• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! GULFფილოსოფია – კარგი ადამიანები კარგ კომპანიას ქმნიან

September 30, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქართველი მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მზარდი ნავთობკომპანია Gulf Georgia უკვე ათეულ წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, 140 ავტოგასამართი სადგურით სრულიად საქართველოს მასშტაბით. „გალფი“, როგორც სწრაფად განვითარებადი კომპანია, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს წარმოადგენს, 2000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით. კომპანია ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა და მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. ამ რეალობის ერთ-ერთი დასტურია სწორედ „გალფ სკოლა“, რომელიც კომპანიამ თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების მიზნით ჩამოაყალიბა.

ეს ჩვენი − ქართული OK!-ის მოკლე ექსკურსია კომპანიის ირგვლივ, თუმცა მართლა დამაჯერებელ და გულწრფელ ინფორმაციას კომპანიის კორპორაციულ ეთიკასა და განწყობაზე ვისგან შევიტყობთ, თუ არა თავად იმ ადამიანებისგან, რომლებიც უკვე წლებია ერთგულად ემსახურებიან „გალფს“. როგორია მათი ემოციური დამოკიდებულება სამსახურისა და სამუშაო გარემოს მიმართ და რას ნიშნავს მათთვის „გალფი“ − სწორედ ეს შეკითხვები დავუსვით „გალფის“ ხუთ ერთგულ თანამშრომელს, რომელთა პასუხებსაც სტატიაში წაიკითხავთ.

ედუარდ ხუხუა − ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი და მაღაზიის ადმინისტრატორი

9 წელია, რაც „გალფში“ ვმუშაობ. თავიდან კლიენტთა მომსახურების ოპერატორი ვიყავი, შემდეგ − ცვლის უფროსი და ახლა ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი ვარ. რა შემიძლია გითხრათ „გალფზე“? ეს კომპანია თანამშრომლების ზრდაზე, განვითარებაზე, კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული. აქ ურთიერთობები ძირითადად ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. მთავარი პრინციპი, რაც კომპანიასა და თანამშრომლებს შორის უცვლელია, არის სწორედ ეს − ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა. ძალიან მშრომელი, ერთგული თანამშრომლები მყავს, რომლებიც ასევე საკმაოდ დიდი ხანია − წლებია, რაც „გალფში“ მუშაობენ.

 

თამარ თიბელაშვილი − რუსთავის ფილიალების ადმინისტრატორი

„გალფში“ 2013 წელს, მოლარის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. 2015 წელს დავწინაურდი და რუსთავის ორი ფილიალი ჩამაბარეს. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის „გალფი“ ყველაფერია, ოჯახია. საკმაოდ დიდი დროა უკვე, რაც აქ ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. იმდენად კარგად, რომ არც მიფიქრია სხვაგან წასვლა. ყველაზე ძალიან რაც მომწონს ისაა, რომ ნებისმიერი პრობლემის წამოჭრის დროს, ამ კომპანიაში მარტოდ არასოდეს ვგრძნობ თავს. ასეთ დროს მთელი გუნდი ერთვება და ერთობლივად გვარდება პრობლემა. ეს არის ძალიან კომფორტული, გუნდური ურთიერთობა. 2017 წელს კომპანიაში დამაჯილდოვეს, როგორც წლის საუკეთესო თანამშრომელი და ამან გაათმაგებული მოტივაცია მომცა. „გალფში“ კარგად ხედავენ და აფასებენ თანამშრომლების შრომას და რაც მთავარია, ზრუნავენ დასაქმებულების კარიერულ ზრდაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე.

 

რუბენ აკოფოვი − ოპერატორი

თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ უკვე 10 წელია „გალფში“ სტაბილურად ვარ დასაქმებული. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ, სადაც მართლაც საუკეთესო პირობები გვაქვს შექმნილი სამუშაოდ. ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს. ოპერატორებს წინასწარ განსაზღვრული ცვლების მიხედვით გვიწევს მუშაობა და თუ რაიმე მიზეზით საჭირო ხდება, დამატებითაც ვმუშაობ. მთავარია, არ ვუღალატო კომპანიას − ეს ჩემთვის მთავარი პრინციპია. „გალფი“, თავის მხრივ, ყოველთვის მხარში გვიდგას აქ დასაქმებულებს და ჩვენც, თანამშრომლები, ვცდილობთ, კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ, რათა ეს უღალატო დამოკიდებულება და ერთგულება ორმხრივი იყოს.

 

ფატი კოპალეიშვილი − „გალფ სთორის“ კატეგორიის მენეჯერი

2013 წლიდან ვმუშაობ „გალფში“. ჩემი აქ მუშაობის პირველ პოზიციაზე ავტოგასამართი სადგურის პირველი ქალი-მენეჯერი ვიყავი, შემდეგ რამდენიმე ობიექტის მენეჯერი გავხდი და ბოლოს, უკვე „გალფ სთორის“ კატეგორიის მენეჯერად დავწინაურდი. 2013 წელს მოლარის პოზიცია უნდა დამეკავებინა, მაგრამ პირველსავე გასაუბრებაზე მივიღე შემოთავაზება, გავმხდარიყავი სადგურის მენეჯერი. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ ძლივს ვასხვავებდი ერთმანეთისგან ბენზინსა და დიზელს.

„გალფში“ გატარებული წლები ჩემთვის თვითრეალიზების, სიამაყის, საკუთარი თავისადმი რწმენის ამაღლების პერიოდია, რომელიც მაქსიმალურად გამოვიყენე ასევე განათლების დონის განსავითარებლად. გავიარე მთელი რიგი ტრენინგები, მათ შორის, „გალფის“ მაქსიმალური ხელშეწყობით. კომპანიაში წინსვლის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა გვაქვს და შესაბამისად, მეც მქონდა მოტივაცია, მეტად განმევითარებინა უნარები და ცოდნა. ჩემთვის „გალფი“ არის სიმშვიდის, სიამაყის, თანადგომის, მხარდაჭერის შეგრძნებების ერთობლიობა. სურვილი მიჩნდება, ყველგან და ყველასთან ვთქვა, რამდენად კარგ და ჯანსაღ კომპანიაში ვმუშაობ. შვებულების ბოლო დღეებში ყოველთვის მიხარია, რომ მალე უნდა დავბრუნდე სამსახურში. მენატრება ხოლმე ჩემი სამუშაო გარემო და გარემოცვა.

 

 

მარი ხანთაძე − ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი

„გალფში“ 8 წლის წინ, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, შემდეგ გადავედი მაღაზიის ადმინისტრატორად და ახლა უკვე ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი ვარ. ჩემთვის ეს კომპანია ასოცირდება წინსვლასთან, თანამშრომლების ზრდასთან − მეც ხომ დაბალი პოზიციიდან დავიწყე და ნელ-ნელა მაღლა მივიწევ. ჩემი სამსახური ჩემთვის წინსვლა და თვითრეალიზაციაა. არასოდეს ყოფილა მომენტი, რომ მეთქვას, მეზარება სამსახურში წასვლა-მეთქი. ჩემთვის დიდი კომფორტია, რასაც აქ ვაკეთებ. ძალიან მომწონს საკუთარი საქმე.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026
საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი ბიონსეს ბრენდის Ivy Park-ის უახლეს კამპანიაში

#OK! ირინა შეიკი ბიონსეს ბრენდის Ivy Park-ის უახლეს კამპანიაში

November 28, 2022
#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

#OK! ვარსკვლავების 15 კაბა, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

October 16, 2021
#OK! ამწე ლიფტი ჟირაფი – საჭირო სერვისი ბაზარზე

#OK! ამწე ლიფტი ჟირაფი – საჭირო სერვისი ბაზარზე

July 18, 2025
#OK!  როგორ ვატაროთ სპორტული სამოსი ეფექტურად – გვასწავლის ტინა კუნაკი

#OK! როგორ ვატაროთ სპორტული სამოსი ეფექტურად – გვასწავლის ტინა კუნაკი

May 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

February 6, 2026
#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები