• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

June 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ერთად გავიგოთ თუ როგორი იქნება ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი.

ვერძი  21.03-20.04

ძვირფასო ვერძებო! 2022 წლის ივნისის თვის განმავლობაში, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და მასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. თქვენი კარიერა სერიოზული გამოწვევების წინაშეა, თუმცა სწორი მიდგომებითა და შრომისმოყვარეობით, თვის მეორე ნახევარში, ყველაფერი მოგვარდება. ვერძებო, მოსალოდნელია, რომ სწორედ ივნისში თქვენს მონათესავე სულს გადააწყდეთ ამ სამყაროში − მეორე ნახევრისა თუ საუკეთესო მეგობრის ამპლუაში.

 

კურო 21.04-20.05

ძვირფასო კუროებო! 2022 წლის ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ცხადყოფს, რომ ამ თვის განმავლობაში ფინანსური სტაბილურობა გარანტირებული გაქვთ, მეტიც − ივნისში თქვენ მიიღებთ იმ დაწინაურებას, რომლისთვისაც ფრიად გაისარჯეთ. თუმცა, მეორე მხრივ, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას თქვენი სასიყვარულო ცხოვრება, რადგან ზაფხულის დადგომისთანავე, დათმობა გაგიძნელდებათ.

ტყუპები 21.05-21.06

2022 წლის ივნისი ახალი ჰორიზონტების დაპყრობისა და დიადი სამომავლო გეგმების თვეა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ივნისის თვის განმავლობაში ხელახლა დაბადებისა და ცხოვრებისგან ნაბოძები ახალი შანსის ძალას შეიგრძნობენ. ახლა სწორედ ის დროა, თქვენი დღევანდელობით ტკბობა ისწავლოთ, გასცეთ, თამამად მიიღოთ უამრავი დადებითი ენერგია და ხშირად, ძალიან ხშირად გაიღიმოთ.

 კირჩხიბი 22.06-22.07

ძვირფასო კირჩხიბებო! 2022 წლის ივნისის თვე თქვენს ცხოვრებაში დადებით მუხტსა და ენერგიას შემოიტანს. თქვენს სწორად აღებულ გეზს მიჰყვებით, ზუსტად იცით დღეს სად ხართ და ხვალ სად გინდათ იყოთ. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღება გამარტივებული, დღევანდელი დღით ტკბობა კი გარანტირებული გაქვთ. კირჩხიბებო, გირჩევთ, ნუ დაუგდებთ ყურს იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ.

 ლომი 23.07-23.08

ძვირფასო ლომებო! 2022 წლის ივნისში ოჯახში სიტუაცია გართულდება, სახლთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული პრობლემები იმდენად იჩენს თავს, რომ შესაძლოა ამ ყველაფერმა თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოახდინოს გავლენა. მეორე მხრივ, ივნისი წარმატებული პერიოდია ბიზნესმენი ლომებისთვის − ზაფხულის დადგომა თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება.

 ქალწული 24.08-23.09

ძვირფასო ქალწულებო! 2022 წლის ივნისში დაივიწყეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები − თქვენ მზად ხართ განახლებული ენერგიით დაუბრუნდეთ ნებისმიერ საქმეს და საკუთარი მაქსიმუმი გააკეთოთ. ქალწულებო, გირჩევთ ამ თვის განმავლობაში თქვენს კარიერულ პერსპექტივებს გადახედოთ და თუკი აღმოაჩენთ, რომ ჩიხში იმყოფებით, სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი პროფესიული გეგმები.

 

 სასწორი 24.09-23.10

ძვირფასო სასწორებო! 2022 წლის ივნისში მნიშვნელოვანი მისია უნდა დაისახოთ: იყავით საკუთარი თავის ერთგული და იცხოვრეთ საუკეთესო ცხოვრებით. სასწორებისთვის, ივნისში კარგი იქნება როგორც მუხლჩაუხრელად მუშაობა, აგრეთვე დასვენება, რადგან ამ თვის განმავლობაში, ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენ მაგნიტივით იზიდავთ საკუთარ ცხოვრებაში საჭირო ადამიანებს − მათ, ვინც რაღაცას უკეთესობისკენ უცილობლად შეცვლიან.

 

 მორიელი 24.10-22.11

ძვირფასო მორიელებო! 2022 წლის ივნისს რჩევით ვიწყებთ და გეტყვით, რომ ამ თვის განმავლობაში განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ ქორწინებას. ქორწინებაში მყოფმა მორიელებმა გამოამჟღავნეთ თქვენი სიყვარული და თავდადება იმ ერთადერთის მიმართ, ვინც ცხოვრებას გილამაზებთ, სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფმა მორიელებმა კი გადადგით უფრო თამამი და თავდაჯერებული ნაბიჯები.

 მშვილდოსანი 23.11-21.12

ძვირფასო მშვილდოსნებო! 2022 წლის ივნისი ბიზნესსექტორში დასაქმებულთათვის საოცრად წარმატებული იქნება. თქვენკენ დიდი ფინანსური ნაკადი მოედინება, მათ კი, ვინც ჯერაც არ არიან ბიზნესსამყაროში გაცნობიერებულები, გირჩევთ, პირველი ინვესტიცია სწორედ ზაფხულის შემობრძანებასთან ერთად განახორციელოთ. მშვილდოსნებო, გახსოვდეთ რისკენ ისწრაფვით, გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ყველა კარის გასაღებია თქვენს ცხოვრებაში.

 თხის რქა 22.12-20.01

ძვირფასო თხის რქებო! 2022 წლის ივნისს იმედიანად იწყებთ და ეს უცნაური სულაც არ არის − თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. თხის რქებო, ივნისში მოთმინება გმართებთ. მიუხედავად იმისა, რომ სპონტანურობით არ გამოირჩევით, გირჩევთ ამ თვეში ეს სიტყვა საერთოდ დაივიწყოთ. გადადგით ნელი ნაბიჯები და მხოლოდ ასე შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას.

 

 მერწყული 21.01-20.02

ძვირფასო მერწყულებო! მართალია, 2022 წლის ივნისი ჯანმრთელობის პრობლემებს არ გიქადით, თუმცა თქვენი ცხოვრების წესი რომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ, ეს ნათელია. გადადგით პირველი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ თქვენი ყოველდღიური რუტინა ერთ დღეში გაქრება, პირიქით − ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით ყველა პრობლემას და ჩამოიშორეთ გზიდან. ეს ახალი ცხოვრების დაწყებასა და სამომავლო პერსპექტივების დანახვაში დაგეხმარებათ.

 თევზები 21.02-20.03

ძვირფასო თევზებო! 2022 წლის ივნისი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის გარშემო ტრიალებს, თქვენი ცხოვრება სავსეა ვნებითა და რომანტიკით და გირჩევთ, ემოციების გამოვლინებას ხელს ნუ შეუშლით. გაანებივრეთ თქვენი პარტნიორი და ყოველდღე შეახსენეთ, რამდენად გიყვართ ის. არ მისცეთ თქვენს შინაგან „მე“-ს იმის უფლება, უკან დაგხიოთ. ბედნიერებასა და სიყვარულზე კონცენტრირდით − ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ტექსტი: ნინო ზაკუტაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს
OK! News

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა
OK! News

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა
OK! Business

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი
OK! News

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 4 რჩევა ჯენიფერ ენისტონისგან: 55 წლის ვარსკვლავის “სილამაზის საიდუმლო”

#OK! 4 რჩევა ჯენიფერ ენისტონისგან: 55 წლის ვარსკვლავის “სილამაზის საიდუმლო”

February 16, 2024
#OK! ოჯახური იდილია: ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ქალიშვილთან ერთად

#OK! ოჯახური იდილია: ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ქალიშვილთან ერთად

June 18, 2021
#OK! 61 წლის ტილდა სვინტონი BFI ლონდონის კინოფესტივალზე The Eternal Daughter-ის პრემიერას დაესწრო

#OK! 61 წლის ტილდა სვინტონი BFI ლონდონის კინოფესტივალზე The Eternal Daughter-ის პრემიერას დაესწრო

October 7, 2022
#OK! “ჩვენ გადავწყვიტეთ დავასრულოთ რომანტიკული ურთიერთობა” – შონ მენდესი და კამილა კაბელო ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! “ჩვენ გადავწყვიტეთ დავასრულოთ რომანტიკული ურთიერთობა” – შონ მენდესი და კამილა კაბელო ერთმანეთს დაშორდნენ

November 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები