ინგრედიენტები:
- მარცვლოვანი პური − QUICKBARRY;
- კარაქი − LURPAK;
- ზეითუნის ზეთი − ZUCCHI;
- კრემ-ყველი − ARLA;
- ორაგული − LEROI;
- დიჟონის მდოგვი − BORNIER;
- „ხემსის“ წარმოების წითელი წიწაკის მუსი − მაჰამარა;
- გარგრის ჩირი;
- ლაიმი;
- პომიდორი;
- სოიას სოუსი;
- სეზამის მარცვლები;
- მარილი;
- პილპილი.
მომზადების წესი
2 ნაჭერი QUICKBARRY-ის უსაფუვრო პური გავხუხოთ ტაფაზე 20 გრ LURPAK-ის უმაღლესი ხარისხის კარაქთან და 10 გრ ZUCCHI-ს ზეითუნის ზეთთან ერთად, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში;
მზა გახუხულ პურს გადავუსვათ 50 გრ მაჰამარა, 50 გრ ARLA-ს კრემ-ყველი, და ზემოდან მოვათავსოთ 1 ცალი თხლად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მწიკვი მარილი და ცოტაოდენი შავი პილპილი;
პარალელურად, ცალკე ვამზადებთ ორაგულს კრემ-ყველთან ერთად.
ორაგული კრემ-ყველთან ერთად: 200 გრ LEROI-ს ორაგული დავჭრათ კუბებად, დავუმატოთ სუფრის კოვზი სოიას სოუსი, ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი BORNIER, სუფრის კოვზი ARLA-ს კრემ-ყველი; დავაწუროთ 1 ცალი ლაიმი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და კარგად მოვურიოთ. არსებული მასა გადავიტანოთ უკვე ნახევრად გამზადებულ გახუხულ პურზე.
გემრიელად მიირთვით!