• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

უპირველესად, გაგვაცანით „იგრიკა“.

(გრიგოლ დალაქიშვილი):  მამაჩემი ხის ოსტატია, ბავშვობიდანვე მასწავლიდა ჩუქურთმის ხელოვნებას და მალევე დამოუკიდებლად ვკვეთდი ხეში ორნამენტებს. პარალელურად, ვმუშაობ ქოფირაითინგის მიმართულებით.

(ბაია ლომსაძე):  მე პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ, ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ ბრენდინგისა და არტ-დაირექშენის განხრით. ვიღებ ფოტოებს, ვხატავ, დაინტერესებული ვარ კალიგრაფიით.

ყველა ამ მიმართულებას თავს ვუყრით ჩვენს პროექტში და მთელი გულით ვაკეთებთ იმას, რაც ასე გვიყვარს. რაც შეეხება ბრენდს, აპრილის უძველესი ქართული შესატყვისია „იგრიკა“ და ჩვენი ამბავიც სწორედ აპრილის ფერად დღეებში დაიწყო.

ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ და გავაცოცხლოთ ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში ისე, რომ არ დავკარგოთ მათი მნიშვნელობა. ხელნაკეთი საბეჭდავების დამზადებითა და ქსოვილზე ორნამენტების აღბეჭდვით, ვაგრძელებთ უძველეს ტრადიციას. ასე რომ, თითოეული ჩვენი ნამუშევარი ხელნაკეთი და უნიკალურია.

 

რამდენი ხანია, რაც ბრენდი ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?

პანდემიისას, შინ ჩაკეტილებმა დავიწყეთ ფიქრი ჩვენს გარემოზე, ინტერიერზე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში ოფისად, კინოთეატრად, კაფედ და კიდევ უამრავ სხვა ფუნქციურ ობიექტად იქცა. შევქმენით ბრენდი, რომელიც მყუდრო და მისტიკურ გარემოს ქმნიდა, რაც იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, „იგრიკას“ ახლდა საოცრად იდუმალი სამყარო, რომელიც მომხმარებელს აქამდე უცნობ დაუვიწყარ კულტურაში მოგზაურობას ჰპირდებოდა. ჩვენმა სტარტაპმა, ფინანსური და კომერციული მიზნების გარდა, ძალიან დიდი ემოციური მოლოდინი გაამართლა.

გაგვაცანით ორნამენტების მოძიებისა და შერჩევის პროცესი.

თავდაპირველად, სხვადასხვა ტაძრისა თუ ნაგებობის კედლების ქვაქარგულობებში ან უძველესი ფრესკების დეკორაციებში ვეძებთ საინტერესო ფორმებს, შემდეგ ვკინძავთ მათზე შემორჩენილ ინფორმაციებსა და მისტიკურ მნიშვნელობებს. ამის შემდეგ ვიწყებთ ესკიზების შექმნას და ვცდილობთ ძველისძველ სიმბოლოებსა თუ ორნამენტებს თანამედროვე სახე მივცეთ. ძიების პროცესის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ჩვენს კულტურაზე უამრავ სიახლეს ვიგებთ, ვაანალიზებთ, თუ რა მცირედი ვიცით და რამდენად ამოუწურავია ჩვენი წინაპრების შემოქმედებითი ფანტაზია. ამასთანავე, გასაოცარია უძველეს ხალხთა ენებსა და სიმბოლოებს შორის ასეთი გრაფიკული მსგავსება, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.

 

როგორი ტექნოლოგიით ამზადებთ სუფრის დეკორს?

საბოლოო ესკიზის შექმნის შემდეგ, უკვე სპეციალურ მასალაზე ვიწყებთ მის გადახატვას, რის შემდეგაც ვამზადებთ ხელნაკეთ საბეჭდავებს სხვადასხვა მასალისგან და ტექსტილის საღებავის გამოყენებით, ვბეჭდავთ ქართულ ორნამენტებს ტილოზე სხვადასხვა ტექნიკით – სრული ფერით ან ფერთა ისეთი შერევით, რომელიც ხავსისებრ ეფექტს იძლევა.

ვინაიდან ყველაფერი ხელით მზადდება, ჩვენი ყოველი ახალი ნამუშევარი საკუთარი ინდივიდუალიზმისა და უნიკალურობის მატარებელია. ბეჭდვის პროცესი ხან 5-6 საათი გრძელდება, ხან შესაძლოა, ორი დღეც წაგვართვას. შრობასა და ფიქსაციას კი 24 საათზე მეტი სჭირდება.

 

თქვენი აზრით, რა უპირატესობა და ნიშა აქვს „იგრიკას“?

„იგრიკა“ ძალიან დიდ ემოციურ მნიშვნელობას ატარებს: გარდა იმ მდიდარი კულტურისა და ისტორიისა, რომელიც მას სააშკარაოზე გამოაქვს, შეუძლია შექმნას ძალიან მყუდრო და მისტიკური აურა, სადაც ადამიანი თავს თავისუფლად და ამაყად გრძნობს. ხშირად ვამბობთ, რომ „იგრიკას“ ემოციური გაზაფხული მოაქვს. ამასთანავე, თითქოს ცხადი ხდება შენი გზა – იცი, რა გაიარა შენმა წინაპარმა და რისი მატარებელი ხარ.

„იგრიკას“ თითოეულ პროდუქტში იკითხება მისი შექმნის პროცესი, მისი ამბავი, ამ ამბის მკითხველმა კი იცის, რომ ასეთი რამ მხოლოდ ხელით შეიძლება შეიქმნას.

 

ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან გულით მაძიებლები, სიყვარულითა და სავსე ქართველმზრუნველობით; თანამემამულეები თუ უცხოელი მოგზაურები, რომლებისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნივთის შექმნის პროცესს, მის შინაარსს, ამბავს. ადამიანები, რომლებიც მუდმივად აღმოჩენის პროცესში არიან და არც საკუთარი თავისთვის და არც სხვისთვის არ იშურებენ ემოციურად უხვად დახუნძლული ნივთების ჩუქებას. ისინი მთელი გულით არჩევენ საჩუქარს, მათთვის კი ეს პროცესი მოგზაურობას ჰგავს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

წლის ბოლომდე ვგეგმავთ შოურუმის გახსნას, სადაც მოეწყობა ვორქშოპები. წელს „იგრიკას“ ეთნოფესტზეც იხილავთ. შემოდგომაზე კი „იგრიკას“ პროდუქციის გამოფენა პარიზში შედგება და ამის შემდეგ ვგეგმავთ საექსპორტო მიმართულების გააქტიურებას.

 

ასევე გაეცანი

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025
#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში
Décor

#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

April 22, 2025
#OK! ჩემი შთაგონების წყარო მუსიკა და ბუნებაა…  გაიცანით Lika Wallace-ის შემოქმედება
Décor

#OK! ჩემი შთაგონების წყარო მუსიკა და ბუნებაა… გაიცანით Lika Wallace-ის შემოქმედება

March 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! გურული ქალის ამბავი 1997 წლიდან დღემდე

#OK! გურული ქალის ამბავი 1997 წლიდან დღემდე

December 28, 2024
#OK! ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება – „ტყუპების საღვინე სახლი“ ნაფარეულში

#OK! ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება – „ტყუპების საღვინე სახლი“ ნაფარეულში

February 6, 2023
#OK! 47 წლის შარლიზ თერონი Harper’s BAZAAR-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე

#OK! 47 წლის შარლიზ თერონი Harper’s BAZAAR-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე

September 23, 2022
#OK! Miu Miu-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Miu Miu FALL 2022 READY-TO-WEAR

#OK! Miu Miu-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია/ Miu Miu FALL 2022 READY-TO-WEAR

March 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

May 8, 2025
#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

May 6, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები