• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! PARK HOME – კონცეფცია „ანაგი დეველოპმენტისგან“

November 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

სამშენებლო სექტორში 32-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, კომპანია „ანაგმა“ ახალი მიმართულება განავითარა. ასე გაჩნდა ქართული სამშენებლო ბაზრის ახალი, გამორჩეული და პირველივე ნაბიჯებიდან წარმატებული წევრი „ანაგი დეველოპმენტი“, რომელიც უკვე 2 წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე ხარისხის განსაკუთრებული სტანდარტის დაცვით, კონცეპტუალური პროფილით ოპერირებს.

კომფორტი

„გვაქვს ამბიცია, შევცვალოთ ადამიანების წარმოდგენა სახლზე“, − ეს „ანაგი დეველოპმენტის“ თამამი განაცხადია, რომელსაც კომპანია ბაზარზე გამოჩენის დღიდან თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში ითვალისწინებს. ეს კი, უპირველესად, ადამიანებისთვის სუპერკომფორტული პირობების შექმნას გულისხმობს, როგორც საცხოვრებლის, ასევე კომერციული ინტერესების მიმართულებით.

„ანაგი დეველოპმენტის“ მიმდინარე ორი პრემიუმკლასის პროექტი − Park Home ვაკე და Park Home საბურთალოზე ერთი კონცეპტუალური შინაარსისაა − დააკმაყოფილოს ყველაზე პრეტენზიული, თანამედროვე მოთხოვნების მქონე მომხმარებლების გემოვნება. იქმნება გარემო, სადაც მცხოვრებლებს ტერიტორიიდან გაუსვლელად შეუძლიათ გაერთონ, განიტვირთონ, ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ და იმუშაონ კიდეც. „ანაგი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ორივე პროექტში გათვალისწინებულია ფიტნესცენტრების, აუზებისა და არაჩვეულებრივი რეკრეაციული სივრცეების სახით, რომლის სრულად მოწყობაზეც კომპანია თავად ზრუნავს.

Park Home ვაკეს (ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, ავალიშვილის ქუჩა) უპრეცედენტოდ დიდი, 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე და შიდა, დახურული ეზო აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებით, კომპლექსის მიმდებარედ კეთილმოეწყობა 2 ჰექტარი ფართობის პარკი. პროექტი ასევე მოიცავს საბავშვო მოედანს, გამწვანებულ ტერასებს, სპორტულ მოედანს, ბიზნესცენტრს, ექვსდონიან პარკინგს, შენობის სამ დამოუკიდებელ ლობის კონსიერჟის 24 სთ-იანი მომსახურებით, 25 მ-იან აუზს და ფიტნესდარბაზს.

Park Home საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორია, გაზაფხულის ქუჩა) ვაკის პროექტის კონცეფციის გაგრძელებაა. პროექტი საშუალებას იძლევა, მცხოვრებლებმა მშვიდად და ბედნიერად იცხოვრონ ქალაქის ცენტრში, უმაღლესი სტანდარტით მოწყობილ საცხოვრებელ სივრცეში, და ამავდროულად, რეკრეაციასთან ახლოს, ბუნებასთან ჰარმონიაში. Park Home საბურთალოს რეკრეაციული სივრცე ჯამში 6000 კვ.მ-ია. ოთხდონიანი მიწისქვეშა პარკინგი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ლობი, კონსიერჟის 24/7 მომსახურებით, ფიტნესდარბაზი, საბავშვო და 25 მ-იანი აუზები, კომერციული და საოფისე ფართები − ეს იმ გამაჯანსაღებელი და საქმიანი ინფრასტრუქტურის ჩამონათვალია, რაც Park Home საბურთალოზე მცხოვრებლებს და სტუმრებს სრული კომფორტის შესაგრძნობად დახვდებათ.

Park Home საბურთალოზე დამატებითი სერვისი დახვდებათ იმ მომხმარებლებს, რომელთაც უძრავ ქონებაში ინვესტიცია კომერციული მიზნით განახორციელეს. მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში, კომპლექსის ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს მცხოვრებლების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გაქირავებას.

 

უსაფრთხოება და მშენებლობის ხარისხი

Park Home-კონცეფცია, კომფორტთან ერთად, კიდევ ერთ მთავარ ნიშად მშენებლობის უმაღლეს ხარისხს გულისხმობს. კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, შესაბამისად, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საშენი მასალა გამოიყენება „ანაგი დეველოპმენტის“ კომპლექსების მშენებლობის პროცესში.

ჩაბარების კონცეპტ-სისტემა

„ანაგი დეველოპმენტმა“ Park Home ვაკის პროექტში დაამკვიდრა ბინის ჩაბარების ახალი ფორმატი − „კომფორტ სტანდარტ+“. „კომფორტ სტანდარტ+“ გულისხმობს მომხმარებლისთვის ბინის ჩაბარებას კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობაში, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით, ელექტრო-წერტილების შეუზღუდავი რაოდენობით და ე.წ. ჭკვიანი სახლის ელემენტებით, უმაღლესი ხარისხის მაქსიმალური დაცვით.

Park Home საბურთალოს პროექტში კომპანიამ კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შესთავაზა მომხმარებელს, უფრო მოქნილი გახადა ჩაბარების პირობები და სთავაზობს, როგორც „კომფორტ სტანდარტ+“-ს, ასევე, სრულად გარემონტებული ბინების ჩაბარების პირობას. ახალი პირობის შეთავაზება განპირობებულია მომხმარებლების მხრიდან როგორც საცხოვრებელი, ასევე, ფართებით კომერციული მიზნით დაინტერესების აქტუალურობით. Park Home საბურთალოზე სრულად გარემონტებული ბინის შეძენის მსურველი მომხმარებლები სასურველი სარემონტო მასალების შერჩევას სპეციალურად მოწყობილ შოურუმში შეძლებენ.

 

გადახდის მოქნილი სისტემა და ზუსტი ვადები

„ანაგი დეველოპმენტი“ შიდა გრძელვადიანი უპროცენტო განვადების მოქნილი სისტემით უდიდეს კომფორტს უქმნის თავის ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებელს. გარდა ამისა, კომპანიაში შემუშავებულია საბანკო დაფინანსების უზრუნველყოფის გამარტივებული ფორმა.

კომპანია უდიდეს ყურადღებას უთმობს სამშენებლო ტემპის წინასწარ დადგენილ ვადაზე მორგებას. Park Home-ის ორივე პროექტში მშენებლობის ვადები სტანდარტიზებულია, რომელსაც სამშენებლო კომპანია, ყოველგვარი გადაცდომის გარეშე, მკაცრად იცავს და უზრუნველყოფს პროექტის მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ჩაბარებას. ეს პირობა აბსოლუტურად სრულდება კომპანიის ორივე პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ Park Home ვაკეს მშენებლობა პანდემიური კრიზისის დროს დაიწყო, „ანაგი დეველოპმენტი“ ზუსტად მიჰყვება სამშენებლო პროცედურების წინასწარ გაწერილ გეგმას, ისევე, როგორც Park Home საბურთალოს შემთხვევაში. ამგვარად, Park Home-მობინადრეებს სულ მალე ექნებათ ქალაქის ცენტრში ახალ, კომფორტულ ბინებში და გამწვანებულ გარემოში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა.

 

 

ტექსტი: ნინი ჯიბლაძე

ასევე გაეცანი

#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025
#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს
Décor

#OK! 5 თვის ფეხმძიმე ქალის ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც 25 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების – ინტერვიუ მაია ლაბაძესთან

#OK! დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების – ინტერვიუ მაია ლაბაძესთან

June 17, 2025
#OK! 58 წლის მონიკა ბელუჩის თვალისმომჭრელი ფოტოსესია ესპანური Harper’s Bazaar-ისთვის

#OK! 58 წლის მონიკა ბელუჩის თვალისმომჭრელი ფოტოსესია ესპანური Harper’s Bazaar-ისთვის

September 8, 2023
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023
#OK! #StreetStyle ემილი რატაკოვსკი: მოდელი Adam Selman-ის სპორტული ორეულით!

#OK! #StreetStyle ემილი რატაკოვსკი: მოდელი Adam Selman-ის სპორტული ორეულით!

May 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Love4Kids – პროექტი, რომელიც შშმ ბავშვებს ოცნებებს უხდენს და დაუვიწყარ დღესასწაულებს ჩუქნის

#OK! Love4Kids – პროექტი, რომელიც შშმ ბავშვებს ოცნებებს უხდენს და დაუვიწყარ დღესასწაულებს ჩუქნის

August 5, 2025
#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

#OK! “სილამაზის იდეალური მაჩვენებლები” – როგორები იქნებოდნენ ვარსკვლავები “ოქროს კვეთის” პროპორციების მიხედვით

August 8, 2025
#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

#OK! ვინტაჟური ტანსაცმელი − პიროვნების ორიგინალურად გამოხატვის საშუალება

August 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები