• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ზურაბ კახაბრიშვილი – სამხედრო ექიმობიდან ოლიმპიელთა ექიმობამდე

September 7, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი, არამარტო ქართულ სპორტში, ძალიან გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. სპორტამდე, კახაბრიშვილი სამხედრო ექიმი გახლდათ. „9 აპრილის მოვლენების დროს, ძალიან უსუსურად ვიგრძენით თავი. მაშინ მოდაში იყო ლექციების გაცდენა, თუ რუსულად გიკითხავდნენ ლექციას. კარების აჭედვა. მალევე ვინანე − სწავლა უდიდესი ინვესტიციაა, აფხაზეთის ომში უკვე სპეციალური გადამზადების შემდეგ წავედი, ბოლოს გარნიზონის უფროსი ვიყავი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა ვერ გავაგრძელე, ძალიან არეულობა იყო“, − იხსენებს OK!-ისთან ზურა ექიმი.

„მამა, საქართველოს აბსოლუტური ფალავანია ქართულ ჭიდაობაში. სამბოში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მე − ძიუდოისტი. მწვერვალები სპორტში ვერ დავიპყარი, მაგრამ „მოვიწამლე“. როგორც მწვრთნელს ან ექიმს, მაინც მინდოდა შედეგის ჩვენება. ისე, თსსუ-ს სახელით უნივერსიადა მოვიგე, სტიპენდია მქონდა 150 მანეთი, ჭკუაზე არ ვიყავი. სამხედრო ექიმობა შევწყვიტე და დავბრუნდი ძიუდოში მწვრთნელად, შემდეგ ვლადიმერ ნუცუბიძემ ძალით მასწავლა იაპონური ტერმინები და ძიუდოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ერთად გავხდით. მწვრთნელობის პარალელურად, მოსაყინი, დოლბანდი, ბამბა მუდამ მქონდა და სპორტსმენებს ვუვლიდი. ნელ-ნელა ჩემი მეგობრების, დღეს დიდი ფარმაცევტული კომპანიების მფლობელების, დახმარებით, პატარა სამედიცინო კაბინეტი მოვაწყვე, კუპონების პერიოდია! ჯანო ბაგრატიონის დროს დამაყენეს დელეგაციის მთავარ ექიმად, სიდნეის ოლიმპიადაზე ვიყავი მწვრთნელიც, მსაჯიც, ექიმიც, საკანდიდატოც დაცული მქონდა, მეგობრებიც დამეხმარნენ, ფინანსურად წელში გავიმართეთ, შემდეგ უკვე მოვიდა ბადრი პატარკაციშვილი და გაჩნდა ბიუჯეტი. ასანიძე დაგვეხმარა პარლამენტიდან, ბიუჯეტი გაგვიზარდა. გჯერათ, ამერიკელებისა და იაპონელების ნაგავში ვიქექებოდი და ასე გავიგე ბევრი პრეპარატის შესახებ, ენერგეტიკების და ა.შ. ასე, ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს კი არა, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებსაც ვპატრონობთ. 2004 წლიდან არის საუბარი, რომ დაარსდეს სპორტული მედიცინის ცენტრი, მაგრამ… მეფოკუსეაო, მაინც წერს შედეგებსო“.

 


მაგრამ ახლა ხომ უკვე აშენდება?

ბექაურმა რომ მოიგო, იმ დღეს მოაწერა კახა კალაძემ ხელი ცენტრის მშენებლობას, „ნიუ ვიჟენის“ ტერიტორიაზე აშენდება. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხდი მსოფლიოს სპორტული სამედიცინო ელიტის წევრი. საბოლოოდ, თსსუ-ში შეიქმნა სპორტული მედიცინის ფაკულტეტი და მივხვდი, რომ სჯობდა საკუთარი სტუდენტებისგან შემექმნა გუნდი. ვალერი ახალკაცთან ერთად დავიწყეთ და მივიღეთ ის, რომ დღეს ოლიმპიადის 9 ექიმიდან, ყველა ჩვენი სტუდენტია. ძალიან მეამაყებიან, და ხშირ შემთხვევაში, ჩემგან დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ძალოსნების ექიმმა, ჭინჭარაულმა რაც გააკეთა!.. ფაქტობრივად, პლესნოის მედალი მისი დამსახურებაა.

რას ნიშნავს კარგი სპორტსმენი?

ტაქტიკა, ტექნიკა, ფიზიკა, ფუნქცია, ფსიქოლოგია! შეიძლება ხუთივე არ გქონდეს ერთნაირად განვითარებული, მაგრამ კარგმა სპორტსმენმა უნდა იცოდეს აღიარება, რომ მან წააგო! ასე შეძლებს გამოასწოროს და შეავსოს!

და ხუთივე რომ ჰქონდა, ან აქვს?..

ამ ოლიმპიადამ კარგად დამანახა. ლაშა ბექაური! 1000% ჰქონდა ფსიქოლოგია, განწყობა! ტრავმასაც აჯობა, მეც მაჯობა და ყველას აჯობა. გენოს რაღაც მომენტში უმტყუნა ნერვებმა. აუხსნელი ამბავი მოხდა. იგივე თუშიშვილს.

ქალები სპორტში…

გვაკლია. ამის გამო ვიღუპებით ძიუდოში და ჭიდაობაში. მინდა ბევრი ქალი ჭიდაობდეს.

როგორია ქალი სპორტსმენი, ემოციური? ფსიქოლოგიურად მდგრადია?

ქალი სპორტსმენები ამ მიმართულებით უფრო მაგრები არიან! გამძლეობა უკეთესი გაქვთ.

სპორტსმენები არიან ჯანმრთელები?

პრაქტიკულად, არიან. ყველა ვარჯიში არის მიკროტრავმა და მთავარია ფსიქორეაბილიტაცია, განსაკუთრებით − „კოვიდ-19“-ის შემდეგ. არ დავიწყებ ბანალურად − ჯანსაღი ცხოვრება და ა.შ. შეიყვანეთ ბავშვები სპორტზე! ყველა არ გამოვა ოლიმპიელი, მაგრამ გამოვა კარგი პოლიციელი, კარგი სამხედრო და ა.შ. სახელმწიფო დონეზე რატომ მინდა სპორტული მედიცინა ავიდეს? აი, რომ გაიგებენ ხორვატს, ხომ ასოცირდება სპორტთან? სერბეთზე წყალბურთი, საქართველოს რომ გაიგებენ − ღვინო, დუდუკი და ქალები კი არამარტო… მხოლოდ ლაშა ტალახაძე კი არა, ბევრი უნდა იცოდნენ!

თქვენ უფრო დიდი გულშემატკივარი ხართ თუ თქვენი ქალიშვილი ანანო? ის ყველა ოლიმპიადაზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე, ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია?

ალბათ, ანანო. ისეთ დღეში ვარდება, წივის, კივის, ყველაფერი გულთან მიაქვს…

გენოს ფინალზე გადასხმები დაგჭირდათ… ამ ემოციების გამო უყვარხართ ხალხს…

არადა, 13 წელიწადში ერთხელ ვტირი. ყველამ იცის, რომ ხმამაღალი და უხეში ადამიანი ვარ. 2008 წლის ტირილი იყო გამარჯვებაც, ბედნიერებაც, მაგრამ ეს იყო ბოღმაც, უსუსურობაც! ზოგადად, არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, ვისთან ვაგებთ. უნდა მოვიგოთ, მაგრამ 2008 წელს არცერთ რუსთან არ წაგვიგია. ფრენბურთელმა გოგონებმაც კი მოიგეს. წლევანდელი ცრემლი კი სხვა იყო, პროფესიული გამარჯვებისაც ალბათ. უამრავი პროფესიონალი იყო ჩართული ბექაურის რეაბილიტაციაში: ნიკა საინიშვილი, ვასიკო კასრაძე, დათო ასკურავა, გიორგი ლომიძე, მთელი ნაკრები, მწვრთნელები, მაგრამ პასუხისმგებლობა იყო ჩემზე. პირდაპირ შემომითვალეს, ერთმანეთს დავემშვიდობებითო, თანამდებობასაც დაკარგავო…

 


ეს ვისგან?..

იყო ბევრი, ვაი-გულშემატკივარი. სპორტით მოწამვლა არის ავადმყოფობა, და მას არ შველის არც ვაქცინა, არც ანტიდოტი და არც არაფერი. თუ შექსპირის თქმით, ერთი ნახვით სიყვარულის შემთხვევაში წამალია მეორედ კარგად დაკვირვება, სპორტს არაფერი შველის. როცა ოჯახს ვქმნიდით, მამაჩემმა ჰკითხა ჩემს მეუღლეს − ხომ იცი, ვისაც მიჰყვებიო? კიო, უპასუხა. ჰოდა, არასოდეს გქონდეს პრეტენზიაო. გჯერათ, რომ 4 შვილი მყავს და ჯერ არ მინახავს? ანანო იქაც ვერ ვნახე. აქ სერიოზულ კომპანიაში მუშაობს, ლიზა სამედიცინოზე სწავლობს და გვემუქრება, რომ მეც გამიშვებს შინ და ჩემს სტუდენტებსაც, მოვა ჩემს ადგილას. სხვათა შორის, თუშიშვილის მკურნალობაში იყო ჩართული. გივიკო არქიტექტორია, პატარა ჯერ 12 წლის ხდება, ძიუდოში დახუჭობანას თამაშობდა და სასწავლო პროცესს შლიდა. ახლა კრივი მოსწონს, ამავე დროს, სალუქვაძესთან ტირში ვარჯიშობს, კარგად ისვრის, ალბათ ამას გაჰყვება. უდიდესი შეცდომაა, რომ ანანო სპორტში არ არის. გენო ეუბნებოდა, მოდი, აიწონეო, მოგტეხავენ ფეხს და მერე მიხვდები, სინამდვილეში რა ხდებაო. ძალიან ვნანობ, რომ არაა სპორტში. ლიზა, სხვათა შორის, კადეტებში ევროპის ჩემპიონია, მაგიდის ჩოგბურთში.

რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

რა არის ეგ?.. შვებულება რა არის?.. ყველაზე მაგრად მაინტერესებს. მაღვიძარას გარეშე გაღვიძება, სადმე რომ არ მაგვიანდებოდეს. ახლა რამდენიმე დღით ჩამოვედი და პარალიმპიადაზე ვბრუნდები. იცით, რას ვეუბნები ოჯახს, როცა შეჯიბრზე მივდივარ? რომ დაიხოცოთ, არ დამირეკოთ-მეთქი. თავისუფალი დრო რომ მქონდეს, გამოვიძინებდი და მერე წავიდოდი მოგზაურობაში, წყალში დავიძინებდი. მოტივაციისთვის და რეგენერაციისთვის კარგია დასვენება.

ისე, როგორი გულშემატკივრობა ვიცით ქართველებმა?

კარგი ბევრი იწერება, მაგრამ არიან ვაი-გულშემატკივრებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავად „ამას“ გააკეთებდნენ. კიდევ იციან თქმა − „ჩამოსაწერია“, და ა.შ. ჩხვიმიანზეც ამბობდნენ, რატომ მიგყავთ მსოფლიოზეო. შავდათუაშვილზეც რას არ ამბობდნენ, მაგრამ კაცი ლეგენდა გახდა.

ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა გააკეთა წასვლის შესახებ განცხადება. ლიპო უნდა წავიდეს?

არა, ჯერ არ უნდა წავიდეს!

ტექსტი: მაცაცო კევლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 21, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026
#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

August 20, 2021
#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

May 7, 2021
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026

#OK! Cybex – მსოფლიო ბრენდი მომავლის ხალხისთვის – for all tomorrow’s people

November 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

August 20, 2026
OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

August 18, 2026
#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

August 17, 2026
#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

August 18, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები