• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ სოფია ბზეკალავასთან

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! გთავაზობთ ინტერვიუს ასტროლოგ სოფია ბზეკალავასთან, რომელიც გაგაცნობთ 2022 წლის ტენდენციებს, გიამბობთ მოსალოდნელი მოვლენების შესახებ და მოგცემთ საინტერესო რჩევებს. მისი თქმით, წყლის ვეფხვის წელი ადამიანებს არაერთ საინტერესო სიახლეს უმზადებს და ბევრის ცხოვრება შესაძლოა რადიკალურადაც კი შეიცვალოს.

სოფია, გვესაუბრეთ 2022 წლის ტენდენციებთან დაკავშირებით.

ვინაიდან 2022 წლის სიმბოლოს მოლურჯო-მოშავო წყლის ვეფხვი წარმოადგენს, ყველაზე ტრენდული ფერები იქნება შავი, ლეოპარდის პრინტი, ქვიშისფერი და ჩალისფერი. თუმცა მნიშვნელოვანია ასტროლოგია ფანატიზმისგან გავმიჯნოთ და ტანისამოსი, აქსესუარები მხოლოდ ამ ფერების მიხედვით არ შევარჩიოთ, რადგანაც ადამიანი მაშინ არის კომფორტულად, როდესაც აცვია ის, რაც მოსწონს და არა ის, რასაც ურჩევენ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლისთვის მზადების დროს?

ვეფხვი სიმშვიდის მოყვარული ცხოველია და ჩანაფიქრს ყოველთვის უხმაუროდ ასრულებს. შესაბამისად, გირჩევდით ახალ წელს მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში შეხვდეთ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყოველივე ამას მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც უწყობს ხელს. თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. თუ თქვენ გართობის მოყვარული ადამიანი ხართ და რეგულაციებიც ხელს გიწყობთ, შესაძლებელია ხმაურიანი წვეულების მოწყობაც, ვინაიდან ახალი წელი არ დგება 1 იანვარს − ვეფხვი ამოქმედდება პირველი თებერვლიდან.

 

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი ყველაზე იღბლიანი და ვის მოუწევთ სიფრთხილის გამოჩენა?

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ არსებობს ცუდი და კარგი მოვლენები. ადამიანები ამ ქვეყანას ვევლინებით იმისთვის, რომ გავიზარდოთ და განვვითარდეთ. შესაბამისად, ვისთვისაც ეს პროცესი მნიშვნელოვანია, მისთვის სიტყვა „სირთულე“ არ არსებობს, რადგან ყოველი გამოწვევა მისთვის ერთგვარ ტრამპლინს წარმოადგენს, რომელიც ყოველ ჯერზე იძლევა ახალ შესაძლებლობებს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, 2022 წელს მართავს პლანეტა ვენერა, შესაბამისად, კუროს ნიშანი იქნება აღმავალ ფაზაში, განსაკუთრებულად მეტ შანსს მიიღებენ აგრეთვე მაისამდე თევზები, მორიელები და კირჩხიბები, ხოლო ამის შემდეგ ვერძები, ლომები და მშვილდოსნები. ეს წელი ზოგისთვის რთული იქნება, ვინაიდან ვენერას გავლენის გამო, ყველას მოგვიწევს ფასეულობათა სისტემის გადახედვა. 2022 წელი იქნება გასული ორი წლის განმავლობაში მენტალური თვალსაზრისით დაგროვილი გამოცდილების მონეტიზაცია − რა აღმოვაჩინეთ და რა ვისწავლეთ. 2022 წელი გამორჩეულია აგრეთვე ორი მთავარი თემით: ერთი მათგანი ფინანსურია, ვინაიდან სამყარო გადადის ახალ ფინანსურ ღერძზე; მეორე კი სიყვარული, რაც განპირობებულია იმ ძალიან ბევრი სასიყვარულო სამკუთხედით, რომელიც თავს იჩენს. ბევრი ისეთი წყვილი დაშორდება, რომელთაც არათუ სიყვარული, არამედ მერკანტილური დამოკიდებულებები აკავშირებდათ. ასევე, უნდა ველოდოთ ფინანსურ დავებსა და სკანდალებს. დაოჯახდებიან ის ადამიანებიც, რომელთაც წლების წინ არაფერი გამოუვიდათ, გაუმართლებთ მათაც, ვისაც აქამდე ცალმხრივად უყვარდათ. 2022 წელი კარგი იქნება ახალი წამოწყებებისა და ინვესტიციებისთვისაც. თუმცა ეს ყველაფერი არ მოხდება სწრაფად, ვინაიდან კურო ყველაფერს დინჯად აკეთებს და სიჩქარე არ უყვარს. საბოლოოდ კი, შემიძლია გითხრათ, რომ წელს ძალიან ბევრ ადამიანს შეაფასებენ და გადააფასებენ − როგორც პირადი, ისე პროფესიული თვალსაზრისით.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

May 10, 2023
#OK! გალერეა რუმ დიზაინი – ფრანგული წარმოების შპალერი თქვენი ინტერიერისთვის

#OK! გალერეა რუმ დიზაინი – ფრანგული წარმოების შპალერი თქვენი ინტერიერისთვის

November 11, 2022
#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! პარიკების ოთახი – ნატურალური თმისაგან დამზადებული პარიკების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! პარიკების ოთახი – ნატურალური თმისაგან დამზადებული პარიკების მრავალფეროვანი არჩევანი

November 16, 2024

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები