• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! Justin Timberlake – NSYNC-დან დინამო არენამდე

June 17, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

23 ივლისს  Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს  Justin Timberlake ეწვევა-აღნიშნულ ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს. კონცერტი თბილისში, დინამო არენაზე  გაიმართება. ბილეთების  გაყიდვა 8 აპრილის 12:00 საათიდან TKT.GE-ზე დაიწყება.  ფასს რაც შეეხება,  ბილეთის საწყისი ღირებულება  125 ლარია, VIP ბილეთების ფასი კი 1400 ლარს შეადგენს.

 

 

ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მსოფლიოს მასშტაბით  არტისტის  54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სიმღერაა გაყიდული.

მომღერლის მუსიკალური კარიერა 30 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ის  ცნობილი ბოიბენდის, NSYNC-ის სოლისტი გახდა. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა. არტისტი პოპის, დენსისა და R&B-ის  ჟანრებში GRAMMY-ს ათი ჯილდოს მფლობელია, ჯეი-ზისთან კოლაბორაციის შედეგად კი, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეოსტრიმი მოიპოვა.  გარდა ამისა,  მას ეკუთვნის Emmy-ს ოთხი ჯილდო მუსიკალურ-იუმორისტულ შოუში – Saturday Night Live  შთამბეჭდავი გამოსვლებისთვის.

 

 

ამასთანავე, ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს DreamWorks-ის ანიმაციური მიუზიკლი TROLLS-ს. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა Can’t Stop the Feeling კი 2017 წელს გამოსული Trolls Holiday-იდან, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი. არტისტმა 2024 წლის 15 მარტს გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was, რომელშიც 18 ახალი სიმღერა შედის, მათ შორის ისეთი  ჰიტები, როგორებიცაა: Selfish და No Angels.

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და არაერთ ცნო­ბილ ფილ­მში, მათ შორისაა: „The Social Network“, „Friends with Benefits“ და „In Time“.

 

პირადი ცხოვრება და გახმაურებული რომანები

მუსიკალური კარიერის გარდა, ჯასტინ ტიმბერლეიკი ცნობილია თავისი სკანდალური პირადი ცხოვრებითაც. მისი რომანები არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი.  ურთიერთობა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან თუ ცნობილ მომღერლებთან მუსიკოსის ცხოვრებას  მეტად საინტერესოს ხდის.

 

რომანი ბრიტნისთან:

 

1999-2002 წლებში მსახიობს  ურთიერთობა ჰქონდა ბრიტნი სპირსისთან. წყვილის  რომანი მაშინ დაიწყო, როცა ბრიტნი 17-ის, ჯასტინი კი 18 წლის იყო. მათი დაშორების მიზეზი,  როგორც ცნობილია, პოპის დედოფლის ღალატი გახდა.

 

ურთიერთობა კამერონ დიაზთან

2003 წლიდან ჯასტინს  კამერონ დიაზთან ჰქონდა გახმაურებული რომანი. როგორც ცნობილია, წყვილის ურთიერთობა 2006 წელს დასრულდა, თუმცა, ამის მიუხედეავად, ისინი კვლავ ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას, წყვილი 2007 წელს ერთად   წარსდგა  ანიმაციური ფილმის „შრეკი“ პრემიერაზე, 2011 წელს კი  ფილმში „ცუდი მასწავლებელი“  მსახიობებმა ერთად იმუშავეს.

 

ქორწინება ჯესიკასთან-2012 წელი

 

 

ჯასტინი ტიმბერლეიკი 2012 წელს დაქორწინდა მსახიობ ჯესიკა ბილზე.  წყვილს ორი შვილი ჰყავს, ვაჟები- 9 წლის საილასი და 4 წლის ფინესი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის მანძილზე არაერთხელ დაიწერა ტიმბერლეიკის ღალატისა და წყვილის შესაძლო  განქორწინების შესახებ, ჯესიკა და ჯასტინი დღემდე ერთად არიან და   მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი შვილები ნაკლებად გახდნენ  საზოგადოებისა და პაპარაცების  განხილვის საგანი:

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს ბავშვობა და ამასთანავე,  გვსურს, რომ საზოგადოება არ მოექცეს მათ განსხვავებულად მხოლოდ ჩვენი საქმიანობის გამო”- აღნიშნა  Mirrors-ის შემსრულებელმა.  

 

 

23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს 44 წლის მსოფლიო ვარსკვლავის   ჰიტებს .

ცნობისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკი 2025 წლის მსოფლიო ტურნეს  4 მაისს  მექსიკიდან იწყებს და 20 ივლისს საფრანგეთში დაასრულებს. თბილისში 23 ივლისს კონცერტის გამართვის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ვებგვერდზე ამ დროისთვის  არ არის განთავსებული.

 

ასევე გაეცანი

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას
OK! News

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 24, 2026
Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო
Uncategorized

Medibridge Global – კომპანია, რომელმაც 2025 წელს ორი ქართველი სტუდენტის უფასო სტაჟირება უზრუნველყო

February 14, 2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში  VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა
Décor

როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში VitrA Warranty: 10 წელი სიმშვიდე „კედლის მიღმა

February 15, 2026
#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა
OK! Business

#OK! რატომ გჭირდებათ მაღაზიაში POS სავაჭრო პროგრამა

January 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რობი კოლტრეინი გარდაიცვალა – ჰარი პოტერის ვარსკვლავი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! რობი კოლტრეინი გარდაიცვალა – ჰარი პოტერის ვარსკვლავი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 16, 2022
#OK! კრისტენ სტიუარტი და მისი მეგობარი ქალი დილან მეიერი დაინიშნნენ

#OK! კრისტენ სტიუარტი და მისი მეგობარი ქალი დილან მეიერი დაინიშნნენ

November 3, 2021
#OK! ირინა შეიკი გამომწერებს თამამ კადრებს უზიარებს

#OK! ირინა შეიკი გამომწერებს თამამ კადრებს უზიარებს

May 14, 2021
#OK! ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის, კონტურული პლასტიკის ექიმ და ესთეტიკურ გინეკოლოგ თამუნა ბურჯანაძესთან

#OK! ინტერვიუ ესთეტიკური მედიცინის, კონტურული პლასტიკის ექიმ და ესთეტიკურ გინეკოლოგ თამუნა ბურჯანაძესთან

January 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

February 25, 2026
#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები