• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! გასტრონომი ჯგუფი 3 წლისაა

September 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„გასტრონომი ჯგუფი“ პრემიუმ-დელიკატესების 7 მაღაზიასა და განსხვავებული კონცეფციის 3 რესტორანს აერთიანებს. კომპანია, რომლის ბიზნესკონცეფცია არის კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარება, უკვე მესამე წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.

დღესდღეობით, „გასტრონომი ჯგუფი“ წარმოდგენილია Gastronome-ბრენდის პრემიუმ-დელიკატესების „გურმე“ მაღაზიის 7 ფილიალით, 3 პრემიუმხარისხის რესტორნით: იტალიური Bistro by Gastronome, Argentinian Steakhouse by Gastronome, უნიკალური შტრიხების მქონე ქართული რესტორანი Tamara და ერთი კონცეპტუალური შოურუმი Kitchen and Living by Gastronome.

მიმდინარე წელს იგეგმება კიდევ ერთი პრემიუმხარისხის აზიური რესტორნის გახსნა ძველი თბილისის ტერიტორიაზე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ აზიური სამზარეულოს ექსკლუზიური გემოები, ეზიარონ მსოფლიოს საუკეთესო არტისტების მიერ შესრულებულ ცოცხალ მუსიკას და ისიამოვნონ აღმოსავლეთ კულტურისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი გარემოთი.

Gastronome, უპირველესად, ასოცირდება ხარისხთან, ექსკლუზიურ გემოებთან, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისთან და ახალ კულინარიულ აღმოჩენებთან. Gastronome არის მსოფლიოში უნიკალური რითეილერი, რომლის სარეალიზაციო პროდუქციის 97% მარაგდება საკუთარი იმპორტით. გუნდი გულდასმით არჩევს მსოფლიოს რჩეული ბრენდების თითოეულ პროდუქტს და უზიარებს გურმანებს სრულიად განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებას.

„გასტრონომი ჯგუფში“ მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთა მუდმივი განვითარება, კმაყოფილება და ეფექტურობა კომპანიის წარმატების მთავარი გასაღებია. „გასტრონომი ჯგუფი“, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების განვითარებაზე, ყოველდღიურად 250-მდე ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, იყოს კომპანიის წევრი.

სამი წლის იუბილე ბევრი სასიამოვნო სიახლით აღინიშნება. ყველა ცვლილება იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კომპანიისთვის თითოეული ადამიანური რესურსი უმნიშვნელოვანესია. ცვლილებები უშუალოდ თანამშრომელთა უფრო მეტ კეთილდღეობასთან, უკეთეს სამუშაო გარემოსა და პირობებთან იქნება დაკავშირებული.

სექტემბერი მომხმარებლის თვეა, „გასტრონომი ჯგუფი“ მათ განსაკუთრებული შეთავაზებებით გაანებრივებს. 30 სექტემბერს, 3 წლის იუბილეზე, „გასტრონომის“ მაღაზიებში ერთგულ მომხმარებელს უამრავი სიურპრიზი ელის.

ია გერგედავა, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„გასტრონომი“ არის სასიამოვნო გამოცდილება, კარის გაღებიდან და კალათის დაჭერიდან, შინ მისვლამდე, და შემდგომში ამ ყველაფრით დატკბობამდე. ვართ დეტალებზე ორიენტირებული ბიზნესი, რითაც ვამაყობთ“.

 

გიორგი თენაძე, „გასტრონომი ჯგუფის“ დამფუძნებელი:

„გასტრონომი“ ნამდვილად სიახლე იყო ქართული ბაზრისთვის, მაგრამ ამის მზადყოფნა არსებობდა. მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნა სასარგებლო, ჯანსაღ, ბიო თუ ვეგანურ პროდუქტზე უნდა დაგვეკმაყოფილებინა და გვიხარია, რომ ეს შევძელით.

თავიდანვე ვიცოდით, როგორ ასორტიმენტზე უნდა ვკონცენტრირებულიყავით და რა ხარისხის პროდუქტი წარგვედგინა მომხმარებლისთვის. „გასტრონომი“ გამოირჩევა თავისი უნიკალური ასორტიმენტითა და მომსახურებებით.

პროდუქტის შერჩევა დავიწყეთ მოგზაურობითა და მსოფლიოს სხვადასხვა პრემიუმკლასის მაღაზიაში სტუმრობით. თავდაპირველად ვაკვირდებოდით, რომელი ბრენდები იყო უპირატესი და შემდგომში უშუალოდ ვსტუმრობდი მათ ქარხნებს, რათა საკუთარი თვალით გვენახა და შეგვეფასებინა მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებული ბრენდის პროდუქტები, როგორებიცაა „ჰეროდსი“ „ბინმარშე“ და ა.შ. ჩვენი ბრენდის მომხმარებლები ვერ ნახავენ პროდუქტს, რომელიც არ არის დეგუსტირებული. ხანდახან, ღვინის გამოფენებზე 200-ზე მეტი სახეობის ღვინოს ვაგემოვნებთ, ვარჩევთ და ისე მოგვაქვს აქამდე. საზოგადოებაში გავრცელებული იდეა, რომ ჩვენი პროდუქტი ბევრისთვის ხელმიუწვდომელია, არასწორია რადგან პრემიუმი გულისხმობს ხარისხს და არა ფასს“.

კესო ხოშტარია, „გასტრონომი ჯგუფის“ რესტორნების სერვისმენეჯერი :

„ჩვენი გუნდი გულწრფელად ზრუნავს მომხმარებელზე. ჩვენი იდეოლოგია მოიცავს აზრს, რომ სერვისი ან არსებობს ან არ არსებობს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ძალიან იშვიათია „გასტრონომის“ მსგავსი დაწესებულება და ჰოლდინგი, რომელსაც აქვს სერვისი. „გასტრონომი“ ასოცირდება ხარისხთან. მნიშვნელოვანია, სტუმრებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ“.

მეგი შეყილაძე, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი :

„სწავლება და განვითარება ჩვენი კომპანიის ფუნდამენტური ასპექტია.

თანამშრომელმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს პროდუქციის გემო,

შემადგენლობა და შინაარსი. ჩვენს თანამშრომლებს კარგად ესმით დეტალების მნიშვნელობა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მათ. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი გუნდის თითოეული წევრით და ვპირდებით მათ ყველაზე საინტერესო სამუშაო გამოცდილებას“.

საბა საბახტარიშვილი, საოპერაციო დირექტორი:

„გასტრონომის“ თითოეული პროდუქტი არის უნიკალური. ბევრ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას − დაწყებული გემოთი და ხარისხით, დამთავრებული დიზაინითა და შეფუთვით. ეს არის ადგილი, რომელიც ჩემთვის ასოცირდება მსოფლიოს ტოპ-პროდუქტებთან და ექსკლუზიურობასთან. ეს არის ადგილი, რომელიც თავს მაგრძნობინებს ევროპაში“.

ნინო ტატიშვილი, „გასტრონომი ჯგუფის“ დამფუძნებელი:

„გასტრონომის“ კონცეფცია გიორგის იდეა იყო.

„გასტრონომში“ ყველაზე მეტად მიყვარს ექსკლუზიურობა. მიყვარს, როცა ხალხს ვაოცებთ სიახლეებითა და გამორჩეულობით. ეს ძალიან საამაყოა. ბევრს ვმოგზაურობთ, მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ და დღეს უკვე ხმამაღლა ვამბობთ საკუთარ სათქმელს. ქართველი მომხმარებელი იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ მათ ვუსმენთ დიდი ყურადღებით.

„გასტრონომი“ცხოვრების დიდი ნაწილია. როცა სამსახურში ვარ, „გასტრონომისთვის“ ვმუშაობ, როცა ვისვენებთ და ვმოგზაურობთ, იქაც „გასტრონომზე“ ვფიქრობთ, შეხვედრებს ვმართავთ და მისი განვითარებისთვის ვეძებთ სიახლეებს.

„კოვიდის“ პერიოდმა, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენზე დადებითად იმოქმედა. ამ დროს რესტორნები არ მუშაობდნენ და ხალხი შინ ამზადებდა ყველაფერს. ეძებდნენ განსხვავებულ და გამორჩეულ პროდუქტებს, „გასტრონომის“ ფართო ასორტიმენტმა კი გარკვეულწილად შეამსუბუქა ჩაკეტვით გამოწვეული სტრესი“.

 

 

კოტე თურმანიძე, ფილიალის მენეჯერი:

„გასტრონომი“ განსაკუთრებული ადგილია, რადგან შეძლო და გახდა გასტროსფეროს მოწინავე კომპანია. მას აქვს უზარმაზარი მომავალი და პოტენციალი საქართველოს ბაზარზე, რაც თავისთავად სასიამოვნო და საამაყო ადგილია სამუშაოდ. „გასტრონომი“ თითოეულ თანამშრომელს საკუთარი განვითარების თანმიმდევრულად წინსვლის საშუალებას გვაძლევს“.

 

დიანა სავჩენკო, ფილიალის მენეჯერი:

„ეს არის ადგილი, სადაც თავს უზომოდ კომფორტულად ვგრძნობ. აღსანიშნავია ის დამოკიდებულება და მიდგომა, რომელსაც „გასტრონომის“ გუნდი საკუთარ თანამშრომლებს სთავაზობს. სასიამოვნოა იმ გარემოში მუშაობა, სადაც მუდმივად ცდილობენ, ხელი შეგვიწყონ სამუშაო პროცესებში. ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს თანამშრომლებისთვის ყოველი დღე კომფორტული და საინტერესო გახდეს. „გასტრონომი“ იქცა ადგილად, სადაც დავაგროვე და შევიძინე ბევრი ახალი ცოდნა და გამოცდილება“.

 

გვანცა გუგუტიშვილი, ფილიალის მენეჯერი: 

„გასტრონომი“ ყოველდღე მაძლევს კომფორტულ და საინტერესო სამუშაო გარემოს, რაც შემდგომში აისახება ჩვენი მხრიდან შესრულებულ სამუშოზეც. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს და დეტალებზე ყურადღების კონცენტრირებას. ჩვენ გვზრდის „გასტრონომი“ ყველა თვალსაზრისით“.

 

გიორგი ქარსელაძე, ფილიალის მენეჯერი:

„გასტრონომი“ საქართველოს მასშტაბით, თავისი გამორჩეული პროდუქციითა და სიახლეებით, ჩემთვის ხარისხთან და წინსვლასთან ასოცირდება. „გასტრონომთან“ მუშაობამ მასწავლა სერვისის სფეროს მნიშვნელობა და მომხმარებლის მიმართ ლოიალურობა. ბუნებრივია, ხარისხიანი პროდუქტი შესაბამის მოპყრობასა და მუშაობას მოითხოვს“.

ასევე გაეცანი

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება
Gastro

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი
Gastro

#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი

February 12, 2025
#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”
Gastro

#OK! დააგროვეთ ზამთართან დაკავშირებული ძვირფასი მოგონებები რესტორან “პანორამაში”

February 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

#OK! ირმა შარიქაძე OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

May 5, 2021
#OK! Nino’s Food Adventures − ვეგეტარიანული მრავალფეროვანი კულინარიული რეცეპტები

#OK! Nino’s Food Adventures − ვეგეტარიანული მრავალფეროვანი კულინარიული რეცეპტები

March 7, 2022
#OK! ჰეილი ბოლდვინი Levi’s-ისთვის: მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

#OK! ჰეილი ბოლდვინი Levi’s-ისთვის: მოდელი ბრენდის ახალ კოლექციას არეკლამებს!

May 14, 2021
#OK! ქართველი იურისტის, ნატალია ვაშაკიძის ამერიკული თავგადასავალი

#OK! ქართველი იურისტის, ნატალია ვაშაკიძის ამერიკული თავგადასავალი

February 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები