კაია ჯორდან გერბერი ამერიკელი მოდელია. ის სუპერმოდელი სინდი კროუფორდის და ბიზნესმენი რანდე გერბერის ქალიშვილია. მოდის ინდუსტრიაში კაია ბავშვობაში მოხვდა და ადრეულ ასაკშივე დიდ წარმატებას მიაღწია. თავდაპირველად მას სარეკლამო კამპანიებში იღებდნენ, ხოლო 2017 წელს მისი დებიუტი შედგა, მას შემდეგ British Fashion Awards-მა ის წლის მოდელად დაასახელა, ასევე მან ითანამშრომლა უამრავ ცნობილ დიზაინერთან, ბრენდთან და არა ერთი ცნობილი გამოცემის, მათ შორის Vogue-ის გარეკანი დაამშვენა.
წარმატებული სამოდელო კარიერის გარდა კაია არაჩვეულებრივი გემოვნებით და იმიჯით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ OK! წარმოგიდგენთ კაიას გამორჩეულ მოდურ მომენტებს: