ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება გამორჩეული საჩუქრები და საყვარელი ადამიანების გახარება. საახაწლო სამზადისის მნიშვნელოვანი კომპონენტია საჩუქრები, თემატური აქსესუარები კი განსაკუთრებულად გვეხმარება ადრესატების გაბედნიერებაში.
რამდენიმე წლის წინ, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ბრენდი – კოსმო, რომელიც ორიგინალური და მრავალფეროვანი დიზაინის თემატური ჩანთებითა და აქსესუარებით ანებივრებს მომხმარებლებს. კოსმოში შესალებელია სხვადასხვა თემატიკის საჩუქრის შერჩევა. აქ იპოვნი აქსესუარებს, როგორც საყვარელი ნახატით, ასევე წიგნის ან ფილმის პერსონაჟის გამოსახულებით. კოსმო მომხმარებელს ეხმარება, რათა შეარჩიოს ყველაზე თბილი და ემოციური საჩუქარი.
რაც მთავარია, ეს ბრენდი გაძლევს საშუალებას, შენი საჩუქარი გამორჩეული იყოს სხვებისგან და თუ რატომ გაიგებთ…
აქ ხდება შეკვეთების პერსონალიზება, რაც გულისხმობს: საფულეებზე, ჩანთებზე, აქსესუარებზე სასურველ გრავირებას ან მოხატვას. კოსმოს ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. ბრენდის უნიკალური დიზაინის ჩანთებიდან „ჩოხჩა“ და „თანი“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრშია დარეგისტრირებული.
ადამიანის ცნობიერებაში, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ისტორიას ან ისტორიის გაცოცხლებას, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ის შედმგომ გაგრძელდეს, განვითარდეს და დავიწყებას არ მიეცეს. კოსმოში ჩანთები იქმნება ძველი ქართული ანბანის, თამარ მეფის გვირგვინის და ქართული ეროვნული სამოსის შთაგონებით. ხის დეტალებზე გამოყენებული ორნამენტებიც კი უძველესია. ეს კი გარკვეულწილად ბრენდის იდენტობას უსვამს ხაზს, რადგან ისტორია”კოსმოს” ნამუშევრებით ცოცხლდება.
ბრენდის მიერ შექმნილი საჩუქარი განსაკუთრებულია იმ ნიშნითაც რომ, შენივე დიზაინით შექმნილი კონკრეტული აქსესუარი შეგიძლია უკვდავყო და კოსმოს დახმარებით შექმნა ახალი ისტორია, რომელიც შემდგომ დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა.
ბედნიერება წვრილმანებშია, სწორედ წვრიმლანები და დეტალები ქმნის სინთეზსს, რაც შემდგომ დაუვიწყარ მოგონებებად ილექება ჩვენს გონებაში.
კოსმოში იპოვნი, რაიმეს თბილსა და ემოციურს, რაც შენს ადრესატს ბედნიერს გახდის და რაც მთავარია შენს თავს მოაგონებს. შენ შეძლებ დაანახო, რამდენად მნიშვნელოვანია ის შენთვის და მოიყვანო დაუვიწყარი ახალი წელი, რომელიც მისი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება.
”ჩვენ ვქმნით თემატურ, ფერად ჩანთებს და აქსესუარებს თანამედროვეობის, ხელოვნებისა და ქართული ტრადიციული ელემენტების შერწყმით.
გვაქვს 7 ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი წარმოებული პროდუქცია კი ყველაზე მრავალფეროვანია საქართველოში. პროდუქციას ვაწარმოებთ: ნატურალური ტყავის, კაკლის ხის და მეტალის მასალებისგან. დღეს უკვე 70-ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოებაში.“
ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც ყველა ჩვენგანი განსაკუთრებული ემოციებით ველით, კოსმოელებს გვჯერა, რომ მოსაწყენი დღეების გამრავალფეროვნება და ბედნიერი მომენტების შექმნა, დღევანდელ სამყაროში ადამიანებს ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან საჩუქრის მიღებით გამოწვეული ემოციები დიდხანს იარსებებს ჩვენს მეხსიერებაში, გადატვირტულ და რუტინულ ყოველდღიურობაში კი სწორედ დეტალებია, რაც თავს უკეთესად და გამორჩეულად გვაგრძნობინებს და რაც მთავარია, საკუთარი, ინდივიდუალური, ფერადი სამყაროს სრულქმნაში გვეხმარება.