• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობა ბედნიერი ცხოვრების ერთი მხრივ შეუმჩნეველი, მაგრამ კრიტიკული ატრიბუტია. თითქოს ეს ყველაფერი თეორიულად ვიცით, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების აუცილებლობის კულტურა ჩვენს ქვეყანაში. ინფორმაციის არქონა ზოგჯერ პრობლემაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ინფორმირებულია მშობელი, მაგრამ ფიქრობს, რომ საქართველოში არ მოქმედებს რეგულაცია სამგზავრო სავარძლების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის შედეგად უმრავლესობის ქცევა არ იცვლება და რისკი კვლავ მაღალია.

საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ კრძალავს 12 წლამდე ასაკის ბავშვის მგზავრობას ავტომანქანის წინა სავარძლით. კანონის თანახმად, 3 წლამდე ბავშვი უნდა იჯდეს 16 წელზე უფროსი ასაკის მგზავრის კალთაში, როდესაც ღვედი ექნება შეკრული, ან სპეციალურ სამგზავრო სავარძელში. საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტით, აღნიშნული კანონი საკმარისად არ უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას მგზავრობის დროს. ასევე, რამდენად კონტროლდება, მოთავსებულია თუ არა ბავშვი სავარძელში, სალონის უკანა ნაწილში, ეს სადავოა. როგორც უკვე აღვნიშნე, კანონში არ არის მკაფიო ჩანაწერი, რომელიც კალთაში ჩასმის ალტერნატივას გვთავაზობს. სწორედ ამიტომ მშობლებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და თავად ვიზრუნოთ ბავშვების უსაფრთხოებაზე. რაც შეიძლება მეტი მოზარდი უნდა მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებით. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება. ამ თემაზე #OK! ესაუბრა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს.

ეკა ლალიაშვილი:  „საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან ერთად, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს საკითხი შეფერხდა. ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება სწორედ გზებზე უსაფრთხოების ამაღლებაა, რომლის წამყვანი მიმართულება ბავშვთა უსაფრთხოება გახლავთ. აქედან გამომდინარე ახლო მომავალში მასზე მუშაობა და საკანონმდებლო ჩარჩოში ასახვა ხელისუფლების დიდი ინტერესი უნდა იყოს“.

როგორ უნდა შევარჩიოთ საბავშვო სავარძელი?

ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, 36 კგ-მდე წონისა და 135 სმ-მდე სიმაღლის ყველა მოზარდი საჭიროებს სხვადასხვა ტიპის სამგზავრო სავარძელს. სავარძელზე დატანილია ინფორმაცია, თუ რა წონისა და სიმაღლის ბავშვისთვის არის განსაზღვრული იგი, ასევე მნიშვნელოვანია სამგზავრო სავარძელი აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს, რაც ეტიკეტზე ECE R129 or ECE R44.04 შტრიხკოდით არის გამოსახული. მნიშვნელოვანია სამგზავრო სავარძლის სწორად დამონტაჟება ავტომობილის სალონში. ინსტრუქცია სავარძლის წიგნშია მოცემული. ყველაზე უსაფრთხო ადგილი სალონის უკანა მხარესაა, თუმცა თუ მშობელი გადაწყვეტს სავარძელი სალონის წინა ნაწილში დაამონტაჟოს, აუცილებელია წინა სავარძლის უსაფრთხოების ბალიშის (Airbag) გათიშვა, რათა გამოირიცხოს დარტყმის დროს გახსნილი ბალიშით ბავშვის დაზიანების საფრთხე.

ახალშობილის მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ რეკომენდებულია 15 თვემდე ჩვილის სავარძლის დამაგრება ავტომობილის მოძრაობის საპირისპირო მხარეს, რათა ძლიერი დამუხრუჭების ან საგზაო შემთხვევის დროს დარტყმის ძალა ბავშვის ხერხემალზე თანაბრად გადანაწილდეს და არ დაზიანდეს.

მოზრდილი ბავშვისთვის რეკომენდებულია ასამაღლებელი სავარძელი, ანუ ბუსტერი, რომლის დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ბავშვი შედარებით მაღლა არის მოთავსებული და უსაფრთხოების ღვედი მას არათუ კისერთან/ყელთან (რაც დარტყმის დროს ტრავმას მიაყენებს), არამედ მხარზე აქვს გადაკრული.

რამდენად შედეგიანია სავარძლის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს?

საქართველოში ათეულობით ბავშვი დაიღუპა ბოლო წლების განმავლობაში. სავარძლების გამოყენება ფატალური შემთხვევების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით საბავშვო სამგზავრო სავარძელი 70%-ით იცავს 3 წლამდე პატარებს, 80%-ით კი 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში 12 წლამდე მოზარდების სიკვდილიანობა 43%-ით შემცირდა ბავშვთა სავარძლების გამოყენებით 9 წლის განმავლობაში. ყველაზე ძვირფასი, ვინც მშობლებს გვყავს, ჩვენი შვილებია და მათი უსაფრთხოების დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. შესაბამისად მნიშვნელობა აქ უნდა ჰქონდეს, გვავალდებულებს თუ არა სამგზავრო სავარძლის გამოყენებას კანონი. როდესაც ვიცით, რომ საგზაო შემთხვევისას ბავშვის მძიმე ტრავმის თავიდან აცილება შესაძლებელია, ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა გავაკეთოთ? ვიმოქმედოთ დღესვე!

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ახალი პაპარაცული ფოტოები პარიზის ქუჩებიდან

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ახალი პაპარაცული ფოტოები პარიზის ქუჩებიდან

July 27, 2022
#OK! ბლეიკ ლაივლის პირველი გამოჩენა მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ წითელ ხალიჩაზე

#OK! ბლეიკ ლაივლის პირველი გამოჩენა მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ წითელ ხალიჩაზე

April 26, 2023
#OK! მაილი საირუსმა კარიერაში პირველი გრემი აიღო სიმღერსთვის -„Flowers“

#OK! მაილი საირუსმა კარიერაში პირველი გრემი აიღო სიმღერსთვის -„Flowers“

February 9, 2024
#OK! სოფი ეცადაშვილი – ხელნაკეთი ექსკლუზიური სამკაული განსხვავებული ხასიათით

#OK! სოფი ეცადაშვილი – ხელნაკეთი ექსკლუზიური სამკაული განსხვავებული ხასიათით

March 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! მაიკლ ჯექსონის წინდები აუქციონზე 6,2 ათას ევროდ გაიყიდა

#OK! მაიკლ ჯექსონის წინდები აუქციონზე 6,2 ათას ევროდ გაიყიდა

August 2, 2025
#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

#OK! პეპლების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა – რა საფრთხე ემუქრება ეკოსისტემას?

August 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები