• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“

March 15, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ დაარსების დღიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს და სთავაზობს მასზე მორგებულ სერვისს. აქ დაგხვდებათ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და სასიამოვნო გარემო. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ ადმინისტრაციულ მენეჯერს, ქალბატონ დიანა კვერნაძეს.

გვესაუბრეთ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ დაარსების ისტორიაზე.

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ ოფიციალურად 2009 წლის 22 მაისს დაარსდა, ხოლო ფაქტობრივი საქმიანობა ამავე წლის 6 ივლისიდან დაიწყო. თავდაპირველად, ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი ერთი ფილიალით და მცირერიცხოვანი თანამშრომლებით მარჯანიშვილის ქ. N29-ში. მიუხედავად ამისა, გუნდი აქტიურად შეუდგა თავის საქმიანობას და სათანადო ადგილიც დაიკავა ბაზარზე. ამჟამად გვაქვს ორი ფილიალი. რამდენიმე წლის წინ შევიცვალეთ სათაო ოფისი, რათა უფრო კომფორტული და მყუდრო გარემო შეგვექმნა როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.

რა მიმართულებით მუშაობთ?

ჩვენი საქმიანობის მიმართულება მოსახლეობის დაკრედიტებაა. ძირითადად, ეს არის სამომხმარებლო მოთხოვნებისთვის საჭირო თანხით უზრუნველყოფა. ჩვენი მომსახურების სპეციფიკა ბანკების მომსახურების ალტერნატივაშია. მოხმარებელს აქვს საშუალება მოგვმართოს, როცა ვერ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს ან მნიშვნელოვანი საქმისთვის ესაჭიროება გარკვეული თანხა და ვადაშია შეზღუდული. ჩვენი მომსახურების მთავარი მახასიათებელია ოპერატიულობა და გუნდის პროფესიონალიზმი, ასევე − მომხმარებლის მიმართ ლოიალობა და მოქნილობა.

გვესაუბრეთ თქვენი გუნდის შესახებ.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი საქმიანობა ხორციელდება ორ ფილიალში − რუსთაველის გამზ. N37, სადაც ჩვენი სათავო ოფისიც მდებარეობს, და მეორე ფილიალი − მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ (ხიზანიშვილის ქ. N16). გუნდის ყველა თანამშრომელი შერჩეული იყო თავისი საქმის პროფესიონალიზმისა და გუნდური მუშაობის უნარის პრინციპით. თითქმის 12-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, როგორც ყველა კომპანიას, ჩვენც გვქონდა გარკვეული გამოწვევები და სირთულეები, მაგრამ ერთიანი ძალებით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და გვერდით დგომით, ვლახავდით ყველა სიძნელეს და გამოვდიოდით გამარჯვებულები.

ყველამ ვიცით, რომ საფინანსო ბაზარი მუდამ სავსეა გამოწვევებით, სიახლეებით და ზოგჯერ მოულოდნელი სიურპრიზებით. ამიტომ გუნდი ყოველთვის მზად უნდა იყოს ამისთვის, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს თითოეულ წევრს, რომელ პოზიციასაც უნდა ფლობდეს − დაწყებული კომპანიის ხელმძღვანელობიდან, და დამთავრებული, ერთი შეხედვით, რიგით თანამშრომლამდე. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, ყველა თავისი პოზიციის ჯარისკაცი და ერთობლიობაში, ერთი დიდი ოჯახის წევრია.

 

 

მთავარი ნიშა, რომელიც სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალს“ გამოარჩევს.

ჩვენი საქმიანობის ვექტორი და ორიენტირი ისევ და ისევ მოქნილი, კომფორტული და ოპერატიული მომსახურებაა, დაწყებული იმ გარემოდან, სადაც ჩვენი მომხმარებელი გვხვდება პირველი მობრძანებისთანავე და მთელი ურთიერთობის განმავლობაში სესხის დაფარვამდე. ჩვენ ინდივიდუალური მიდგომით ვთანამშრომლობთ თითოეულ კლიენტთან. დღევანდელი რეალობის რთული ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობთ ყველა საშუალება გამოვიყენოთ და გვერდით დავუდგეთ მას, ვისაც შეექმნა პრობლემა სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებით. თუმცა ეს მიდგომა მხოლოდ ამ რთულ პერიოდს არ ეხება. ეს ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო და არის.

გვესაუბრეთ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან დაკავშირებით.

როგორც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას, ისე ჩვენც შეგვეხო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და სირთულეები. იყო პერიოდი, როდესაც გადავედით დისტანციურ მუშაობაზე, მაგრამ არ შეგვიწყვიტავს საქმიანობა. როგორც კი ოდნავ შემსუბუქდა ვითარება (მაისის თვიდან), დავუბრუნდით ჩვენს სამუშაო ადგილებს. უკვე სხვაგვარად და ახალი წესებით უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა: არსებული რეგულაციების დაცვა, ახლებური ურთიერთობა ჩვენს მომხმარებელთან, თანამშრომლების დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების პერიოდში. ეს ყველაფერი გადაყვანილი იყო, ასე ვთქვათ, ახალ რელსებზე და შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ ეს უფრო გააქტიურებული მუშაობით შევძელით. ასევე, აღსანიშნავია, რომ არც ერთი ჩვენი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა „კოვიდით“.

სამომავლო გეგმები.

როგორც მოგახსენეთ, უფრო მეტად გავააქტიურეთ მუშაობის ტემპი. ჩვენი დირექტორის, ბატონ ზაურ მამადრაგიმოვის თაოსნობით და შემართებით, ყველა თანამშრომელმა გაიაზრა, რომ მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით შევძლებდით სირთულეების გადალახვას და პრობლემების თავიდან აცილებას. არ დაგიმალავთ, ამ პერიოდში კომპანიის გადარჩენაზეც კი იყო საუბარი და სასწორზე იდგა საკითხი − გავაგრძელებთ საქმიანობას თუ გავჩერდებით? ვფიქრობ, ეს მდგომარეობა დღეს ყველასთვის ნაცნობია. ქვეყანაში არსებული თითოეული ბიზნესის მუშაობა სათუო გახდა, და სამწუხაროდ, ბევრის ბედი იყო გადაწყვეტილი, ბევრიც კვლავ აგრძელებს ბრძოლას არსებობისთვის. მაგრამ ყველა ჩვენგანს მუდამ გვახსოვს ჩვენი კომპანიის სლოგანი − „სტაბილურობის და საიმედოობის გარანტია“. შესაბამისად, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა დღეს უკვე აღარ გვაქვს გადარჩენის საკითხი დღის წესრიგში, რადგან ვაწყობთ სამომავლო გეგმებს, როგორ გავზარდოთ ჩვენი პერსონალი და შევავსოთ კვალიფიციური წევრებით; როგორ გავფართოვდეთ, შევუქმნათ უკეთესი პირობები ჩვენს თანამშრომლებს და გავამრავალფეროვნოთ მომსახურების სპექტრი ჩვენი მომხმარებლისთვის. იმედი გვაქვს, ქვეყანაში გაუმჯობესდება სიტუაცია და ამის საშუალება მოგვეცემა. მთავარია, ყველა ვიყოთ ჯანმრთელად!

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ტელ: 2 96 10 10

მობ: (592) 96 10 10, (592) 78 10 10

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს ენ ჰეტევეი 41 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 10 საკულტო როლი მსახიობის შემოქმედებიდან

#OK! დღეს ენ ჰეტევეი 41 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 10 საკულტო როლი მსახიობის შემოქმედებიდან

November 12, 2023
#OK! მადონას ახალი იმიჯი კრიტიკის ობიექტია: 62 წლის მომღერალი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს

#OK! მადონას ახალი იმიჯი კრიტიკის ობიექტია: 62 წლის მომღერალი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს

June 14, 2021
#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საბერძნეთში ისვენებენ: ვარსკვლავური წყვილის ფერადი იმიჯი!

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საბერძნეთში ისვენებენ: ვარსკვლავური წყვილის ფერადი იმიჯი!

June 28, 2021
#OK! ,,ჩემი შვილის ბედნიერების გარდა, არაფერი მაინტერესებს” – თეა დარჩია შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

#OK! ,,ჩემი შვილის ბედნიერების გარდა, არაფერი მაინტერესებს” – თეა დარჩია შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

January 26, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები