• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! რა კავშირშია კვებითი ქცევის დარღვევები ემოციასთან

July 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ემოცია არის თქვენი დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ. ის არის ფსიქიკური ფენომენი. ფსიქოსომატიკა კი არის სფერო, რომელიც აკავშირებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პროცესებს ერთმანეთთან და აღწერს მათ პათოლოგიებს. მაგალითად, კვებითი ქცევის დარღვევებს, როგორიცაა ანორექსია, ბულიმია. კვებითი ქცევის დარღვევები იწვევს ადამიანის როგორც კვების, ისე ყოველდღიური ჩვევების, მისი ფუნქციონირების ხარისხისა და მთლიანად მისი ფსიქოემოციების გაუარესებას. აღნიშნულ თემაზე უფრო დეტალურად გვესაუბრა ფსიქოლოგი ლიკა მალანია.

რა კავშირშია კვებითი აშლილობა ემოციებთან?    

სამი ბაზისური ემოცია, რომელიც გვჭირდება ზრდასრულ ასაკში, იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი, უკავშირდება პირველ კვებას. პირველი სტრესის მოხსნა ცხოვრებაში ხდება პირველი კვებით. ახალშობილს აქვს ფიზიოლოგიური დისკომფორტი, სტრესი, რომელსაც ის დაბადების პირველ წამებში იღებს − სინათლე, ხმაური და ა.შ. დანაყრების შემდეგ ბავშვი კარგად ხდება, ანუ ბავშვის ფიზიოლოგიური დისკომფორტის მოხსნა და კარგად ყოფნის განცდა სწორედ პირველ კვებას უკავშირდება.

შემდეგი ემოცია არის უსაფრთხოების განცდა, რაც ასევე უკავშირდება ჩვილობისას პირველ ბუნებრივ კვებას. კვებითი პროცესის წარმატებით დასრულება და დანაყრების განცდა ჩვილობისას არის ბაზისური ემოციების ჩამოყალიბების წინაპირობა.

რა იწვევს კვებით აშლილობას?

კვება არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ადამიანს აქვს სხვადასხვა ნივთიერების დანაკლისი, უჩნდება შიმშილის გრძნობა და ახორციელებს კვებით ქცევას. კვებითი ქცევის დარღვევების გამომწვევი მიზეზი ყველა ადამიანთან ინდივიდუალურია. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად კვებითი ქცევის პრობლემები დაკავშირებულია ბაზისური ემოციების დანაკლისთან ან არარსებობასთან. ადამიანს არ აქვს სიყვარულის, მიკუთვნებულობის, უსაფრთხოების განცდა, ამ განცდის შევსებას კი კვებით ცდილობს.

კვებითი ქცევის დარღვევები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. პრობლემატიკა განსაკუთრებით მწვავდება პუბერტატის ასაკში − მაშინ, როცა მოზარდის ცხოვრებაში ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები იცვლება.

რომელი კვებითი ქცევის დარღვევაა ყველაზე გავრცელებული?

კვებითი ქცევის დარღვევები შეიძლება მოიცავდეს როგორც გადაჭარბებული საკვების მიღებას, ისე პირიქით − ძალიან ცოტა საკვების მიღებას. კვებითი ქცევის დარღვევებს მიეკუთვნება:

ანორექსია − მომატების ფობია. პიროვნება წონაში იკლებს, მაგრამ მაინც არ იღებს საკმარის საკვებს, რადგან საკუთარ აღქმაში მას ჭარბი წონა აქვს და მსუქანია. „კიდევ უნდა დავიკლო“ − ეს განცდა აქვს.

ბულიმია − ამ დარღვევისათვის დამახასიათებელია „მსუნაგობის“ პერიოდები. მას ერთვის „თვითწმენდის“ სურვილი, რაც ხელოვნური ღებინებით ხორციელდება.

უკონტროლო გადაჭარბებული კვება − ვითარდება საკვების მიღების უკონტროლობით და პაციენტის მხრიდან ამ საკითხისადმი დაუდევარი მიდგომით. ადამიანი იკვებება ჭარბად.

როგორ იმოქმედა აღნიშნულ დარღვევებზე პანდემიის პერიოდმა?

„კოვიდმა“ სიტუაციები გახადა არაპროგნოზირებადი, რამაც გაზარდა შფოთვის დონე. არაპროგნოზირებადმა გარემომ, მუდმივად შიშისა და შფოთვის განცდებმა ადამიანს დააკარგვინა სტრესორებთან გამკლავების უნარი. კვებითი ქცევის პრობლემები გამძაფრდა „კოვიდის“ შემდეგ, ვინაიდან სტრესის გადალახვის ერთ-ერთი სტრატეგია კვება აღმოჩნდა ადამიანებისთვის. სტრესის შესამცირებლად, უსაფრთხოების განცდის გასაზრდელად, ადამიანები კვებას მიმართავენ.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ადამიანს, რომელსაც კვებითი ქცევის დარღვევა აქვს?

კვებითი ქცევის დარღვევების მქონე პაციენტების მართვა და მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიულ დონეზე ექიმთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან ოჯახის ექიმი, ფსიქიატრი, ნუტრიციოლოგი და ფსიქოთერაპევტი.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე
Health & Beauty

#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე

October 31, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯარედ ლეტო და ენ ჰეტევეი Emmy Magazine-ის გარეკანზე

#OK! ჯარედ ლეტო და ენ ჰეტევეი Emmy Magazine-ის გარეკანზე

April 1, 2022
#OK! თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია!

#OK! თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია!

October 9, 2023
#OK! “ასაკი ჩემთვის არაფერს ნიშნავს” – ჯენიფერ ენისტონი 55 წლის გახდა

#OK! “ასაკი ჩემთვის არაფერს ნიშნავს” – ჯენიფერ ენისტონი 55 წლის გახდა

February 16, 2024
#OK! სტილის ინსპირაცია ჰეილი ბოლდვინისგან: მოდელი 119,86 ფუნტის ღირებულების კაბით!

#OK! სტილის ინსპირაცია ჰეილი ბოლდვინისგან: მოდელი 119,86 ფუნტის ღირებულების კაბით!

May 6, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

December 1, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები