლა ისინი. ამ ხაზის პროდუქტების უნიკალური თვისება ისე არის, რომ ის ამშვიდებს და ჰარმონიას ანიჭებს სხეულს. ასორტიმენტში ვხვდებით: ენერგიის მიმნიჭებელ შხაპის გელს, ტანის ბალზამსა და ლოსიონს, ასევე ინტენსიურ დამატენიანებელ ხელის კრემს.
Phytorelax-ის ქოქოსის ზეთზე დამზადებული ტანის მოვლის ხაზი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით. ქოქოსის ზეთი მიიღება ცივი დაწურვით, ამიტომ პროდუქტები არის მსუბუქი და არაწებოვანი.
შხაპის გელისა და ტანის ლოსიონის გამოყენების შემდეგ კანზე რჩება სასიამოვნო ხავერდოვნების შეგრძნება. ტანის კარაქს აქვს დნობადი ტექსტურა და უზრუნველყოფს ინტენსიურ და ღრმა დატენიანებას. შამპუნი/დუშ გელი რბილად წმენდს კანსა და თმას. ის იდეალურია ყოველდღიურად, სპორტული აქტივობების შემდეგ გამოსაყენებლად. მულტიფუნქციური მშრალი ზეთი კი აღადგენს და იცავს კანსა და თმას.
შემოდგომის ხავერდოვანი სეზონი ჩვენი სხეულის გაჯანსაღებისა და ახალი პროდუქტების აღმოსაჩენად იდეალური პერიოდია. გაანებივრეთ საკუთარი თავი Phytorelax -ის ნატურალური და ორგანული თავის მოვლის საშუალებებით, რომელთაც ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში აღმოაჩენთ და იყავით სრულ ჰარმონიაში საკუთარ სხეულთან.