„ფორსაჟის“ ვარსკვლავმა დვეინ ჯონსონმა ახალი სახლი ჯორჯიას შტატში $ 9,495,000 მილიონად შეიძნა.
47 წლის ვარსკვლავის სახლის ტერიტორიაზე კერძო ფერმაა, დაქირავებულ მომვლელებთან და 12 ცხენთან ერთად.
მსახიობის სახლში 8 საძინებელი ოთახია, უზარმაზარი მისაღები ოთახი, ვინტაჟური ბარი, ბიბლიოთეკა, ოფისი და ძველებური ავეჯი.
“ფორსაჟის” ვარსკვლავი ახალ სახლში გადასვლას ოჯახთან, 3 ქალიშვილთან და ცოლთან ერთად გეგმავს.