• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! Chateau Artwine – გამორჩეულ ღვინოთა არომატების ტანდემი

November 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

უნიკალური გარემო, რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ვაზის არაერთი სახეობა, მარანი და დახვეწილი სასტუმრო − ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც Chateau Artwine-ს განსაკუთრებულსა და უნიკალურს ხდის. კახეთში, ღვინის სამშობლოში ჩამოსულ თითოეულ სტუმარს დახვდება მეგობრული გარემო, გამორჩეულ ღვინოთა არომატების ტანდემი და მასპინძლები, რომლებიც დიდი სიხარულით გაგიხსნიან სასტუმროს კარს. ამდენად, შეუძლებელია, Chateau Artwine-ში მოგზაურობამ დაუვიწყარი მოგონებები არ დაგიტოვოთ. მეტიც − იგი ერთი ნახვით გახდება ადგილი, რომლის მონახულების სურვილი ყველა სეზონზე გაგიჩნდებათ. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Chateau Artwine-ის შემქმნელს, დიმიტრი ბოჭორიძეს.

 

გვიამბეთ Chateau Artwine-ის შექმნის ისტორია.

2013 წელს მე და ჩემმა მეუღლემ, ლეილა მესხმა, სოფელ ართანაში შევიძინეთ ნაკვეთი და დავიწყეთ ვენახის გაშენება, რის შემდეგაც ავაშენეთ სახლი, სადაც დღეს ვცხოვრობთ. ვინაიდან ჩვენ საკუთარი ღვინის წარმოება გვსურდა, მოვაწყვეთ მარანი და დიდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ აგრო-ტურისტული სასტუმროს შექმნა. რაც შეეხება სახელს, Chateau ფრანგული სიტყვაა და ოთხი ძირითადი კომპონენტის − ვენახის, ღვინის წარმოების, სასტუმროსა და მეპატრონეთა სახლის ერთიანობას გულისხმობს. Artwine კი ხელოვნებისა და ღვინის სინთეზს, და სოფელ ართანის პრეფიქსს წარმოადგენს. სასტუმროს შექმნის იდეა 2018 წელს დაიბადა, 2019 წლის ზაფხულში დავიწყეთ მშენებლობა და 2021 წლის 24 ივნისს მივიღეთ პირველი სტუმარი. ამ ეტაპზე ჩვენს სასტუმროში 45 ადამიანია დასაქმებული, მარანში კი 10. აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონურად მათი რაოდენობა იზრდება.

 

created by dji camera

 

გვიამბეთ თქვენთან წარმოდგენილი ღვინის ფართო ასორტიმენტის შესახებ.

ვენახის გაშენება 2013 წელს დავიწყეთ. მისი მთლიანი ფართობი გახლავთ 6 ჰექტარი, რომლის ძირითად ნაწილს, დაახლოებით 4,5 ჰექტარს, მოიცავს საფერავის ჯიშის ყურძენი, ჰექტარზე ოდნავ მეტია რქაწითელი და ჰექტარიც მწვანესა და ქისის ჯიშის ყურძენი. ჩვენ გვაქვს 12 სადუღარი ქვევრი, რომელიც დაახლოებით 24 ტონაზეა გათვლილი. სწორედ მათი დახმარებით ვაწარმოებთ ქვევრის ღვინოს, რომლის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ Chateau Artwine-ში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ აგრეთვე გვაქვს იტალიური ჯიშის ვაშლის ბაღი, რომლისგანაც ვაწარმოებთ ვაშლის ღვინოს − სიდრს.

გვესაუბრეთ თქვენი სასტუმროს შესახებ.

ჩვენი სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი და 32-ნომრიანია. თითოეული ნომერი გამოირჩევა კომფორტულობითა და დიზაინით. აქ მოსულ თითოეულ სტუმარს მუდამ ემახსოვრება ის ულამაზესი ხედი, რომელიც სასტუმროს თითოეული ნომრიდან იშლება. სასტუმრო აერთიანებს მარანს, რესტორანს, ტერასას, ბარს, ღია საცურაო აუზს, საკონფერენციო დარბაზსა და საუნას.

 

როგორ დაახასიათებთ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს?

მთელმა მსოფლიომ დიდი ხნის წინ აღიარა, რომ საქართველო არის ვაზის, ღვინისა და ქვევრის სამშობლო. შესაბამისად, ვფიქრობ, თითოეული ქართველის პასუხისმგებლობაა ის, რომ ქართული ღვინო ყოველთვის იყოს უმაღლესი ხარისხის, რასაც ძალიან დიდი შრომა და განათლება სჭირდება.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მიუხედავად იმისა, რომ Chateau Artwine-ში აგროტურისტული კომპლექსი საკმაოდ საინტერესოდ არის წარმოდგენილი, სამომავლოდ ვგეგმავთ ორი მიმართულებით განვითარებას. მათ შორის ერთი იქნება აგრომიმართულება. ვფიქრობთ, შევქმნათ პატარა სათბური, სადაც ვაწარმოებთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რომელსაც ჩვენი სტუმრები მიირთმევენ. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ვფიქრობთ, სასტუმროს დავუმატოთ მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, დახურული აუზი და ღვინის სპა, რისი რესურსიც გვაქვს სასტუმროს ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ შემეცნებითი კომპონენტის შემუშავების საკითხზეც, ვინაიდან დიდი სურვილი გვაქვს იმისა, რომ Chateau Artwine-ში ტარდებოდეს თეორიული კურსები ვაზისა და ღვინის შესახებ. ყოველივე ამისთვის მოვიწვევთ სათანადო ექსპერტებს და ჩვენი სტუმრებისთვის შევქმნით გარკვეულ პაკეტს. ამასთან, ვაპირებთ მუსიკისა და ლიტერატურის საღამოების მოწყობას. ლიტერატურული საღამოს დევიზი იქნება: „წიგნი კვლავ მოდაშია“.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

June 24, 2025
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება
Gastro

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი
Gastro

#OK! ჩადრაგინები – ბრენდად ქცეული მიზანი

February 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 60 წლის დემი მურის თვალისმომჭრელი გამოჩენა Carolina Herrera-კაბით ამერიკის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოებაზე

#OK! 60 წლის დემი მურის თვალისმომჭრელი გამოჩენა Carolina Herrera-კაბით ამერიკის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოებაზე

November 9, 2023
#OK! როგორ აღნიშნა ქენდის სვეინფულმა დაბადების დღე: წვეულებაზე მიმავალი ვარსკვლავი ირინა შეიკთან ერთად შენიშნეს

#OK! როგორ აღნიშნა ქენდის სვეინფულმა დაბადების დღე: წვეულებაზე მიმავალი ვარსკვლავი ირინა შეიკთან ერთად შენიშნეს

October 22, 2021
#OK! ირინა შეიკი Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სამოსით

#OK! ირინა შეიკი Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სამოსით

April 6, 2021
#OK! რიტა ორასა და ტაიკა ვაიტიტის რომანტიკული მომენტი პაპარაცების ყურადღებას იქცევს

#OK! რიტა ორასა და ტაიკა ვაიტიტის რომანტიკული მომენტი პაპარაცების ყურადღებას იქცევს

November 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

#OK! „წიგნებს მანამდე არ ვკითხულობდი, სანამ ამ როლზე არ ამიყვანეს” – რას კითხულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები?

June 23, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები