სამეფო ოჯახის ყოფილი წევრების, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი ვაჟიშვილის განგანსხვავებით, რომელიც ლონდონში, Portland-ის ჰოსპიტალში დაიბადა, პატარა ლილიბეტ დაიანა, რომელსაც სახელი მონარქი ბებიის საპატივსაცემოდ დააერქვეს, სამშობლოსგან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მოევლინა სამყაროს.
პატარა ლილიბეტმა პირველი დაბადების დღეს ამჯერად დიდ ბრიტანეთში აღნიშნა და დიდ ბებიას, დედოფალ ელიზაბეტს პირველად შეხვდა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ქალიშვილის იუბილე Frogmore Cottage-ში აღნიშნეს, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ლილიბეტის პირველი დაბადების დღისთვის ადამიანებმა მსოფლიოს გარშემო არაერთი დონაცია გააკეთეს და ორგანიზაცია World Central Kitchen-ისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა $100,000 (£80,000) შეაგროვეს.
სამეფო ოჯახის ყოფილმა წევრებმა სოციალურ მედიაში არაერთი მილოცვა მიიღეს, ერთგულ გამომწერებს კი მადლობა საჯაროდ გადაუხადეს.