• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ტიტესია – ერთ სივრცეში გაერთიანებული სილამაზე, სინათლე, ძლიერება და სიცოცხლე

May 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

სილამაზე, სინათლე, ძლიერება, სიცოცხლე და სიმტკიცე − სწორედ ამ ნიშნების გათვალისწინებით შეიქმნა ბრენდი „ტიტესია“, რომელიც საზოგადოებას ერთდროულად სურნელოვან და ულამაზეს სანთლებს სთავაზობს. ბრენდის შექმნისას უამრავმა იდეამ მოიყარა თავი, საბოლოოდ კი ჩვენ წინაშე წარდგა ყველასგან განსხვავებული და ინდივიდუალური ბრენდი − „ტიტესია“, რომლის შესახებ უფრო ვრცლად და დეტალურად დამფუძნებელი მაშო დათაშვილი გვიამბობს.

გვიამბეთ Titesia-ს შესახებ. რამდენი ხანია, რაც ბრენდი ბაზარზე გამოჩნდა?

„ტიტესია“ აწარმოებს ხელნაკეთ, სურნელოვან დეკორატიულ სანთლებს. კომპანია დაარსდა 2021 წლის მიწურულს და პირველი პროდუქტი გამოუშვა უკვე 2022 წლის თებერვალში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვატარებდით სხვადასხვაგვარ ცდებს, რათა ჩვენ მიერ დამზადებული სანთლები ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო.

სინთეზირებული პარაფინისგან განსხვავებით „ტიტესიას“ სანთლები მზადდება მცენარეული ცვილისგან, რომელიც წვის შედეგად მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ და სუფთა წვას. ამასთან ერთად თითოეული სანთლის ხელით დამზადება პროდუქტს ინდივიდუალურობას და უნიკალურობას სძენს.

როგორ გაგიჩნდათ იდეა?

უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ იმით, რომ მიყვარს დეკორატიული თუ სხვა ნებისმიერი ნივთის საკუთარი ხელით დამზადება, რაც ყველა ნივთს ინდივიდუალურობას და განსაკუთრებულობას სძენს.

ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით გადავწყვიტე ჩემი ჰობი ბიზნესად გარდამექმნა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო მეწარმოებინა ისეთი ნივთი, რომლის შექმნას სახლის პირობებშიც შევძლებდი, ვინაიდან მყავს მცირეწლოვანი შვილი და არ მინდოდა მისთვის ყურადღება მომეკლო. საბოლოოდ ვფიქრობ ეს გამომივიდა და ორივე საქმიანობის შეთავსება შევძელი.

 

რატომ სანთლები?

ალბათ იმიტომ, რომ ვფიქრობდით შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც  საკუთარ თავში გააერთიანებდა ისეთ სიმბოლოებს, როგორიცაა სილამაზე, სინათლე, ძლიერება, სიცოცხლე და სიმტკიცე. ამასთან, გვინდოდა ეს ნივთი ჩვენ გარდა სხვისთვისაც მიმზიდველი ყოფილიყო, თავისი გამორჩეულობით.

ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყოველივე ამას სანთელი გააერთიანებდა. შესაბამისად, დაიბადა იდეა, შეგვექმნა უნიკალური დიზაინის სანთლები, რომელმაც ბაზარზე გაშვების პირველსავე დღეებიდან, მასზე მოთხოვნის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გაამართლა.

გაგვაცანით სანთლების შექმნის ტექნიკა. როგორია მუშაობის პროცესი?

პროცესი საკმაოდ რთული და ამავდროულად სასიამოვნოა. ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული და გათვლილი: რა რაოდენობა მასალის ჩამოსხმა იქნება საჭირო, შერჩეულ ყალიბს რამდენი სანტიმეტრი ფითილი ესაჭიროება და ა.შ. რაც შეეხება ტექნოლოგიას, მოიცავს ჩამოსხმის წინ ყალიბების მომზადებას ჩასმული ფითილით, პატარა ნაწილებად დაჭრილი ცვილის დნობას სპეციალურ ჭურჭელში, პიგმენტებისა და სურნელთა შერევას, რასაც მოჰყვება ფორმებში ჩასხმა. 3 საათის შემდეგ სანთელი მკვრივდება და მისი ამოღება უკვე შესაძლებელია ყალიბიდან.

რატომ Titesia? რამდენიმე სიტყვით სახელწოდებაზე…

კომპანიის სახელზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით. გვინდოდა ჟღერადი და თბილი წარმოსათქმელი ყოფილიყო. განვიხილავდით ძალიან ბევრ ვერსიას.

ერთ დღესაც, როდესაც მუშაობის პროცესში ვიყავი, ჩემი შვილი ტიტეც გვერდით მყავდა, რომელმაც აიღო სანთელი, მომიტანა და მითხრა: „ტიტესია“. ასე ვთქვათ, ტიტემ განაპირობა კომპანიის სახელწოდება.

 

 

გვესაუბრეთ სანთლების სურნელზე. რომელ არომატებს იყენებთ?

სურნელთა დიდი არჩევანი გვაქვს. ვამზადებთ როგორც ჩვენი არჩევანით, ასევე, ვეკითხებით მომხმარებელს, თუ რის სურნელი სურთ. ზოგს ყავა მოსწონს, ზოგს შოკოლადი, ზოგს საერთოდ არ უყვარს სურნელი და მხოლოდ ვიზუალის გამო სურს შეძენა, მაგრამ ამ ეტაპზე მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე გამოვყოფდი ვანილის, ალუბლისა და იასამნის სურნელებს.

როგორ ხდება შეკვეთა და მიწოდება?

ჯერჯერობით ორიენტირებული ვართ ონლაინგაყიდვებზე. გვწერენ პირად შეტყობინებაში ან გვირეკავენ მითითებულ ნომერზე. შეკვეთიდან 2 დღის ვადაში მზადდება სანთლები, რომლებსაც კურიერის მეშვეობით ვაგზავნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბოლოს, სამომავლო გეგმები გაგვაცანით.

სამომავლოდ ჩვენი მიზანია არსებული პროფილის გაფართოება, რაც ითვალისწინებს მოდელების მრავალფეროვნებასა და წარმოების გაზრდას. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს პროდუქცია გავიტანოთ და გავყიდოთ სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში. ამავდროულად ვმუშაობთ ახალ პროექტზე და ძალიან მალე შევძლებთ შევთავაზოთ მომხმარებელს ახალი პროდუქტი.

FB: Titesia • ტიტესია

Insta: titesia25

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! წყვილი: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

#OK! წყვილი: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

February 9, 2024
#OK! ქართული ტექნოლოგიური ბაზრის ანალიზი

#OK! ქართული ტექნოლოგიური ბაზრის ანალიზი

November 30, 2022
#OK! გახადეთ რემონტი უფრო სასიამოვნო „რეკრესთან“ ერთად

#OK! გახადეთ რემონტი უფრო სასიამოვნო „რეკრესთან“ ერთად

May 22, 2021
#OK! მოწინავე ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს

#OK! მოწინავე ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD საქართველოში ოპერირებას იწყებს

February 19, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

#OK! City Event Georgia – თორმეტ წლიანი გამოცდილება, რომელიც მომენტებს ისტორიად აქცევს

September 6, 2025
#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები