• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: მერილ სტრიპი

March 29, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსიში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი დაიბადა.
ქალს, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად „თაობის საუკეთესო ქალ მსახიობად“ მოიხსენიებენ,
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში 50-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული
მონაწილეობა. მერილ სტრიპი თავისი დაუვიწყარი როლების გამო 30-ზე მეტჯერ იყო
ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, ხოლო ამერიკის კინემატოგრაფიის ყველაზე პრესტიჟულ
ჯილდოზე 20-ზე მეტჯერ. ამჯერად ვარსკვლავს 8 „ოქროს გლობუსი“ და 3 ოსკარი აქვს
მოპოვებული.

მერილ სტრიპის სასცენო დებიუტი 1975 წელს Trelawny of the Wells -ში შედგა, რომლისთვისაც
დამწყებმა მსახიობმა Tony Awards-ის ნომინაცია მიიღო. ვარსკვლავის კინოკარიერა კი 1977 წელს
ფილმ Julia-ში შესრულებული სადებიუტო როლით დაიწყო.

ეჭვგარეშეა, რომ მერილ სტრიპის შემოქმედებამ კინემატოგრაფიის ისტორიაზე დიდი ზეგავლენა
მოახდინა, თუმცა, ვარსკვლავი ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი მაგალითი არამხოლოდ მისი
როლების, არამედ ცხოვრებისეული არჩევანისა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების გამოა. მერილ
სტრიპი ყოველთვის საინტერესო რჩევებს აძლევს დამწყებ მსახიობებს.

„ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემსა და დამწყებ მსახიობებს, ან შედარებით ნაკლები
გამოცდილების მქონე შემსრულებლებს შორის დაძაბულობა მოვხსნა. შეუძლებელია მუშაობა
მაშინ, როდესაც არსებობს სეპარაცია, არ უნდა იგრძნობოდეს ხელოვნური კედელი, ან დისტანცია
ჩემსა და შემოქმედებით ჯგუფს შორის.“

„ზოგჯერ სპეციალურად ვტოვებ რამდენიმე სიტყვას ტექსტიდან, რომ იფიქრონ ჩემი სათქმელი
აღარ მახსოვს, ყოველთვის ვცდილობ სხვადასხვა გზებით გავაქარწყლო ის ეჭვი და მოლოდინები,
რომლებიც სხვა მსახიობებს აქვთ ხოლმე ჩემს მიმართ. მინდა, რომ სხვებმა იფიქრონ: „შეიძლება
ის ისეთი კარგი არ არის, როგორიც გვეგონა, რომ იყო“. ამის შემდეგ უფრო მშვიდდებიან და ჩვენ
ყველა კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რის შემდეგაც მუშაობა აღარ გაგვიჭირდება“.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავმა ეკრანზე არაერთი დამოუკიდებელი, ძლიერი, ჭკვიანი და
წარმატებული ქალი განასახიერა, ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ცხოვრებისეული სირთულეების
გამკლავების დროს საკმარისად ძლიერი არაა.

„მე არ ვარ ისეთი ძლიერი და მამაცი, როგორც ის ქალები, რომლებსაც განვასახიერებ. შოუ Big Little
Lies ძალიან კარგი იყო ამ მხრივ, ეს იყო სერიები, რომლებზეც მართლა დამოკიდებული ვიყავი.
შესანიშნავი გამოცდილება, რომლის დახმარებითაც ბევრი რამ გავიგეთ, თუ რა ვიცით და რა არ
ვიცით ადამიანების, მეგობრებისა და ახლობლების შესახებ. მინდოდა ამ სამყაროში
ვყოფილიყავი, სამყაროში, რომელიც მათ შექმნეს“.

„ეს სერიალი არის ემანსიპაციის პროვოკაციული აქტი და მამაკაცისა და ქალის ძალების ანარეკლი.
ჩემთვის გამორჩეულია ის მომენტი, რომ ქალებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა და არჩევანის
უფლება ცხოვრებაში“.

„ვფიქრობ, ხშირად ადამიანები მიკერძოებულები არიან ქალების მიმართ, როდესაც საქმე
თავგანწირვას ეხება. კითხვები არ ჩნდება მაშინ, როდესაც საქმე მამაკაცებს ეხებათ, მათ

ყოველთვის თვლიან ადამიანებად, რომლებიც ყოველთვის ბევრს მუშაობენ და საკუთარი
ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. ვფიქრობ, ქალებს უნდა ეძლეოდეთ იმავე შესაძლებლობები
და არ ჰქონდეთ არანაირი სტიგმა, თუკი ისინი აირჩევენ თავიანთ კარიერას ცხოვრების
პრიორიტეტად“.

„ცხოვრებაში მთავარი გადაწყვეტილებების მიღებაა და მე ჩემი არჩევანით ყოველთვის
კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი დრო გავატარე, როდესაც ოთხი შვილი გავზარდე და ძალიან
გამიმართლა, რომ ამ საინტერესო პერიოდის დროს ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემს გვერდით იყო,
ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას.“

საკულტო როლების შესრულების შემდეგ მერილ სტრიპის ცხოვრებაში არაერთხელ დგებოდა
მომენტი, როდესაც მომდევნო როლზე უარის თქმას და ყველაფრისთვის თავის დანებებას
გეგმავდა.

„თითოეული ფილმის შემდეგ ვეუბნებოდი ჩემს მეუღლეს, რომ ამით მორჩებოდა ყველაფერი,
რომ აღარაფრის გაკეთებას აღარ ვაპირებდი. თითოეულ ჯერზე, როდესაც ვემზადებოდი
მომდევნო პროექტისთვის, მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვცდილობდით ერთად
გამოგვესწორებინა ყველაფერი და გაგვექრო ჩემი შიშები“.

„მე მყავს სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთანეთთან, როგორც ოჯახი.
მე ვამაყობ მათით, მაგრამ ვცდილობ ჩემი პოპულარობა მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ
გახდეს, მათ არ უყვართ ამ თემაზე საუბარი და მე ეს ძალიან კარგად მესმის“.
მერილ სტრიპი დამწყებ მსახიობებს ურჩევს კარგად დარწმუნდნენ საკუთარი არჩევანის
სისწორეში, რადგან ზუსტად უნდა იცოდნენ, ეყვარებათ თუ არა ის საქმე, რომლის გაკეთებასაც
აპირებენ.

„ცვლილებაზე ვფიქრობ, როგორც ევოლუციაზე, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური საწყისი
იგივე რჩება. ოთხი შვილის დედობამ დამანახა, რომ ადამიანის პიროვნულობა დაბადებისთანვე
ვლინდება და ვფიქრობ, რომ არც იცვლება. სამაგიეროდ იცვლება გადაწყვეტილებების მიღების
უნარი, სამყაროსადმი შეხედულებისა და დამოკიდებულების უნარი. ადამიანები დროთა
განმავლობაში ვსწავლობთ რაღაცებს და ვცვლით დამოკიდებულებას გარშემომყოფების მიმართ.
ჩემს გარშემო ბევრი მსახიობია, რომლებისგანაც მე ინსპირაციას ვიღებ, მათ გარშემო მეც
თავმდაბალი ვარ“.

„ყოველთვის არ მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი, ადრე მსურდა თარჯიმანი გამოვსულიყავი
და ადამიანებს ერთმანეთის გაგებაში დავხმარებოდი. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს აირჩიოს
სამსახიობო კარიერა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თვალით ეს ყველაფერი ბრწყინვალე და
ღვთაებრივი ჩანს. ზოგჯერ ადამიანებს არ სჯერათ, რომ სამსახიობო კარიერა ყოველთვის
იდეალური არაა. წლების წინ დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: „ხალხი ყველაფერს გააკეთებდა
იმისთვის, რომ წითელ ხალიჩაზე გაევლოთ, ამიტომ დაკტბი ამ მომენტით და მაქსიმალურად
ისიამოვნე, შენ ხომ ვერ შეცვლი იმას, ვინც რეალურად ხარ“.

გაიგე მეტი: მერილ სტრიპი

ასევე გაეცანი

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება
OK! News

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

November 30, 2025
#OK! ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა
OK! News

#OK! ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 28, 2025
#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
OK! News

#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 20, 2025
#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს
OK! News

#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

November 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება – წარმოგიდგენთ 25 ვარსკვლავს, რომლებსაც მსახიობი აქამდე ხვდებოდა

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება – წარმოგიდგენთ 25 ვარსკვლავს, რომლებსაც მსახიობი აქამდე ხვდებოდა

August 31, 2022

#OK! M|catering – ხელოვნება პირდაპირ სუფრაზე

September 3, 2022
#OK! უახლესი კადრები: კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანას როლში

#OK! უახლესი კადრები: კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანას როლში

April 23, 2021
#OK! ხელოვნებაში ხელოვანთა მხარდასაჭერად ელენე აბაშიძის არჩევანი

#OK! ხელოვნებაში ხელოვანთა მხარდასაჭერად ელენე აბაშიძის არჩევანი

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

December 1, 2025
#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

December 1, 2025
#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები