• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! KANI SKIN – ქართული ბრენდი მომხმარებელს ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს

March 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

KANI SKIN არის ქართული ბრენდი, რომელიც ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებულ კანის მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკას ქმნის. OK! გაესაუბრა ბრენდის დამფუძნებელ ანი ვარდოსანიძეს, რათა მან უფრო კარგად გაგვაცნოს KANI SKIN-ის პროდუქცია.

რა იყო KANI SKIN-ის შექმნის მიზანი?

ჩემი მიზანი იყო შემექმნა ისეთი პროდუქცია, რომლის შეძენის სურვილი თვითონ მექნებოდა. უპირველესად კი ეს უნდა ყოფილიყო ვეგანური, ნატურალური და შედეგზე ორიენტირებული. 2020 წელს მე და ჩემმა დამ მარიამმა შევქმენით პირველი პროდუქტი და ეს გახლდათ ტანის სკრაბი. ერთი წელი მხოლოდ ჩვენ ვმუშაობდით და ონლაინგაყიდვებიც გვქონდა, შემდეგ უკვე გავფართოვდით და შევქმენით გუნდი. ჩვენი დიზაინერები არიან ალექსანდრა ბადალიანი და ქეთევან ხოსიაშვილი. ნიკა ქუთათელაძე კი დაგვეხმარა მარკეტინგის მიმართულებით.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

წარმოდგენილია 18 სახის პროდუქცია: სკრაბი, კანის დამატენიანებელი, გასარუჯი ზეთები და ლოსიონები, ასევე, რუჯის შემდგომი ლოსიონები და სხვ. ასევე, დავამატეთ კოსმეტიკური ხაზი. შეგიძლიათ როგორც ჰაილაითერის, ისე ტუჩის გლოსის შეძენა. KANI SKIN არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც დაიწყო tinted moisturized-ის (შეფერილი დამატენიანებელი) შექმნა. წლებია უკვე არ ვიყენებ ტონალურ კრემს და ამიტომ მინდოდა შემექმნა მსუბუქი ტექსტურის, სასარგებლო დამატენიანებელი, რომელსაც ექნებოდა შეფერილობა და შემიცვლიდა ტონალურ კრემს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კოსმეტიკური ხაზი არ არის მხოლოდ გარეგან სილამაზეზე ორიენტირებული − ჩემთვის მთავარია პროდუქტი სასარგებლო იყოს კანისთვის.

 

რა გამოგარჩევთ სხვებისგან ბაზარზე?

სხვა ბრენდებისგან გამოგვარჩევს ინდივიდუალური ხედვა − არავის ვგავართ და არავის ვბაძავთ, ასევე, გამოვირჩევით ახალი იდეებით და ინოვაციური პროდუქციით საქართველოში. გვაქვს საკუთარი უნიკალური რეცეპტები, რისგანაც მზადდება ჩვენი პროდუქცია. ვართ ძალიან გულწრფელები, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის.

დაახასიათეთ, როგორია თქვენი მომხმარებელი?

KANI SKIN-ის მომხმარებელი მრავალფეროვანი, თავდაჯერებული და მეგობრულია. სხვათა შორის, პირადადაც ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე ჩემი მომხმარებლების სახით.

რას ურჩევდით ქალებს თავის მოვლასთან დაკავშირებით?

უპირველეს ყოვლისა მოიშორონ მაკიაჟი ძილის წინ − არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მიცერალური წყალი თუ გამწმენდი რძე, მთავარია, რომ საბოლოოდ სახე მაინც უნდა დაიბანონ. კანს ღამით უნდა შეეძლოს სუნთქვა. და რა თქმა უნდა, აუცილებელი რჩევაა: ზამთარ-ზაფხულ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი.

 

 

რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც ახლა აპირებენ ბიზნესის დაწყებას?

ყველას ვურჩევდი, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება. „იქნებ არ გამოვიდეს“ და სხვა ხელისშემშლელი ფიქრები თავიდან უნდა მოიშორონ და უბრალოდ გააკეთონ. არც ერთი წუთი არ უნდა დაკარგონ ყოყმანში, მთავარია მონდომება და პირველი ნაბიჯის გადადგმა.

რა სჭირდება ქალს პროფესიული მიზნის მისაღწევად?

არ უსმინონ იმ ადამიანებს, რომელთაც მათი არ სჯერათ. მნიშვნელოვანია მეორე ნახევრის დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც ეს ქალბატონი აკეთებს. ქალისთვის აუცილებელია მორალური მხარდაჭერა საყვარელი ადამიანისგან და ოჯახისგან.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ

ძალიან მალე გამოვა ჩვენი ახალი პროდუქტები − მაკიაჟის მოსაშორებელი და სახის ბლაში, რომლებიც დამზადებული იქნება სუფთა ვარდის წყალზე. ასევე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას. KANI SKIN-ისთვის იქმნება მუსიკა, რომელზეც სანდრო წურწუმია მუშაობს. ზაფხულისთვის ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

https://www.facebook.com/kaniskin

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე
Health & Beauty

#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე

October 31, 2025
#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია
Health & Beauty

#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია

October 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სოფო ქორქია – როდესაც გარეგნული სილამაზე და შინაგანი სამყარო ერთმანეთთან ჰარმონიაშია

#OK! სოფო ქორქია – როდესაც გარეგნული სილამაზე და შინაგანი სამყარო ერთმანეთთან ჰარმონიაშია

July 9, 2021
#OK! სუპერმოდელი 50 წლისაა – ბევრისთვის უცნობი ფაქტები ჰაიდი კლუმის შესახებ!

#OK! სუპერმოდელი 50 წლისაა – ბევრისთვის უცნობი ფაქტები ჰაიდი კლუმის შესახებ!

June 1, 2023
#OK! როგორ აარჩიო საშენო სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?

#OK! როგორ აარჩიო საშენო სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?

April 26, 2021
#OK! პრიანკა ჩოპრა ინდური ვოგის გარეკანზე: ვარსკვლავი Acne Studios-ს სამოსით!

#OK! პრიანკა ჩოპრა ინდური ვოგის გარეკანზე: ვარსკვლავი Acne Studios-ს სამოსით!

September 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

November 20, 2025
#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს

#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს

November 20, 2025
#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

#OK! მეტ გალა 2026 – ის თემა ცნობილია

November 20, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები