• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის

September 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიურ სიახლეებთან ფეხის აწყობა აუცილებელია, რათა მუშაობისა თუ სწავლის პარალელურად ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნება შეძლო. სწორად შერჩეული საყოფაცხოვრებო ტექნიკა საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად ეფექტურად დაისვენო და განიტვირთო იმისთვის, რომ სხვა საქმეებს დასვენებული და ენერგიით სავსე შეეჭიდო. თუმცა, ხარისხის, ინოვაციური გადაწყვეტებისა და ბიუჯეტის სწორად დაბალანსება ყოველთვის მარტივი არ არის.

ეს მიმართულებები იდეალურად აქვს დაბალანსებული იაპონურ გიგანტ Sony-ს, რომელიც უკვე ათწლეულებია ბაზრის ლიდერია. მილენიალებს კარგად გვახსოვს საკულტო Walkman-ი, რომელმაც მუსიკის მოსმენის წესი სრულიად შეცვალა. Sony დღესაც ხარისხისა და ინოვაციის სიმბოლოა, ახალ თაობაში კი სახელი სათამაშო კონსოლებითა და ჭკვიანი აუდიო-ვიდეო ტექნიკით გაითქვა.

მწარმოებლის ფილოსოფია დაარსების დღიდან არ იცვლება: Sony-ს ტექნიკა უპირველესად ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, კომპანია ყურადღებით სწავლობს მომხმარებლების სურვილებს და ყოველი ტექნიკური ინოვაცია, ყველაზე მცირეც კი, გათვლილია უპასუხოს კონკრეტულ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

 

შექმენი შენი პირადი კინოთეატრი

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მომხიბვლელი ასპექტი სხვადასხვა მოწყობილობის იდეალური სინერგიაა.

სონის ტელევიზორები მხოლოდ ხარისხიანი ეკრანი და მკაფიო გამოსახულება არაა – კომპანიამ კარგად იცის, რომ ამ მინიმუმს ყველა თანამედროვე ბრენდი აკმაყოფილებს, ამიტომ ახალი თაობის მოდელებში ისეთი ინოვაციური გადაწყვეტები ჩააშენა, რომელიც ბრენდის ექსკლუზივია. მაგალითად, Bravia სერიის მოდელებში ინტეგრირებული Cognitive Processor XR ტექნოლოგია კადრს რეალურ დროში ამუშავებს. ეს ჭკვიანი ჩიპი გამოსახულებას ზუსტად ისე აწვდის მაყურებელს, როგორც ადამიანის თვალი და ტვინი აღიქვამს რეალობას.

Triluminos Pro სისტემას ფერების გამორჩეულად ფართო პალიტრა აქვს და კონტრასტსაც მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს. ეკრანზე ფერები ზუსტად ისეთი ჩანს, როგორიც რეჟისორმა გადაღებისას ჩაიფიქრა.

ინტელექტუალური სენსორები ოთახის განათებას აფასებენ და სიკაშკაშეს ავტომატურად არეგულირებენ. ახალი მოდელების უმეტესობა იყენებს Google TV პლატფორმას, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია მარტივად იპოვოს არა მხოლოდ ფილმები თუ სერიალები, არამედ სხვა საჭირო აპლიკაციებიც. ახალი თაობის სონის ტელევიზორი ერთგვარი ჭკვიანი სახლის ცენტრალური ჰაბია.

 

მოაწყვე გეიმინგ კუთხე, რომელიც მაქსიმალურად რეალისტურ სამყაროს ქმნის

ვირტუალური გართობის ყველა მოყვარულისთვის წმინდაა ფლეისთეიშენის სახელი. ალბათ არ არსებობს გეიმერი, რომლის ვიდეოთამაშებით გატაცება სწორედ ამ ლეგენდარული კონსოლით არ დაიწყო.

PlayStation 5 ვირტუალური სამყაროს სრულიად ახალ ეპოქას ქმნის – მოთამაშეებს 4K გაფართოებას და წამში 120 კადრის განახლების სიხშირეს სთავაზობს. ულტრასწრაფი SSD მეხსიერება თამაშების ჩატვირთვის დროს მინიმუმამდე ამცირებს.

როდესაც სონის ტელევიზორთან წყვილდება, ჭკვიანი Bravia ეკრანი ავტომატურად ცნობს ახალ კონსოლს. ის მომენტალურად რთავს ოპტიმიზებულ გეიმინგ რეჟიმს და დამოუკიდებლად გადადის დაბალი შეყოვნების ფორმატში. PlayStation 5 გათვლილია მოთამაშის ყველა ბრძანება უსწრაფესად აღიქვას, რაც ისეთ თამაშებში, რომელიც რეაქციის სისწრაფეს მოითხოვს, ხშირად გამარჯვების საწინდარია.

აქვე უნდა ვახსენოთ ცნობილი DualSense კონტროლერების ჰაპტიკური უკუკავშირი და ადაპტიური ტრიგერები. სონის ჯოისტიკი ვიბრაციის სხვადასხვა დონეებს იყენებს, რათა მოთამაშემ თითოეული ვირტუალური მოძრაობა რეალურად შეიგრძნოს, მაგალითად, უკუდარტყმის ძალა იარაღის გასროლისას ან მანქანის დამუხრუჭებისას.

იმისთვის, რომ იდეალური სახლის კინოთეატრი და გეიმინგის კუთხე მოიწყოთ, დაათვალიერეთ სონის ტექნიკა ალტაში – უდიდესი არჩევანი გათვლილია ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი მაქსიმალურად მოერგოს.

 

დატოვე ხმაურიანი ქალაქი გარეთ და დაისვენე აბსოლუტურ სიჩუმეში

დღევანდელ გადატვირთულ რიტმში სიმშვიდე ნამდვილი ფუფუნებაა. განსაკუთრებით, თუ ხმაური სახლშიც გაწუხებს და დასვენების საშუალებას არ გაძლევს. სონის აუდიო სისტემები გათვლილია დაგეხმაროს შენი სახლი მაქსიმალურად დაიცვა გარე ხმაურისგან და მაქსიმალურად ისიამოვნო საყვარელი ფილმით, პოდკასტით თუ ვიდეოთამაშით დამღლელი დღის ბოლოს.

ფლაგმანური Sony ყურსასმენები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და სრულად დამსახურებულად. ისეთი მოდელები, როგორც WH 1000XM5 და WF 1000XM5 სერიები, ხმაურის ჩახშობის მძლავრ ტექნოლოგიას იყენებენ. ჩაშენებული V1 და QN1 ჩიპები მრავალ მიკროფონთან ერთად გარე ხმაურს იდეალურად ფილტრავს. LDAC კოდეკის დახმარებით ხმის გადაცემა უსადენოდაც უმაღლესი ხარისხით ხდება. ეს ტექნოლოგია სტანდარტულ ბლუთუზ კავშირთან შედარებით სამჯერ მეტ მონაცემს ატარებს. ამ ინოვაციების დახმარებით მარტივად შეძლებთ შუა ქუჩაში ყოფნისასაც კი გაფილტროთ ზედმეტი ხმაური.

სახლის თანამედროვე ინტერიერში სულ უფრო პოპულარული ატრიბუტი ხდება სონის საუნდბარებიც. განსაკუთრებით, თუ სახლის კინოთეატრის მოწყობა გსურს, ტელევიზორის გამოსახულების ხარისხს მოცულობითი ხმის აუდიო სისტემა საუკეთესოდ შეავსებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს HT A სერიის მოდელები, რომლებიც Dolby Atmos მხარდაჭერას იყენებენ. მოწინავე 360 Spatial Sound Mapping ტექნოლოგია ოთახში ხმის თანაბარ გავრცელებას უწყობს ხელს და სივრცეში ფანტომურ დინამიკებს ქმნის.

 

რატომ უნდა შეიძინო Sony-ს ორიგინალი ტექნიკა ალტაში?

პრემიუმ კლასის მოწყობილობები დიდი ინვესტიციაა და შესაბამისი მომსახურებაც სჭირდება, ამიტომ სანდო პარტნიორის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ალტა უკვე ათწლეულებია საქართველოს ბაზარზე ათობით ცნობილი ბრენდის ავტორიზებული შემომტანია. შეძენისას გაქვს სრული გარანტია, რომ წარმოდგენილი ტექნიკა სრულად ავთენტურია, შეძენისას კი იღებ ქარხნულ გარანტიას. სონი ალტაში ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი: ონლაინ პლატფორმაზე თუ ფიზიკურ მაღაზიებში შეძლებთ შეიძინოთ ტელევიზორები, სათამაშო კონსოლები, პორტატული დინამიკები და სხვადასხვა აქსესუარი.

თუ ზუსტად არ იცი, რომელი მოდელი შეეფერება შენს საჭიროებებს, შეგიძლია პლატფორმაზე დეტალურ აღწერას გაეცნო ან უახლოეს ფილიალს ესტუმრო, სადაც ალტას წარმომადგენელი სიღრმისეულ კონსულტაციას გაგიწევს. მეტიც, სრული სიმშვიდისთვის, შეგიძლია სთხოვო კონსულტანტს, სასურველი ტელევიზორი თუ აუდიო სისტემა იქვე, შენს თვალწინ ჩართოს და შეამოწმოს. დატესტე ტექნიკა ადგილზე და თავად ნახავ, როგორ გაგიმარტივებს და გაგიუმჯობესებს ყოველდღიურობას ხარისხიანი, თანამედროვე მოწყობილობები. #განახლებისდროა

 

 

პარტნიორის კონტენტი

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა
OK! News

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა

October 23, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები