• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! PARACO ადგილი, სადაც ხარისხი ყველაზე პრიორიტეტულია

July 9, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

Paraco უკვე ერთი წელია ერთგულად ემსახურება მომხმარებლებს და მათ სთავაზობს მაღალ სტანდარტს მორგებულ სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს. მისი შოურუმი 12 ივნისს ავეტიკ ისაკიანის ჩიხის N2-ში საზეიმოდ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია Paraco-ს ნამუშევრები. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Paraco-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თათია მიხელიძეს.

სულ ცოტა ხნის წინ საზეიმოდ გახსენით Paraco-ს საწარმო და შოურუმი. გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, Paraco საქართველოში ერთი წლის წინ დაარსდა, ფერეიდნელი ქართველების მიერ. კომპანიას თავიდანვე დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულმა რეგულაციებმა და შექმნილმა ვითარებამ გვაიძულა ნელი ნაბიჯებით დაგვემკვიდრებინა თავი ავეჯის წარმოების ბაზარზე. ერთი მხრივ, ყოველივე ეს კარგიც კი იყო, რადგან გვქონდა დრო, კარგად გაგვეაზრებინა და სწორად გვეპასუხა მომხმარებლის დაკვეთისთვის, რომელიც ნამდვილად მრავალფეროვანი და ძალიან ინდივიდუალურია. როგორც კი ეკონომიკური შეზღუდვები შემსუბუქდა, ჩვენმა გუნდმა მაშინვე დაიწყო მზადება ოფიციალური გახსნისთვის და მომხმარებლის ფართო მასისთვის ჩვენი პროდუქციისა და შესაძლებლობების წარსადგენად.

12 ივნისს Paraco საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება გაიმართა თბილისში, ავეტიკ ისაკიანის ჩიხი N2-ში. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ინფოტურს საწარმოში და დაეთვალიერებინათ ჩვენი ნამუშევრები შოურუმში. მათ პირადად ხვდებოდნენ კომპანიის დამფუძნებლები და უზიარებდნენ მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებს Paraco-ს გეგმებზე საქართველოში და არა მხოლოდ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის ბიზნესის მენეჯერები, ტელევიზიისა და ბეჭდური მედიის თანამშრომლები.

 

 

გვესაუბრეთ იმ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია Paraco-ს შოურუმში.

შოურუმში განთავსებულია ნიმუშები Paraco-ს 2021 წლის სამზარეულოსა და სააბაზანოს კოლექციიდან. ასევე, საგარდერობო ოთახის ავეჯი და Hyundai-ს ბრენდის კორიანის ქვის მასალები, რომლის იმპორტსაც ექსკლუზიურად ჩვენ ვახორციელებთ საქართველოში. კორიანის ქვის გამოყენება მრავალი მიმართულებით არის შესაძლებელი, მისი თვისებებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენს კოლექციაში ყველაზე ხშირად სამზარეულოს ზედაპირის, სააბაზანოს ავეჯისა და სასადილო მაგიდის დიზაინში შეხვდებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Paraco-ს სამზარეულო იტალიური სტანდარტის სრული დაცვით და მაღალი ხარისხის მასალებით მზადდება.

მთავარი ნიშა, რომელიც Paraco-ს პროდუქციას გამოარჩევს…

მთავარი ნიშა, რომელიც ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს, უპირველესად, ეს არის საწარმო, რომელიც უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი, სრულად ავტომატიზებულია და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. საწარმოს უდიდესი შესაძლებლობები გვაძლევს საშუალებას, შეკვეთის შესრულების დრო რამდენიმეთვიანი ლოდინის ნაცვლად, 2-3 კვირამდე დავიყვანოთ. ამასთან, ჩვენი კომპანიის დამფუძნებლების მეგობრული და მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლის ბიუჯეტს.

გვიამბეთ საწარმოში მომუშავე თანამშრომლების შესახებ.

ზოგადად, ჩვენს კომპანიაში, ვცდილობთ გენდერული ბალანსი მაქსიმალურად იყოს დაცული და ამასთან, ხელი შევუწყოთ ქალების განვითარებას ჩვენს ბიზნესში. კომპანიაში, 9 დეპარტამენტიდან 4-ს სწორედ ქალბატონები ვხელმძღვანელობთ. საწარმოშიც დასაქმებული გვყავს გოგონები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ საკუთარი საქმე და განვითარებასაც ამ მიმართულებით გეგმავენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთანაც, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების დასაქმებას. Paraco − მულტიკულტურული კომპანიაა, სადაც გამოცდილი, საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან დასაქმებულნი.

სამომავლო გეგმები.

გეგმები ნამდვილად დიდი გვაქვს. უახლოესი 2 წლის განმავლობაში, დაგეგმილია საქართველოში ყველაზე დიდი საწარმოს და შოურუმის აშენება/მოწყობა, რომელიც ერთგვარ hub-ს შექმნის ჩვენს რეგიონში. სწორედ აქედან განვახორციელებთ ექსპორტს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. დაგეგმილი ინვესტიციების ოდენობა აჭარბებს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისთვის ამ დარგის განვითარებას და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

Paraco-ს საკონტაქტო ინფორმაცია:

Facebook: Paraco

კომპანიის ნომერი: 514 20 02 00

მისამართი: ავეტიკ ისაკიანის ჩიხი N2

https://paraco.ge/

ტექსტი: მარიამ რეხვიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად
Décor

#OK! 13 ორიგინალური იდეა საახალწლო საჩუქრების შესაფუთად

December 9, 2025
#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

October 11, 2022
#OK! “ჯეისონი ყოველთვის მხარს მიჭერს, როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღება მიწევს” – ორსული როუზი ჰანტინგტონი ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ გულახდილად საუბრობს

#OK! “ჯეისონი ყოველთვის მხარს მიჭერს, როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღება მიწევს” – ორსული როუზი ჰანტინგტონი ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ გულახდილად საუბრობს

December 27, 2021
#OK! მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოვლენები – 2022 წლის შეჯამება

#OK! მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოვლენები – 2022 წლის შეჯამება

December 23, 2022
#OK! Single Lady: კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოები, რომლებშიც ის განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანს

#OK! Single Lady: კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოები, რომლებშიც ის განსაკუთრებულად ბედნიერი ჩანს

March 25, 2021

კვირის ჰიტები

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

სადაც ცოდნა შედეგს ქმნის – ეკატერინე აღამანაშვილის პროფესიული გზა და საერთაშორისო ხარისხის აკადემიის მისია

December 21, 2025
#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები