როდესაც დატვირთული დღის შემდეგ შინ ბრუნდებით, სახლში განტვირთვა და დასვენება განსაკუთრებით სასიამოვნოა. „ზედმეტი ინფორმაციის“ ეპოქაში „სიმშვიდის კუნძულები“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – სახლი ხდება ზუსტად ის ადგილი, სადაც გსურთ დაისვენოთ და განიტვირთოთ. მით უფრო თუ ინტერიერის ფერთა პალიტრა, პატარა დეტალები და დიზაინური ელემენტები ქმნიან გარემოს, ერთიან სივრცეს სადაც სიმყუდროვის და სისავსის შეგრძნებას იპოვით.
მოდის სტილები
ინტერიერის დიზაინის უახლესი ტენდენციებით, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ მასალებს, მინიმალისტურ სტილს, მომრგვალებულ ფორმებს და გლუვ ხაზებს, აუცილებელია ფერთა სწორი დოზირება. მინიმალიზმი კვლავ რჩება ინტერიერის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტილად. მისი ლაკონურობა, სიმარტივე და ცვალებადობა საუკეთესოდ შეესაბამება თანამედროვე საჭიროებებს.
დახვეწილ მინიმალიზმს ძნელად შეიძლება ეწოდოს მყუდრო, ამიტომ თანამედროვე მინიმალისტურ ინტერიერს, ავსებს სხვა სტილისტური ტენდენციების ელემენტები: იაპონური, სკანდინავიური, თუნდაც კლასიკური კომბინაცია. ბოლო პერიოდში პოპულარობას იძენს რეტრო და ვინტაჟური სტილიც. პრაქტიკულობა, მკაფიო გეომეტრია და “დისკო” სტილის ნათელი აქცენტები სულ უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს.
აქტუალურობას არ კარგავს კლასიკური სტილის ინტერიერი – მათი ჰარმონია, პროპორციულობა და სიმეტრია ასევე ხელს უწყობს გარემომცველი ქაოსის გამარტივებას, “გადატვირთვას” და ვიზუალური ხმაურისგან თავის დაღწევას. მისი თანამედროვე ინტერპრეტაცია მაქსიმალურად მარტივია, თუმცა სტილის ყველა ძირითადი მახასიათებელი შენარჩუნებულია.
ტრენდული ფერები
ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი ბუნებისა და ბუნებრიობისკენ მიდრეკილება ინტერიერის ამჟამინდელ ტრენდულ პალიტრას განაპირობებს. თეთრი და პასტელი, მდუმარე ბუნებრივი ფერები და ჩრდილები რჩება როგორც ძირითადი ფერები. მაგრამ როგორც აქცენტები პოპულარობის პიკზეა, ღრმა ლურჯი და მწვანე “ცივ” ფერებში.
დიზაინერები ასევე აღნიშნავენ მკვეთრი აქცენტების პოპულარობას – მაგრამ ისინი უნდა იქნას გამოყენებული ძალიან ფრთხილად და მიზანმიმართულად, რათა არ მოხდეს ინტერიერის გადატვირთვა.
მოდური ავეჯი
მოდური ინტერიერის დიზაინი ფუნქციონალურობის, სიმარტივისა და ეკოლოგიური კეთილგანწყობისკენ მიდის. აქედან გამომდინარეობს სივრცის ავეჯით შევსების „იდეალური ფორმულა“, სადაც პირველი ნომერი არის ოთახის თავისუფალი ადგილი, ხოლო მეორე არის ავეჯი და დეკორი.
ავეჯის მცირე რაოდენობა ფუნქციონალურობით ანაზღაურდება. ასე რომ, უზარმაზარი კარადები იცვლება უფრო ფართო გასახდელებით, მყუდრო დივანი ადვილად გადაიქცევა კომფორტულ ადგილად, ხოლო სამზარეულოს ჭურჭელი ადვილად იმალება იატაკიდან ჭერამდე სამზარეულოს კედელში.
დეკორი
2022 წელს „მწვანე დეკორი“ ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური აქცენტი გახდა. ასევე ტრენდულია ხელნაკეთი ნივთები, განსაკუთრებით ნატურალური მასალების გამოყენებით, ბუნებრივი ტექსტილის, ქვისა და თიხის ელემენტები. შესაძლოა ინტერიერი ეკლექტური იყოს და რამდენიმე სტილს აერთიანებდეს.
უკვე 10 წელია Bang & Olufsen-ის საკულტო დინამიკი Beoplay A9 ინტერიერის დიზაინერების საყვარელ ნივთს წარმოადგენს. ხმის სიცხადის და ჟღერადობის გასაოცარი გარემოს შემქმნელი, ნატიფი დიზაინი და ოსტატობით შესრულებული ლეგენდარული მოდელი წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. მისი უნიკალური დიზაინის მეშვეობით შეგიძლიათ ოთახში შექმნათ აქცენტის კუთხე ან სრულიად შეუსაბამოთ ძირითად ფერებს.
ოთახის მომცველი ხმოვანება
Beoplay A9 ნებისმიერ საცხოვრებელ სივრცეს მდიდარი, ფართო ხმით ავსებს. მას შეუძლია აკუსტიკურად შექმნას სასიამოვნო, გარემომცველი ჟღერადობა თანაბრად განაწილებული, ძლიერი ხმით. ოთახის აქტიური კომპენსაციის მახასიათებლების დანერგვა ხმის რეპროდუქციის ოპტიმიზაციას ახდენს დინამიკის ადგილმდებარეობის მიხედვით.
რატომ არის უნიკალური
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ინტერიერის სტილი, Beoplay A9-ს შეუძლია შესანიშნავად შეესაბამოს მას ან გამოირჩეოდეს მის ფონზე – ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ დინამიკის ვიზუალი, შექმნათ საკუთარი ლუქი ოთახის ინტერიერის გათვალისწინებით. შეარჩიოთ სასურველი ფერი სხვადასხვა ქსოვილის პანელებისა და ხის ფეხების არჩევით. დინამიკის სასურველი და განსხვავებული ლუქი შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ მსოფლიოში წამყვანი ტექსტილის კომპანიის Kvadrat-ის მიერ შექმნილი პანელის მეშვეობით, ასევე შეგიძლიათ ბუნებრივი ხის ფეხები შეცვალოთ სხვა მოდელით და ფერით.
მარტივი კონტროლი
A9 უზრუნველყოფს მუსიკის ხმის კონტროლს მარტივი შეხებით, მხოლოდ ხელის ზედაპირზე გაცურებით. ერთი მარტივი შეხებით შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ და წინა სიმღერაზე ან დაიწყოთ/დააპაუზოთ მუსიკა.
დაკავშირების სრული პარამეტრები
შეაერთეთ A9 თქვენი საყვარელი მუსიკის სტრიმინგის სერვისებთან, და შეიგრძენით შესანიშნავი ხმა მთელ სახლში. ააჟღერეთ მუსიკა ნებისმიერ ოთახში უკაბელო დინამიკების შეერთებით და Multiroom სისტემის შექმნით. A9-ს აქვს ჩაშენებული Chromecast ტექნოლოგიის მხარდაჭერა, AirPlay 2 და Bluetooth-ი.
მუსიკა ადამიანის ცხოვრებას ალამაზებს, ის აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და გუნება-განწყობილებაზე. ამიტომ მყუდრო და კომფორტული გარემო ხარისხიანი დინამიკის გარეშე წარმოუდგენელია.
A9 უკვე 10 წელია წარმოადგენს ძლიერი, საკულტო დიზაინის უკაბელო აუდიო სისტემას, რომელიც ოთახს ხმის სიცხადით და გასაოცარი ჟღერადობით ავსებს.
Beoplay A9-ის შეძენა შესაძლებელია Bang & Olufsen-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის – iSpace-ის მაღაზიებში.