ალისია სილვერსტოუნი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი და მოდელია, რომლის დებიუტიც პირველად ფილმ The Crush-ში, 1993 წელს ეროტიკულ თრილერში შედგა, ფართო საზოგადოებამ კი 1995 წელს კომედიური ჟანრის ფილმში Clueless შესრულებული როლით გაიცნო.
90-იანების საკულტო პერსონაჟი შერ ჰოროვიცი ბევერლი ჰილზის საშუალო სკოლაში დადის, მისი ცხოვრება კი სავსეა თინეიჯერული წვეულებებით, მოულოდნელი სკანდალებითა და საინტერესო თავგადასავლებით.
სერიალის მთავარი პერსონაჟი, რომლის როლსაც ალისია სილვერსტოუნი ასრულებს, საზოგადოებაში ხშირად განიხილება, როგორც 90-იანი წლების საკულტო ჩაცმულობების, გამორჩეული გარეგნობის და ყველასგან განსხვავებული პერსონალური სტილის მქონე “მოდის აიქონის სიმბოლოდ”.
90-იანების საკულტო ვარსკვლავი ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში დიდი აქტივობით გამოირჩევა.
მან Clueless-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოც გააცოცხლა და გამომწერების დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო