მას შემდეგ, რაც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების “მეტ გალას” წითელ ხალიჩაზე, თვით დემნა გვასალიას ჩათვლით ფრანგული მოდის სახლის სამოსით მაყურებლის წინაშე შვიდი სელებრითი წარსდგა, ქართველი დიზაინერის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.
View this post on Instagram
ჯერ კიდევ “მეტ გალამდე” ამერიკელი რეპერის ქანიე ვესტის ახალი ალბომის Donda-ს პრეზენტაციის კრეატიულ დირექტორად დემნა გვასალია დაინიშნა.
Donda-სთვის შექმნილი თითოეული Listening Party მოიცავდა ბიბლიურ თემებს, რომლებიც გაფორმებული იყო გალობის მსგავსი მუსიკალური ხმოვანი ეფექტებით. ერთ-ერთ პრეზენტაციაზე მაყურებელმა ქანიე ვესტთან ერთად მისი შვილების დედა კიმ კარდაშიანი იხილა, რომელიც სცენაზე საპატარძლო კაბით გამოჩნდა, “ბალენსიაგას“ უახლესი Haute Couture კოლექციიდან.
ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორის ინტერესმა ხელოვნური ინტელექტისა და შავი ფერის სამოსის მიმართ, ქანიე ვესტი განვლილი წლების მანძილზე არაერთხელ მოხიბლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყლით დატბორილ ამფითეატრში, „ბალენსიაგას“ 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია უზარმაზარი LED ეკრანების ფონზე იხილა.
საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის შემდეგ ქანიე ვესტის დიზაინით დემნა გვასალიამ კიმ გარდაშიანისთვის ექსკლუზიურად მეტ გალას ჩაცმულობა შექმნა, რომლის შემდეგაც რეალითი შოუს ვარსკვლავი საზოგადოების წინაშე ქართველი დიზაინერის სამოსით არაერთხელ წარსდგა.
წარმოგიდგენთ კიმ კარდაშიანის 9 გამორჩეულ მოდურ მომენტს გასული კვირებიდან.
ვარსკვლავს ყველგან აცვია “ბალენსიაგა”.