• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ვერსალის სასახლე

November 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ვერსალის სასახლე პარიზის გარეუბანში მდებარე მდიდრული სასახლისა და ბაღებისგან შემდგარი ულამაზესი სანახაობაა. იგი ყველაზე დიდი სასახლეა ევროპაში, სადაც ერთდროულად 20 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა. ეს არქიტექტურული ძეგლი ცნობილია თავისი ბაღებით, შადრევნებით და მდიდრული ინტერიერით. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვერსალის პარკში 1400 შადრევანია. სასახლისა და პარკების კომპლექსი ერთიანი კლასიკური სტილითაა შექმნილი. 1789 წლის რევოლუციამდე, ვერსალის სასახლე ფრანგი მეფეების ოფიციალური რეზიდენცია იყო.

ვერსალის უზარმაზარი პარკი აკურატული ფრანგული ბაღებით უშუალოდ სასახლის მიღმა იწყება. მისთვის დამახასიათებელია იმ ეპოქაში პოპულარული სწორი გეომეტრიული ხაზები. ბევრი მცენარე მუზეუმის ისტორიული საარქივო დოკუმენტების მიხედვით აღადგინეს. აქვეა სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ტროპიკული ხეები და ყვავილები. ზამთარში ისინი სპეციალურ ორანჟერეებში გადააქვთ დაბალი ტემპერატურისგან დასაცავად.

 

ვერსალის სასახლის შემოვლა ერთ დღეში ძალზე ძნელია − მხოლოდ ბაღებს ცხრაას ჰექტრამდე მიწა უჭირავს. სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე სამი სასახლეა: მთავარი, დიდი ტრიანონი და პატარა ტრიანონი. ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აგრეთვე სამეფო საჯინიბოები და მარია ანტუანეტას სოფელი.

 

ტრიანონის პატარა სასახლეს ყველაზე ხშირად მისი ბოლო დიასახლისის − მარია ანტუანეტას სახელს უკავშირებენ. ახალგაზრდა დედოფალი თითქმის მთელ დროს მთავარი სასახლიდან და მისი მოძულე დიდგვაროვნებისგან მოშორებით ატარებდა. პარკის გვერდით გაჩნდა ოპერის შენობა და პატარა უტოპიური სოფელი, სადაც ქალი არარსებული სოფლის ცხოვრებაში იძირებოდა.

ვერსალის სასახლე, იმავდროულად, ხელოვნების ნაწარმოებთა საცავიცაა. აქ იხილავთ ნახატებს, ქანდაკებებს, ავეჯს, საიუველირო ნაკეთობებს. ყველზე ცნობილია სარკეებიანი, სეფედარბაზი (იგივე აპოლონის) და ვენერასი. დანარჩენ სალონებს ბერძნული ან რომაული ღმერთების, ქალღმერთებისა და მითოლოგიური გმირების სახელები ჰქვია: ჰერაკლე, დიანა, მერკური, მარსი და სხვ.

 

1979 წელს ვერსალი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც იუნესკომ მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლე საფრანგეთის დიდების სიმბოლოდ გადაიქცა, დღეს კი მას პარიზში ჩასული უამრავი ტურისტი სტუმრობს. სასახლე ყველას აოცებს თავისი მასშტაბებით და გულგრილს არავის ტოვებს.

 

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „18 საათიანი დიეტით დავიკელი 73 კილო“ – იაკო ჭალაგანიძის გარდასახვა!

#OK! „18 საათიანი დიეტით დავიკელი 73 კილო“ – იაკო ჭალაგანიძის გარდასახვა!

May 6, 2023
#OK! როგორ აღნიშნეს კეტრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა მადლიერების დღე

#OK! როგორ აღნიშნეს კეტრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა მადლიერების დღე

November 26, 2021
#OK! ირინა შეიკი Reformation-ის სამოსით: მოდელი პატარა ლეასთან ერთად!

#OK! ირინა შეიკი Reformation-ის სამოსით: მოდელი პატარა ლეასთან ერთად!

June 4, 2021
#OK! ემილი რატაკოვსკი Harper’s Bazaar-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე

#OK! ემილი რატაკოვსკი Harper’s Bazaar-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე

October 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

October 2, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

# OK! „ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“- ტილდა სუინტონი

October 8, 2025
#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

#OK! სავსემთვარეობა ვერძში – ვისი ცხოვრება შეიცვლება?

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები