• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! დირე – კერამიკული ნივთებით გაცოცხლებული ისტორიები

November 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

კომპანია „დირე“ მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ, ორიგინალურ და მრავალფუნქციურ კერამიკულ ნივთებს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული ისტორია აქვს, რაც ქმნის შესაძლებლობას, ინტერიერი გავხადოთ მრავალფეროვანი − როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. „დირეს“ გამოარჩევს ისიც, რომ მისი პროდუქციის შექმნის დროს ერთიანდება არაერთი სფერო − ფერწერა, ქანდაკება, კერამიკა და თეატრალური გამოცდილება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „დირეს“ დამფუძნებელსა და მსახიობს, ლაშა ჯუხარაშვილს.

 

გვიამბეთ „დირეს“ შექმნის ისტორია.

დაახლოებით 7 თვის წინ, პანდემიის პირობებში, როდესაც შინ დავრჩით, გაჩნდა დრო. რაღაც სხვა უნდა გვეკეთებინა. რეალურად, ოჯახში გადავინაწილეთ ჩვენი შესაძლებლობები და დავიწყეთ „დირეს“ აწყობა მე და ჩემმა მეუღლემ. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო ბიზნესის მცდელობები მანამდეც გვქონდა, ეს აღმოჩნდა საქმიანობა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს და რეალურად უფრო მეტად დაბალანსდა რესურსების გამოყენება. ბიუროკრატიულ საკითხებს ძირითადად ქეთევანი აგვარებს. ქანდაკება, ფერწერა, ფორმები, თეატრი − სახელოვნებო სფეროებია, რომლებიც მე ყოველთვის უფრო მეტად მაინტერესებდა და რაღაც სინთეზურს მივაგენი, კერამიკაში გადმოტანა ვცადე და დავიწყეთ კიდეც. ეს ის დრო იყო, როდესაც თეატრებმა დროებით შეაჩერეს საქმიანობა. შესაბამისად, რუსთაველის თეატრშიც ვეღარ ვთამაშობდით სპექტაკლებს, არ იყო გადაღებები, საზღვრები ჩაკეტილი… აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე „დირეს“ სახით შემექმნა პერსონაჟები, რომლებიც თეატრიდან, კინოდან „გადმოვიპატიჟე“ ჩემს სახელოსნოში, უამრავი დრამატურგია და ნაწარმოებია და ზოგადად, ჩვენ გარშემო უამრავი სასაუბრო თემაა, რომელზეც როგორც არტისტს, მინდა საუბარი. ყოველივე ამით ვცდილობთ, „დირეში“ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს, ყველას მნიშვნელოვანი ფუნქცია და მნიშვნელობა მიეცეს, უპირველესად ჩვენთვის, და შემდეგ უკვე საზოგადობისთვის. ჩემი გუნდით ვამაყობ და მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მივიღეთ ქართულ ბაზარზე არსებობისთვის. ეს სტიმული და სიყვარულია, რომელიც ხალხისგან დავიმსახურეთ.

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

მომხმარებელს ვთავაზობთ კერამიკის ისეთ მრავალფუნქციურ ნივთებს, როგორებიცაა ჭურჭელი, ქოთანი, ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორატიული ნივთები. მაგალითად, წიგნის დამჭერები და ა.შ.

სად შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ რამდენიმე მაღაზიასთან, რომლებსაც ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით. აგრეთვე შესაძლებელია ონლაინ შეკვეთის საფუძველზე, სახელოსნოდან გაიგზავნოს მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქცია. ვინაიდან, ამ დროისთვის არ გვაქვს საკუთარი მაღაზია, აქტიურად ვმუშაობთ მის შექმნაზე.

 

 

მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს დიზაინსტუდიოს გამოარჩევს…

„დირეს“ პროდუქციას გამოარჩევს ის, რომ მათი შექმნის პროცესში არაერთ ისეთ სფეროს ვაერთიანებ, როგორიცაა ფერწერა, ქანდაკება, კერამიკა და თეატრალური გამოცდილება. შესაბამისად, თითოეული ნივთი თავის ისტორიას „გიამბობთ“. ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული და შინაარსით გაჯერებული.

 

 

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

ვინაიდან ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ერთად მომიწია „დირეს“ შექმნა, ბუნებრივია, ძალიან ბევრ პრობლემასაც წავაწყდით. მიუხედავად ამისა, არ გავჩერებულვართ და გადავწყვიტეთ როგორც მაღაზიის გახსნა, ისე საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ამ ეტაპზე, ჩვენს ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა ის, რომ შევძელით საკუთარი თავის დამკვიდრება და ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა მომხმარებელთან. ყოველივე ამაში ხელი შეგვიწყო იმანაც, რომ ეს იყო დრო, როდესაც დიდი და ახალშექმნილი კომპანიები თანაბარი შესაძლებლობით უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას. სწორედ ეს ფაქტი გამოვიყენეთ ჩვენ და „დირეს“ პროდუქცია საზოგადოებას ძალიან მოკლე დროში გავაცანით და შევაყვარეთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის
Décor

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის

July 8, 2025
#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია  კესო მუმლაძის ამბავი

#OK! ოკეანის მიღმა – პროფესიული ზრდისა და მიღწევების ისტორია კესო მუმლაძის ამბავი

March 13, 2025
#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

March 23, 2023
#OK! სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: მომღერალი Karen Millen-ის სამოსით და Yves Saint Laurent-ის ჩანთით!

#OK! სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: მომღერალი Karen Millen-ის სამოსით და Yves Saint Laurent-ის ჩანთით!

July 3, 2021
#OK! ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა − საქართველო

#OK! ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა − საქართველო

November 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

July 10, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები