ბარბადოსელი მომღერლის, Rihanna–ს ბრენდის, Savage X Fenty–ს შოუს პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ ლოს–ანჯელესში გაიმართა, რომელსაც ისეთი ვარსკვლავებიც დაესწრნენ, როგორიცაა სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი.
ჯიჯიმ არჩევანი მონოქრომულ სტილზე შეაჩერა. მას Versace–ს თეთრი ორეული ეცვა, რომელსაც ამავე ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ოქროს და ბრილიანტის აქსესუარები შეუხამა.