• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! შექმენით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული პროექტი „ჰუროსთან“ ერთად

May 20, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ჰურო“ − ეს არის არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელი ბრენდი, რომელსაც დამკვეთთან დიალოგის გამართვითა და გარემოს კონტექსტის გათვალისწინებით, გამოჰყავს ფუნქციით ნაკარნახევი ოპტიმალური არქიტექტურული ფორმა. კომპანია იყენებს თანამედროვე პროგრამებსა და ტექნიკას, ზედმიწევნით იცნობს საჭირო კანონმდებლობას, ხოლო აქ მომუშავე გაწაფული არქიტექტორები ბავშვობიდან ამ პროფესიაზე ოცნებობდნენ. როგორია „ჰუროს“ ქართულ ბაზარზე ოპერირება, რა სახის მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს, როგორია დამკვეთებთან მიდგომა და კონცეფცია? ყოველივე ამის შესახებ OK!-ს, კომპანიის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი, ტატიანა ბაშელეიშვილი უამბობს.

რამდენია ხანია, რაც კომპანია „ჰურო“ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?

„ჰურო“ მზეს 2021 წლის იანვარში დაენახა პირველად. პირველსავე დღეს ორი ძალიან საინტერესო დამკვეთი გამოგვიჩნდა − ერთი საქართველოდან, მეორე კი ესპანეთიდან. მეგობრებისა და ოჯახის წევრების თავშეყრისთვის აგარაკის დაპროექტება იყო პირველი დავალება ბაზალეთის ტბასთან ახლოს, ხოლო მეორე − შავიზღვისპირეთისთვის შესაფერისი საცხოვრებელი სახლის დაპროექტება. ასეთმა საოცარმა დასაწყისმა კიდევ უფრო მეტად შეგვასხა ფრთები და შთაგვაგონა არქიტექტურული ბრენდის შენების გზაზე თამამად დგომა. ჩვენი არქიტექტორები სტუდენტობის პირველსავე კურსიდან მუშაობდნენ სხვადასხვა პროექტზე და აი, გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადავწყვიტეთ, ერთობლივად შეგვექმნა კომპანია, რომელიც დამკვეთთან ერთად ისაუბრებდა არქიტექტურულ გამოცდილებაზე და არა მხოლოდ კვადრატულ მეტრებზე.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

საოცნებო ინდივიდუალური სახლის წარმოდგენისას, მიწის ნაკვეთის მფლობელებმა ხშირად თვითონ არ იციან დაზუსტებით, რა და როგორ უნდათ, რაც ბუნებრივია. ძირითადად, გონებაში აქვთ რაიმე მონახაზი, სილუეტი ან კადრი კინოდან თუ ინტერნეტიდან. ამავდროულად, ერთია, იცოდნენ, როგორი ფასადი და გეგმარება უნდათ და მეორე − რამდენად აღსრულებადია მათი სურვილი მუნიციპალური სამსახურის კანონმდებლობით: რა სახის დოკუმენტაცია არის საჭირო? სად და როგორ უნდა მოხდეს მისი წარდგენა? რაიმე ახალი რეგულაცია ხომ არ არის? − იმდენი შეკითხვა ჩნდება, რომ ეს საოცნებო სახლი თითქოს სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. სწორედ აქ არის საჭირო „ჰურო“− ჩვენ ყველა იმ მომსახურებას ვაერთიანებთ, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად − იქნება ეს პერსონალური არქიტექტურული კონცეფციის შექმნა, არსებულის განახლება, მიწის ნაკვეთების, არეალის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, განაშენიანების რეგულირების (დეტალური) გეგმის მომზადება, ლანდშაფტის დიზაინი, ტოპოგრაფია, კონსტრუქციული პროექტი, შიდა აზომვითი ნახაზები თუ სხვა რამ − ყველაფერს ვაგვარებთ, დამკვეთის ზედმეტი შეწუხების გარეშე. ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი სურვილები და საჭიროებები ჩვენთან დიალოგის შედეგად აქციონ სიცოცხლისუნარიან პროექტად და ჩვენ ვიყოთ სრული არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელი კომპანია.

 

გვესაუბრეთ კომპანიის კონცეფციასა და მიზანზე.

„ჰუროში“ გვწამს, რომ ფიზიკური კომფორტის ზონის დაპროექტება შესაძლებელია და ამ ზონაში ადამიანი ყველაზე ბედნიერი იქნება. კომფორტის ზონა კი ადამიანმა უნდა დატოვოს მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ დაუბრუნდეს, ძალები აღიდგინოს.

ზოგადად, არქიტექტურას აქვს უდიდესი გავლენა კეთილდღეობაზე, ვინაიდან ყველანი შენობებში ან შენობების გარემოცვაში ვატარებთ დღეღამეს. გვჯერა, რომ სრულყოფილი ცხოვრებისთვის ყოველდღიურობაში უნდა არსებობდეს ფიზიკური ადგილი, რომელსაც ადამიანები გულწრფელი სიამოვნებით დაუბრუნდებიან ხოლმე.

მიდგომა, ტექნიკა და პროგრამები, რომლებსაც იყენებთ…

მიდგომა ასეთი გვაქვს: ფუნქცია კარნახობს ფორმას. „ჰუროში“ დამკვეთთან დიალოგის გამართვითა და გარემოს კონტექსტის გათვალისწინებით, გამოგვყავს ფუნქციით ნაკარნახევი ოპტიმალური არქიტექტურული ფორმა.

ვინაიდან ვიყენებთ თანამედროვე პროგრამებსა და ტექნიკას, ზედმიწევნით ვიცნობთ საჭირო კანონმდებლობას, ხოლო ჩვენი არქიტექტორები ბავშვობიდან ამ პროფესიაზე ოცნებობდნენ.

ეს გახლავთ იმ პროგრამებისა და ტექნიკის მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ვიყენებთ: ArchiCAD, AutoCAD, Adobe Photoshop, 3D Max, Blender, უპილოტო საჰაერო ხომალდი (დრონი), ლაზერული მანძილმზომები და ა.შ.

გუნდი, რომელიც „ჰუროს“ უკან დგას…

„ჰუროს“ გუნდი აერთიანებს არქიტექტორებს, ტოპოგრაფებს, ურბანისტებს, დიზაინერებს, კონსტრუქტორებს. გვყავს მოწვეული ბრენდის სტრატეგები: სალომე დოლიძე, სანდრო ჯავახიშვილი. ასევე, გრაფიკული დიზაინერები: გიორგი ღუდუშაური, ნიკა ხვედელიძე.

ხოლო ჩვენი წამყვანი არქიტექტორი და თანადამფუძნებელი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრი, ოთო ხელაშვილია.

რა მიგაჩნიათ კომპანიის უპირატესობად?

„ჰუროში“ მომუშავე ადამიანები ვიზიარებთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ღირებულებებს:

მნიშვნელოვანი საქმე − ყოველი დაკვეთა განიხილება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი დამკვეთის ცხოვრების გზაზე;

ინდივიდუალური მიდგომა − თითოეული დაკვეთა არის ინდივიდუალური კონტექსტისა და ისტორიის არქიტექტურული პროექტირება სივრცეში;

გარემოს პატივისცემა − პიროვნული პრეფერენციების გათვალისწინებასთან ერთად, ჩვენი პროექტი ყოველთვის იქნება მორგებული გარემოსა და ეკოსისტემას;

კომპეტენცია − კრეატიულობასთან ერთად, „ჰურო“ ყოველთვის ისწრაფვის არქიტექტურული ცოდნისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად;

კრეატიულობა − წარმოსახვის უნარი, შთაგონება და გამომგონებლობა არის ის, რაც მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობას სასიამოვნოს ხდის.

სამომავლო გეგმები…

ამჟამად მიზანი გვაქვს, რომ ბევრი ფიზიკური კომფორტის ზონა დავაპროექტოთ და ვიყოთ ძალიან ნაფიქრი პროექტების ავტორი არქიტექტურული კომპანია. გვინდა, ხელი შევუწყოთ არქიტექტურის მნიშვნელობის აღქმასა და დადებით გავლენას ცხოვრების ხარისხზე.

 

ტელეფონის ნომერი: +995 597 77 12 72

მის.: თბილისი,

დავით აღმაშენებლის გამზირის 46

ელ.ფოსტა: architects@huro.ge

Facebook:  HURO • ჰურო

ასევე გაეცანი

#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „არასდროს მინდა აქაურობის დატოვება“ – ნუცა ბუზალაძის ფრანგული არდადეგები!

#OK! „არასდროს მინდა აქაურობის დატოვება“ – ნუცა ბუზალაძის ფრანგული არდადეგები!

November 12, 2023
#OK! იზაბელ გოულარტი დევიდ კომას ბლეიზერით კანის 74-ე კინოფესტივალზე

#OK! იზაბელ გოულარტი დევიდ კომას ბლეიზერით კანის 74-ე კინოფესტივალზე

July 8, 2021
#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

September 21, 2023
#OK! ცხოვრება ალერგიასთან ერთად – ბიძინა კულუმბეგოვი

#OK! ცხოვრება ალერგიასთან ერთად – ბიძინა კულუმბეგოვი

August 28, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

June 24, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები