• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! რჩევები განსხვავებული მოგზაურობისთვის – მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროები

July 19, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ტურისტებს ღირსშესანიშნაობებით, ძვირადღირებული სასტუმროებითა და კვების ობიექტებით იზიდავენ. თუმცა ნელ-ნელა იზრდება ტენდენცია, როცა მოგზაურობის მოყვარული ადამიანები განსხვავებულ და ცოტა უცნაურ სასტუმროებს ირჩევენ, სადაც ისინი ახალ შეგრძნებებს, ემოციებსა და დაუვიწყარ მოგონებებს იძენენ. სწორედ ასეთ სასტუმროებზე გვინდა მოგიყვეთ.

Treehotel − შვედეთი

Treehotel 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა. მისი ოთახები ულამაზეს ფიჭვის ხეებზეა განთავსებული, მიწიდან 20 მეტრის სიმაღლეზე, რაც თავს გიგანტური ჩიტის ბუდეში წარმოგადგენინებთ. ეს ადგილი ყველანაირ შესაძლებლობას გვიქმნის იმისათვის, რომ დროებით გამოვეთიშოთ გარესამყაროს და ვიპოვოთ სულიერი ჰარმონია. უჩვეულო სასტუმრო მდინარე ლულეს მახლობლად მდებარეობს და აქ დასვენება წლის ნებისმიერ სეზონზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 

 

Kakslauttanen Arctic Resort − ფინეთი

სასტუმრო ფინეთში, კეკონენის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს მინის კაბინებს, რომლებიც გარკვეული მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებული და თითოეულს თავისი დამოუკიდებელი ბაღი აქვს. ზამთარში სასტუმროს მომსახურებას ემატება თევზჭერა და თხილამურებით სრიალი, ხოლო ზაფხულში შესაძლებელია ნავებით სეირნობა და ლაშქრობების მოწყობა. სასტუმროს აქვს ეგზოტიკური კერძების 2 რესტორანი, ტრადიციული ფინური რესტორანი და საუნა.

 

 

Bryant Park Hotel, Godiva Chocolate Suite − აშშ

Godiva Chocolate Suite მცირე ზომის სასტუმროა ნიუ იორკში, რომელშიც ბევრი ჩვენგანი ინატრებდა მოხვედრას. სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი მთლიანად შოკოლადისგანაა შექმნილი. ავეჯი, აბაჟურები და აქსესუარები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია.

 

 

Giraffe Manor − აფრიკა

 

Giraffe Manor კენიაში, ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს. სასტუმრო ნამდვილად განსაკუთრებულია როგორც მდებარეობით, ისე დიზაინით. იგი აშენებულია 1930 წელს და ამ ეპოქის არტდეკოს სტილშია გადაწყვეტილი.

სასტუმროს მისაღები და ნომრები ელეგანტური ძველებური ავეჯითაა მოწყობილი. განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ულამაზესი ბაღები, ტერასები და ვერანდები. სასტუმროს გარს არტყავს ულამაზესი ტყე, რომელიც სავსეა ეგზოტიკური ცხოველებითა და ფრინველებით. მათგან ყველაზე თამამები ჟირაფები არიან, რომლებიც სასტუმროს ბაღებში დასეირნობენ. მოშინაურებული ჟირაფები დამსვენებლებს საოცარ განწყობას უქმნიან. ისინი თავის ლამაზ, გრძელ კისერს ყოფენ სასტუმროს ფანჯრებში და სიამოვნებით მიირთმევენ სტუმრისგან გაწვდილ სპეციალურ საკვებს. ჟირაფები ხანდახან სტუმრებისთვის განკუთვნილ საუზმესაც მიირთმევენ.

 

 

Hotel Palacio de Sal − ბოლივია

 

16-ოთახიანი სასტუმრო Palacio de Sal in Uyuni მთლიანად მარილისგან არის აგებული. მარილი შეკუმშულია მრავალპროფილურ აგურად, რომელიც დამზადებულია ადგილობრივი ხელოსნების მიერ. სასტუმროს აქვს კეთილმოწყობილი საძინებლები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. სასტუმროს მომსახურება მოიცავს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და აუცილებლად სანახავი ადგილის მონახულებას, როგორიცაა მარილის უდაბნო Salar de Uyuni. ეს გახლავთ მინერალური მარილით დაფარული სრულიად სიურრეალისტური ადგილი, სადაც არ ცხოვრობს არცერთი ცოცხალი არსება.

 

 

Manta Resort − ტანზანია

ეს არაჩვეულებრივი სასტუმრო, სახელწოდებით Manta Resort აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ტანზანიაში მდებარეობს. ინდოეთის ოკეანის წყლებში მოდრეიფე მინისასტუმრო ძალიან უჩვეულო ადგილია ღამის გასათევად.

 

 

Hotel Costa Verde − კოსტა რიკა

 

კიდევ ერთი უჩვეული და ულამაზესი სასტუმრო Hotel Costa Verde კოსტა რიკაში მდებარეობს. ხშირად ახალდაქორწინებულები სწორედ ამ სასტუმროს ირჩევენ ქორწილის გადახდის ადგილად. არარეალური ატმოსფერო ფოტოებიდანაც აღიქმება.

მისი უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ სტუმრებს ღამის გათევა ძველ, მაგრამ ახლა უკვე განახლებულ ბოინგში შეუძლიათ, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროს წარმოადენს.

სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს ჯუნგლებისა და ოკეანეების საოცარ ხედებს. საძინებლები აღჭურვილია კონდიციონერით და თითოეულს აქვს საკუთარი აბაზანა.

 

 

Les Cabanes du Bois Landry − საფრანგეთი

 

სრულიად ექსტრაორდინარული სასტუმრო პარიზიდან 90 წუთის სავალზე − მუხის ხეებზე განთავსებული ხის ქოხები, რომლებიც ერთმანეთს კიბეებით და ხიდებით უკავშირდება. სასტუმროს მფლობელების გადაწყვეტილებით, ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შესანარჩუნებლად, აქ არ აქვთ გაყვანილი ელექტრობა და წყლის სისტემა.

 

ასევე გაეცანი

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025
#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად
OK! News

#OK! მიმართულებები რომანტიკული მოგზაურობის დასაგეგმად

August 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 16 წლის ქართველი მოდელის დებიუტი Dolce & Gabbana-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე!

#OK! 16 წლის ქართველი მოდელის დებიუტი Dolce & Gabbana-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე!

October 2, 2021
#OK! ნანუკა გულუას შვილის პირველი ფოტოები

#OK! ნანუკა გულუას შვილის პირველი ფოტოები

October 10, 2022
#OK! ფაფები მთელი ოჯახისათვის

#OK! ფაფები მთელი ოჯახისათვის

July 11, 2022
#OK! უხასიათო დედა?! -მელანია ტრამპს შვილისადმი დაბადების დღის მოლოცვის გამო აკრიტიკებენ

#OK! უხასიათო დედა?! -მელანია ტრამპს შვილისადმი დაბადების დღის მოლოცვის გამო აკრიტიკებენ

March 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 45 წლის ვენუს უილიამსი დაქორწინდა

#OK! მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 45 წლის ვენუს უილიამსი დაქორწინდა

December 24, 2025
#OK! ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც 2025 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც 2025 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

December 23, 2025
მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება!  სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება! სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

December 23, 2025
#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

#OK! ლორენ სანჩესმა 56-ე დაბადების დღე კარდაშიანებთან ერთად აღნიშნა

December 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები