• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ZILFI Handmade – სამკაულებში გადატანილი საქართველოს მრავალწლიანი ისტორია

October 1, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

სულ სამი წელია, რაც „ზილფის“ პირველი მტევნები დაიბადა, რამაც 2018 წელს განაპირობა ბრენდ ZILFI Handmade-ის დაარსება, მისი იურიდიულად დარეგისტრირება და დაპატენტება. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა OK!-ისთან საუბრისას აღნიშნა, მისი ინსპირაცია სამშობლოა, ღვინის 8000-წლიანი ისტორია, არქეოლოგია, კულტურა… ვაზი, ღვინო, ქვევრი, არქეოლოგიური წიპწა, რომლის აღმოჩენამ  ღვინის სამშობლოდ გვაღიარა. გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის იდეის ავტორთან და სულისჩამდგმელთან − ფატი კახნიაშვილთან, რომელმაც უამრავი საინტერესო ამბავი გვიამბო ZILFI Handmade-ის შესახებ.

გაგვაცანით ბრენდი. როგორ გაგიჩნდათ იდეა?

იდეა უფრო ჩემი ნოსტალგიიდან მოდის, ბავშვობიდან და იმ ადგილიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია − სამაჩაბლო, ოკუპირებულ ტერიტორიებს მიეკუთვნება. ზუსტად ამ მონატრებამ გამიჩინა ვაზის, ყურძნის, მტევნების, შექმნის იდეა.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბრენდის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. ორი მიმართულება მინდა გამოვყო − სამკაული და აქსესუარები. სამკაულები წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ხაზით: საყურე, სამაჯური, ყელსაბამი, გულსაბნევი… აქსესუარებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით: თმის სამაგრი, გვირგვინი, პერანგის სამკლავურები, ჰალსტუხის სამაგრი, პინები, ღილები − პატარა ქვევრისა და ვაზის ფოთლების ფორმის; მტევანი − საკიდი ღვინის ბოთლზე, ჩარჩოზე და სხვა დეკორის სახით.

 

რა არის თქვენი ინსპირაცია?

ინსპირაცია… ჩემი სამშობლოა, მისი ღვინის 8000-წლიანი ისტორია, მისი არქეოლოგია, კულტურა… ვაზი, ღვინო, ქვევრი, არქეოლოგიური წიპწა, რომლის აღმოჩენამ ღვინის სამშობლოდ გვაღიარა. და ჩემი სამაჩაბლო, მამა − რომელმაც ვაზის სიყვარული მასწავლა.

რატომ ვაზი და წიპწა?

ეს შეკითხვა ხშირად დაუსვამთ… და პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს. ეს იდეა ჩემში უფრო ტკივილმა და ნოსტალგიამ გააღვიძა, სამაჩაბლოს დაკარგვამ და იქ დარჩენილმა მამის საფლავმა, ვაზის სიყვარული კი მისგან ვისწავლე. ჩემი მტევნები თავისუფლების სიმბოლოა, საქართველოს თავისუფლების, წიპწა − მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა, ვაზისა და ქართველთა მოდგმის გადარჩენის ამსახველი.

გვესაუბრეთ ბრენდის წარმატებებზე.

ბრენდის პირველივე ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა და სამწლიანი არსებობის პერიოდში, საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორია შექმნა. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება იტალიას ეკუთვნის − ხელოვნების ქვეყანას, სადაც კონკურსზე ჩემი „ზილფის“ ერთი სამკაულით საქართველოს ისტორია მოვყევი. „ამბავი საქართველოზე…“ − ასე ჰქვია ყელსაბამს, რომელიც საქართველოს სიმბოლოა ჩემთვის. და ასევე ფაქტი, რომ ჩემი ხელნაკეთი, ამეთვისტოს მტევნით დამშვენებული ბაგრატიონების ღვინო, ვატიკანში საქართველოს ელჩმა − ბატონიშვილმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა გადასცა რომის პაპ ფრანცისკეს. ასევე, მნიშვნელოვანია ჩემთვის შემდეგი მიღწევები:

  • 2018 წელი − თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობა
  • 2018 წელი − სიუჟეტი ოლგა ბაბლუანის გადაცემაში „რა დროს ძილია“
  • 2018 წელი − გამოფენა წიგნის პრეზენტაციაზე „ქართული ვაზის ჯიშები“
  • 2019 წელი − პერსონალური გამოფენა სასტუმრო „მეფე გორგასალში“
  • 2019 წელი − „TV პირველი“ − BMG – „საქმიანი დილა“ − სიუჟეტი პერსონალური გამოფენის შესახებ
  • 2019 წელი − „TV პირველი“ − BMG – „საქმიანი დილა“ − სიუჟეტი „დირსის“ პროექტთან დაკავშირებით
  • 2019 წელი − ოლგა ბაბლუანის გადაცემა „რა დროს ძილია“ – „დირსის“ სტარტაპერებთან შეხვედრა
  • 2019 წელი − მონაწილეობა ღვინის ფესტივალზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში
  • 2019 წელი − სტუმრად რადიო „პოზიტივში“, გადაცემა „ბიზნეს პოზიტივი“
  • 2019 წელი − გამოფენა Incinque Open Art Monti გალერეაში, რომი, იტალია
  • 2019 წელი − პერსონალური გამოფენა ხელოვნების უნივერსიტეტში, რომი, იტალია
  • 2019 წელი − მონაწილეობა საერთაშორისო ექსპო გამოფენაში International Fermented Food Expo – IFFE 2019, სამხრეთ კორეა
  • 2019 წელი − მონაწილეობა საქველმოქმედო გამოფენაში, საქართველოს საელჩოს მიწვევით UNWG International Festival – Charity Bazaar, ვენა, ავსტრია
  • 2019 წელი − პერსონალური გამოფენა, სანქტ პოლტენი, ავსტრია
  • 2019 წელი − მონაწილეობა ფესტივალში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში
  • 2019 წელი − მონაწილეობა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის მე-10 საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე
  • 2020 წელი − „სპარკის“ რჩეული ხუთი მეწარმე − ბრენდი მოხვდა რჩეულთა შორის
  • 2020 წელი − მონაწილეობა ახალგაზრდა ხელოვანთა გილდიის გამოფენაში „არტ ისტი“
  • 2020 წელი − მონაწილეობა ონლაინგამოფენაში Hinter den Fassaden. Art against Corona Online
  • 2020 წელი − მონაწილეობა გამოფენებში „შატო მუხრანის რთველი 2020“; „სევსამორას რთველი 2020“, Brand Wine Georgia ღვინის დეგუსტაციები
  • 2020 წელი − მონაწილეობა „პერსონა 2020“-ის დაჯილდოებაში
  • 2020 წელი − მონაწილეობა დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის კოლექციის წარდგენაში
  • 2020 წელი − ბრენდის დიზაინერი და დამფუძნებელი წარდგენილია „პერსონა 2020“-ის ტიტულზე კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2020 წელი − მონაწილეობა გამოფენაში Il gioiello contemporaneo per DIVO C Incinque Open Art Monti გალერეაში, რომი, იტალია
  • 2021 წელი − WELCOME TO GEORGIA − კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ტურიზმი სოფლად“
  • 2021 წელი − „აწარმოე საქართველოში“ − მიკრო და მცირე ბიზნესის კონკურსის დაჯილდოების გამარჯვებული.

 

რა სახის მასალაზე მუშაობთ?

გამოყენებული მასალა ნახევრად ძვირფასი და ძვირფასი ქვებია ბუნებრივი მტევნების შესაქმნელად, ლითონი კი − თითბერი, ვერცხლი და შეკვეთის შემთხვევაში, ოქროც.

ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები და სად შეგვიძლია პროდუქციის შეძენა?

ჩემი ყველაზე სასიხარულო ფაქტი ის არის, რომ არა მხოლოდ ტურისტების მოწონება დაიმსახურა ჩემმა შემოქმედებამ, არამედ ადგილობრივებსაც ძალიან მოსწონთ და არ შემიძლია ჩვენი ემიგრანტები არ ვახსენო, ყველაზე მეტად ისინი ეფერებიან „ზილფის“ ქართულ მტევნებს – მათთვის ეს საქართველოს ნაწილია.

ბრენდის დაარსებიდან, წარმატებით ვთანამშრომლობთ: ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან, „სი ენ ჯი-ს“ გალერეა-მაღაზიებთან, მესტიაში და ბორჯომში, გალერეა „არტ ტენტი“, „თბილისი მოლი“, ღვინის კომპანიები, სასტუმროები და მარნები: „შატო მუხრანი“, „სევსამორა“, „ბადაგონი“ და სხვა.

როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები?

უახლოესი გეგმა იტალიაში, რომში 15-18 ოქტომბერს საკონკურსო გამოფენაზე დასწრებაა, სადაც ჩემი სამკაული, კერძოდ კი ყელსაბამი, რომელიც შექმნილია არქეოლოგიური „წიპწის“ თემაზე, კიდევ ერთ ლეგენდას მოუყვება მსოფლიოს საქართველოზე.

უფრო გრძელვადიან გეგმებში კი ბრენდი ახალ ეტაპზე გადადის − „აწარმოე საქართველოში“ გრანტის მფლობელი გახდა და შეიქმნა სახელოსნო-გალერეა, რაც ბრენდის განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს. დაგეგმილი გვაქვს უფასო სასწავლო ჯგუფების შექმნა იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი გოგონებისათვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის, მათი რეაბილიტაციის, არტ-თერაპიისა და ხელობის შესწავლის, და შემდგომ მათი დასაქმების მიზნით.

 

ასევე გაეცანი

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან
Fashion

#OK! 2026-ის მოდური ტენდენციები მარიამ კუხალაშვილისგან

January 5, 2026
UNIQUE FASHION SHOW NEW YORK
Fashion

UNIQUE FASHION SHOW NEW YORK

December 31, 2025
#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Rake Magazine-ისთვის

#OK! 63 წლის შერონ სტოუნის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Rake Magazine-ისთვის

March 9, 2022
#OK! ისტორიაში პირველად – ვატიკანში პოპ-კონცერტი გაიმართა

#OK! ისტორიაში პირველად – ვატიკანში პოპ-კონცერტი გაიმართა

September 16, 2025
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები 2021 წლის “ოსკარების” დაჯილდოებაზე

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები 2021 წლის “ოსკარების” დაჯილდოებაზე

April 26, 2021
#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

March 21, 2023

კვირის ჰიტები

#OK! TF1-მა ლუვრის ძარცვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

#OK! TF1-მა ლუვრის ძარცვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

January 19, 2026
#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

#OK! ტიმოთი შალამე მარლონ ბრანდოს შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც 30 წლის ასაკში ოსკარის სამი ნომინაცია მიიღო

January 25, 2026
#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები