• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ჰენრი კევილი – ახალი ჯეიმს ბონდი?

December 16, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

კომიქსების მოყვარულთათვის ჰენრი კევილი ერთ-ერთი ფავორიტი შემსრულებელია, ვარსკვლავი, რომელიც ქარიზმატული გარეგნობითა და სამსახიობო ოსტატობით ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანების გულის დაპყრობას. ბრიტანეთში დაბადებულმა ვარსკვლავმა საერთაშორისო აღიარება „სუპერმენის“ როლის მორგებით მოიპოვა, ახალ თაობას კი თავი სერიალ The Witcher–ით დაამახსოვრა. ჰენრი კევილი წარმატებულად განაგრძობს კარიერულ საქმიანობას, მას კრიტიკოსები უკვე მომდევნო ჯეიმს ბონდს ეძახიან.

თქვენ დაკავებული ხართ სამსახიობო საქმიანობით უკვე თითქმის ოც წელია. რა სახის პერსონალური ტრანსფორმაცია გაიარეთ ამ პერიოდის განმავლობაში?

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თავდაუზოგავად ვმუშაობ, ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მინდა. მე იძულებული გავხადე საკუთარი თავი გადამედგა კონკრეტული ნაბიჯები განვითარებისთვის, რომ მქონოდა უკეთესი წარმოდგენა გარემოზე, შემდეგ კი მეპოვა საკუთარი თავი ამ კონკრეტულ გარემოში. ძალიან მარტივია ნეგატიურმა მოვლენებმა მოახდინონ შენზე ზეგავლენა და დაეცე, მაგრამ თუ ხარ საკმარისად ძლიერი და გაქვს უნარი ყველაფერი ნეგატიური აქციო მთლიანად თუ არა ნაწილობრივ პოზიტიურად მაინც, ესე იგი შენ უკვე გამარჯვებული ხარ“.

როგორ უმკლავდებით ნეგატიურ სიტუაციებს?

„ჩემი აზრით, ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ ამაზე ძალიან ბევრს არც ვინერვიულებ. ცხოვრებაში ყოველთვის წინ ვერ წახვალ, ზოგჯერ უკანნ მოგიწევს დახევა, ზოგჯერ კი სულაც გაჩერდები, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ცოტა ხნის შემდეგ შენ აუცილებლად დაინახავ პროგრესს. ჩემი აზრით, თუ რაღაც ძალიან გიყვარს, მასზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვი. ამიტომ, მე ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი“.

რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ოჯახის როლი?

„მე ძალიან დიდი ოჯახი მაქვს და ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ახლოს ვართ. ასე, რომ ბუნებრივად, მაშინაც კი, როდესაც ერთმანეთს არ ვთხოვთ რჩევას, ან გვერდში დგომას, ზუსტად ვიცით ხოლმე, რომ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის დავეხმარებით. ძლიერ ოჯახში გაზრდამ მეც ძალიან გამაძლიერა. ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს მათთან ერთად დროის გატარება, კარგია, როდესაც გარშემო გყავს ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან შენ ვინ ხარ. შეგიძლია დაუშვა შეცდომები, მაგრამ ისინი არ განგსჯიან“.

თქვენ მიიღეთ მონაწილეობა არაერთ ისეთ ფილმში, სადაც სუპერგმირის როლი მოირგეთ. არ გიფიქრიათ, რომ დროა შედარებით განსხვავებული როლები მოირგოთ, სადაც უფრო პერსონაჟის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და გონებრივ მონაცემებზე იქნება გამახვილებული ყურადღება?

“ძალიან მიმზიდველად ჟღერს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები დრო უნდა დავუთმო სპორტს, ძალიან მიყვარს საბრძოლო ხელოვნება, ეს შესანიშნავი გზაა მაყურებელს პერსონაჟის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გააცნო. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. ასევე ძალიან მიმზიდველად ჟღერს პერსონაჟი, რომელთანაც ფიზიკურ შესაძლებლობებზე არ უნდა ვკონცენტრირდე, აქ უკვე დამჭირდება უფრო სხვა მეთოდები მისი ხასიათი გადმოვცე“.

თქვენ ცოტა ხნის წინ მიიღეთ ტრავმა, რომელმაც თითქმის დაასრულა თქვენი სამსახიობო კარიერა. ეს ძალიან რთული პერიოდი იქნებოდა თქვენთვის.

„ეს მართლაც ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის, რასაც ჩემი ცხოვრების სრულიად შეცვლა შეეძლო, მაქსიმალურად შევეცადე ყველაფერზე არ მენერვიულა. ფოკუსირებული ვიყავი პოზიტიურ მოვლენებზე, ექიმმა მითხრა, რომ ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა არ შეიძლებოდა. იყო დღეები, როდესაც ამდენი არ შემეძლო და ტკივილი ძალიან მაწუხებდა, ვფიქრობდი: „რა თქმა უნდა, შემიძლია მეტი, იქნებ არ დავაზიანო საკუთარი თავი, მგონი ცდად ღირს, არა?“. ასეც მოვიქეცი… თუ საერთოდ არ ვიმოძრავებდი, ვერ გამოვკეთდებოდი, მაგრამ თუ მომივიდოდა ზედმეტი, არსებობდა შანი ჩემი მდგომარეობა წასულიყო უარესობისკენ. ზოგადად, მთავარია იპოვო ბალანსი, საჭირო იყო მეცხოვრა აქტიური ცხოვრებით და სულ წოლით რეჟიმში არ ვყოფილიყავი“.

როგორია თქვენი სამუშაო ეთიკა?

„როგორც პროფესიონალი, ყოველთვის ვემორჩლები სამუშაო წესებს, მაგრამ იდეალური 100-დან 100 შემთხვევაში არასდროს ვყოფილვარ, ვფიქრობ, დისციპლინა ჩემი მშობლების მსგავსად მაქვს, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ისევე როგორც ჩემი მეგობრებისგან, ახლობლებისა და საყვარელი ადამიანებისგან“.

მაშინ, როდესაც თქვენი შესრულებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი The Witcher გამოვიდა, ელოდით თუ არა ამხელა წარმატებას?

„ზოგადად, ყოველთვის რთულია წინასწარ გათვალო რომელი ფილმი თუ სერიალი იქნება წარმატებული, ვიცოდი, რომ ამ პროექტს ეყოლებოდა გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ამდენი ადამიანის სიყვარულსა და დადებით ემოციას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი“.

გაიგე მეტი: ჰენრი კევილი

ასევე გაეცანი

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა
OK! News

#OK! JACQUEMUS-ის დამფუძნებლის ბებია ბრენდის პირველი ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო
OK! News

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 23, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“
OK! News

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია
OK! News

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

#OK! ორლანდო ბლუმი კიევში, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა!

March 28, 2023
#OK! იყავი ტრენდული და კომფორტული KEDDO სთან ერთად

#OK! იყავი ტრენდული და კომფორტული KEDDO სთან ერთად

April 12, 2023
#OK! 55 წლის ჯულია რობერტსი Chopard-ის ახალ კამპანიაში

#OK! 55 წლის ჯულია რობერტსი Chopard-ის ახალ კამპანიაში

March 18, 2023
#OK! “ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი პატარა 7 თვისაა” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

#OK! “ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი პატარა 7 თვისაა” – ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

May 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 19, 2026
#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

January 21, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 23, 2026
#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

#OK! ჯორჯ ბალანჩინის უკანასკნელი მუზა და უარყოფილი სიყვარულის ისტორია

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები