ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ევროპის და აზიის ქვეყნების თეატალური დასები ეწვევიან. სპექტაკლების პარალელურად ასევე გაიმართება, ვორქშოფები.
აღნიშნული ფესტივალი მოძრაობის თეატრის და ITI-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის ტობიას ბიანკონის მხარდაჭერით და UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია.
ფესტივალის დამფუძნებლების განმარტებით, მოძრაობის თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც საქართველოში სინთეზური ჟანრი შემოიტანა და განავითარა. ამიტომ მოძრაობის თეატრმა გადაწყვიტა, სინთეზური ჟანრების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაეკეთებინა და როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრების შემოქმედება ქართველი მაყურებლისთვის და თეატრალებისთის გაეზიარებინათ.
მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი 2021 წელს დაფუძნდა და თბილისში უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს პანდემიის გამო ფესტივალი ონლაინ ფორმატში გაიმართა.
გთავაზობთ მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამას:
ვორქშოფები
14-17 ივნისი 10:00-დან 14:00 საათამდე ვორქშოფები
სპექტაკლები
14 ივნისი
17:00 – უსიერი /IMPASSABLE
„უსიერ ტყეში”
რეჟისორი: გიგი ლორია
მოძრაობის თეატრში
——
18:30 – პანტომიმის სახელმწიფო თეატრისა და რომა რცხილაძის კოლაბორაცია.
„ნატვრის ხე / The Wishing Tree
რეჟისორი: დავით შალიკაშვილი
პანტომიმის თეატრში
21:00 – გიორგი ალექსიძის სახელობის”თბილისის თანამედროვე ბალეტი”
„12 პაემანი“
მარიამ ალექსიძის დადგმა
მოძრაობის თეატრში
———————————-
15 ივნისს
17:00 – სომხეთი, მოძრაობის ექსპერიმენტული თეატრი „მიჰრის“ სპექტაკლი „დისტანცია“,
მოძრაობის თეატრში
15 ივნისს 18:00 – თბილისის გურჯიევის ინსტიტუტთან თანამშრომლობით სუფიური ცეკვის საღამო და სემა – მოძრაობის თეატრში, მშვენიერი ხათუნ ფალაჰი /ირანი, თურქეთი/ – სემა ცეკვის საღამო და საუბარი სუფიურ ცეკვაზე
21:00 – ხორვატია
იტალიურ-ხორვატიული თანამედროვე ცეკვის პროექტი თეატრი „ტრაფიკი“ – მე ცოცხალი ვარ.
——–
16 ივნისს
17:00 ირანი „ოფელია“
ბუტო
მოძრაობის თეატრში
19:00 ხორვატია
თეატრი „ტრაფიკი“ – მე ცოცხალი ვარ.
21:00 0 მოძრაობის თეატრი “ინტრო“
რეჟისორი: კახა ბაკურაძე
მოძრაობის თეატრში