• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნიკო ნიკოლაძე – იდეების გენერატორი – ადამიანი, რომელმაც თავისი აზროვნებით დროს გაუსწრო

September 8, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე − ნიკო ნიკოლაძე დაიბადა ქუთაისში, 1843 წლის 27 სექტემბერს, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. მას მოუწია მმართველობის ფორმის ოთხ სხვადასხვა დროში ცხოვრება: დაიბადა ბატონყმობის დროს, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, როცა ქვეყანა რუსეთის გუბერნია იყო, მოესწრო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას და გარდაიცვალა საბჭოთა სინამდვილეში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოთხივე ეტაპზე ნიკო ნიკოლაძე იყო პროგრესული, ევროპულად მოაზროვნე და თავისი ქვეყნის წარმატებისთვის დაუცხრომლად მებრძოლი ადამიანი.

ნიკოლაძემ ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დაარწმუნა მამა, რომ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე, პეტერბურგში გაეგრძელებინა. გაემგზავრა და მალევე სტუდენტებთან ერთად, კრონშტადტის ციხეში მოხვდა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. შემდეგ მიატოვა აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლა და მოგვიანებით განათლების მიღება პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში განაგრძო. ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა. ამბობდა: „უფრო მეტად მაინტერესებს შვეიცარია, რესურსებით ასეთი ღარიბი ქვეყანა რატომ არის მდიდარი, მთიანი და რესურსებით მდიდარი საქართველო კი რატომ არის ასეთი ღატაკი“.

ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული მისი ნაშრომი − „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“, დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. 1869 წლის ბოლოს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა, რადგან სურდა თავისი გამოცდილება და ცოდნა საკუთარი ქვეყნისთვის მოეხმარა. მან დაიწყო აქტიური მუნიციპალური და საზოგადოებრივი საქმიანობა.

ნიკო ნიკოლაძისთვის განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და წუხდა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას განათლება არ ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ ცოდნის გარეშე ადამიანი მონაა, მხოლოდ ცოდნით არის შესაძლებელი წინსვლა და პროგრესი. ნიკო ყველანაირად ხელს უწყობდა ქვეყანაში განათლების გავრცელებას − ეს არ ეხებოდა მხოლოდ მდიდარ ფენას ან მამაკაცებს.

ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება. მისი წილის მფლობელი მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა. იაკობმა ეს მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყიდა და აღმოჩნდა „შავი ქვის“ საბადო. ნიკოლაძე წავიდა პარიზში, რათა უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დეტალურად შეესწავლა ეს საქმე. 1880-იან წლებში ევროპელები ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს ქვანახშირის დამუშავება. ამ საქმეში გლეხობაც ჩაება, თუმცა საქმეს უგზოობა ართულებდა. ქუთაისის ქალაქის საბჭომ ტყიბულში გასაყვანი რკინიგზის რწმუნებულად ნიკო ნიკოლაძე აირჩია და საბოლოოდ, რკინიგზა ამოქმედდა 1887 წელს. ორი წლის შემდეგ კი შეიქმნა საზოგადოება „ნახშირი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკო ნიკოლაძეც იყო.

და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა. ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა ასევე, დაკავშირებული:

  • ავჭალის წყაროებზე წყალსადენის მოწყობა
  • 1886 წელს თბილისში სანიტარული ექიმის დანიშვნა და მადათოვის კუნძულზე სადეზინფექციო კამერის აშენება
  • დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობის იდეა
  • თბილისში ცხენის ტრამვაის შემოღება
  • ვერის ხიდის აშენება

თბილისის შემდეგ იყო ფოთი −1895 წელს 52 წლის ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავად აირჩიეს. მან ფოთის გარშემო გააკეთა სპეციალური არხი, რომლითაც წვიმის წყალი ქალაქიდან ზღვაში ჩადიოდა. გარდა ამისა, ააშენა 2 ხიდი და დააგო ქვაფენილი. მან მიზნად დაისახა, აეშენებინა ქალაქის ცენტრში ტაძარი, რომელიც იქნებოდა აია სოფიას მსგავსი და შეასრულა კიდეც.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ნავსადგურის მშენებლობის დასრულებაა. 8-ჯერ იმოგზაურა ევროპაში, რათა მშენებარე ან ახლად აშენებული პორტის შესახებ ყველაფერი გაეგო და შესაბამისად ემოქმედა.

აღსანიშნავია, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან. დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი ნიკოლაძემ შეადგინა.

ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. თბილისის ყველა ეკლესიაში ამ დღეს გლოვის ზარი ისმოდა.

გაიგე მეტი: #ევროპულიისტორიები

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის
რედაქტორის რჩევით

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 11, 2026
#OK! სტეფანე და ფანიკო
Slider Area

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 12, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

January 5, 2026
#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის
OK! ბათუმი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ვამპირის დღიურების” ვარსკვლავი კლერ ჰოლტი ანუკი არეშიძის სამოსით

#OK! “ვამპირის დღიურების” ვარსკვლავი კლერ ჰოლტი ანუკი არეშიძის სამოსით

April 27, 2022
#OK! პანდემია და მოგზაურობა

#OK! პანდემია და მოგზაურობა

February 4, 2022
#OK! “არასდროს არის გვიანი გახდე დედა, ეს ღვთის საჩუქარია” – 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

#OK! “არასდროს არის გვიანი გახდე დედა, ეს ღვთის საჩუქარია” – 53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

June 29, 2023
#OK! ბელა თორნი მის ძვირადღირებულ და ფერად სახლს 2,55 მილიონ დოლარად ყიდის!

#OK! ბელა თორნი მის ძვირადღირებულ და ფერად სახლს 2,55 მილიონ დოლარად ყიდის!

August 25, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 2, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

March 1, 2026
#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები