• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

February 13, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

როგორ იქნება სასიყვარულო ურთიერთობები თებერვლის დარჩენილ დღეებში, რომელი ზოდიაქოს ნიშნებს ელით მგზნებარე შეხვედრები და რომელს იმედგაცრუბა? – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს:

სიყვარულის მმართველმა პლანეტა ვენერამ ადგილმდებარეობა და ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალა, მერწყულიდან  თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლა და თვის ბოლომდე დარჩება. სიყვარულის პლანეტა ჰაერის სტიქიიდან წყლის სტიქიაში გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ემოცია, მეტი მგრძნობიარობა და მეტი რომანტიზმი შემოდის.

ინტუიცია ძლიერდება, ზუსტად შეძლებთ განსაზღვროთ როგორ ჯობია ამა თუ იმ სიტუაციაში მოქცევა და იმატებს არტისტიზმი. თევზების ი ყველაზე დიდი ქორეოგრაფიული ნიჭით დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშანია. ვახტანგ ჭაბუკიანი, მარიუს პეტიპა, ნინო ანანიაშვილი, რუდოლფ ნურიევი თევზები არიან, ამიტომ ცეკვა განსაკუთრებულ ინტერესს და სიახლოვეს მოიტანს. აღსანიშნავია, რომ თევზებს ხელოვნებისა და შემოქმედების გარდა, საქველმოქმედო აქციებში ჩართვა და ეზოთერიკაც იზიდავთ. შეგახსენებთ, რომ ეზოთერიკა არის სფერო, რომელიც კოსმიურ კანონზომიერებებს, ფილოსოფიას, რელიგიას, ასტროლოგიას და ნუმეოროლოგიას სწავლობს, ამიტომ ვენერას თევზების ნიშანში გადასვლის შემდეგ ამ მიმართულებებით ადამიანებში ინტერესი გაიზრდება.

სამწუხაროდ, სიყვარულშიც ტყუილების და ფანტაზიების ალბათობა მოიმატებს. ნუ მიაწერთ თქვენს საყვარელ ადამიანს იმ თვისებებს, რომლებიც არ აქვს. თავს ნუ მოიტყუებთ. თქვენი მდიდარი ფანტაზია პოეზიასა და ხელოვნებაში გამოიყენეთ და არა ურთიერთობებში, სადაც პარტნიორს არარსებულ თვისებებს მიაწერთ და მერე რომ აღმოაჩენთ, რომ ილუზიაში ხართ და თავს იტყუებთ.
თებერვალში წარსულზე ფიქრი გაძლიერდება, მაგრამ ეცადეთ წარსულზე ნაკლები ან საერთოდ არ იფიქროთ.

Какие знаки Зодиака останутся одинокими в феврале 2025 года — гороскоп | Новини.live

ვნახოთ როგორი იქნება ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო ბატალიები თებერვლის დარჩენილ დღეებში:

ვერძებო, თქვენთვის საინტერესო პერიოდია. შეიძლება ვიღაც მოგეწონოთ და რაღაც ურთიერთობა დაიწყოს, მაგრამ ამის შესახებ არსად არ უნდა თქვათ. ვერძი ხომ მოლაპარაკეა, როგორ შეუძლია რამე დამალოს? თუ გინდათ, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და სწორად წარიმართოს, თებერვალში ხმა არ ამოიღოთ. მარტიდან კი ბატონო და მერე ეს ყოველივე უფრო სწორად განვითარდება. საერთო ინტერესები პოეზიაში, ლიტერატურაში და ხელოვნებაში თქვენს მეორე ნახევართან თუ სასიყვარულო პარტნიორთან ძალიან დაგაახლოებთ. თუნდაც 20 წლის ქორწინება გაკავშირებდეთ, ერთად ცეკვა თქვენს ურთიერთობაში ახალ ნაპერწკალს მოიტანს.

კუროს ახლა რეფორმებისა და სიახლეების პერიოდი აქვს, მათ შორის, პირად ურთიერთობებში. ეცადეთ საერთო ინტერესები იპოვოთ და ურთიერთობებში უჩვეულო სიახლე შეიტანოთ, რომელიც თქვენ სიყვარულს გააღვივებს. მეგობრებმა შეიძლება გაგაცნონ ადამიანი, რომელთანაც მალე რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებთ, ამიტომ რეფორმები და სიახლეები თქვენს დაახლოებას ხელს შეუწყობენ.

ტყუპებო, პროფესიულ სფეროში, საქმიანი ურთიერთობის დროს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიქცევს. შეიძლება ეს ადამიანი ადრეც გინახავთ, მაგრამ ახლა სხვა თვალით დაინახავთ და თავადაც ვერ მიხვდებით, როგორ გაჩნდება სამსახურეობრივ, საქმიან სფეროში რომანტიკული ნაპრწკალი.

კირჩხიბებო, თუ მოგზაურობის დრო გაქვთ და სასიყვარულო პარტნიორი გყავთ, მგზავრობა-მოგზაურობის პირობებში დაუვიწყარი ურთიერთობა გელით. თუ პარტნიორი არ გყავთ, შეიძლება უცხოეთში მივლინების ან მოგზაურობის დროს გაიცნოთ. რომანტიკული შეხვედრა აქაც მოსალოდნელია. მაგალითად, შეიძლება რომელიმე უცხოურ ფირმასთან, საქმეზე მიხვიდეთ და იქ აღმოჩნდეს პიროვნება, რომელიც დაგაინტერესებთ.

ლომებო, ვერძის მსგავსად, სამყარო თქვენგან საიდუმლოს დაცვას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, რომ ინტიმური კონტაქტის შემდეგ სიყვარულის ნაპერწკალი გაჩნდეს ან პირიქით, სიყვარული ინტიმურ კავშირში გადაიზარდოს, მაგრამ აუცილებლად ჩუმად უნდა იყოთ. თუ მარტამდე რამე გაამხილეთ, შეიძლება ეს ურთიერთობა ჩაიშალოს.

ქალწულებო, თებერვალში საშუალება გექნებათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანოთ. შეიძლება საერთო ინტელექტუალურმა ინტერესმა გაგაერთიანოთ და ეს ინტერესი რაღაც სხვა, რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. ცნობისთვის, ინტელექტუალური ერთიანობა ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორია ძლიერი ურთიერთობებისთვის.

სასწორმა სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება საავადმყოფოში გაიცნოს. აუცილებელი არ არის, რომ ავად გახდეთ. შეიძლება საავადმყოფოში ვინმე მოინახულოთ ან ექიმი ხართ და პაციენტი ან მისი მნახველი მოგეწონოთ. აქ რომანტიზმი ნაკლებია და პრაგმატული მხარე მეტი, მაგრამ რომანტიკული ცეცხლის გაღვივებას ესეც ხელს უწყობს.

მორიელისთვის ნამდვილად სიყვარულის დროა! შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეგხვდეთ ადამიანი, რომელსაც არ ელოდით და საოცარი ნაპერწკალი გაჩნდეს. საუკეთესო დროა სიყვარულისა და ქორწინებისთვისაც კი, ამიტომ მორიელებო მზად იყავით. ეცადეთ მეტი სიახლოვე გქონდეთ თეატრთან. ახლა თქვენი ერთობლივი ვიზიტები თეატრში, გამოფენებზე და ა.შ. საყვარელ ადამიანთან  კიდევ უფრო დაგაახლლოვებთ და თქვენს პირად ურთიერთობებს კიდევ მეტ აღმაფრენას შესძენს.

მშვილდოსნებო, სიყვარული თებერვლის ბოლომდე, სამშობლოში გელით. შეიძლება ექსკურსიაზე ყოფნის დროს, საინტერესო ადამიანი აღმოაჩინოთ ან საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების დროს, მოულოდნელი შეხვედრა მოხდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ ნათესავებმა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც მოგეწონებათ. ადამიანი, რომელსაც ახლა გაიცნობთ სავარაუდოდ, თქვენი მეორე ნახევარი და ოჯახის წევრი გახდება  ინტუიციას ენდეთ. გულის ხმა გიკარნახებთ ეს თქვენია თუ არა.

თხის რქებო, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი ურთიერთობა გექნებათ, მით უფრო მეტი შანსია გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შეგიყვარდებათ. მგზავრობა-მოგზაურობის დროსაც კი შეიძლება ასეთი შეხვედრა შედგეს. ამიტომ, ეცადეთ მეტი იმოძრაოთ და მეტ ადამიანს შეხვდეთ.

მერწყულებო თქვენთან სამყაროს ერთი თხოვნა აქვს – სანამ სასიყვარულო პარტნიორს რამეს ეტყვით, კარგად დაფიქრდით. ახლა  შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის პრინციპით უნდა იმოქმედოთ. არ იჩქაროთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, რომ მერე თქვენი სიჯიუტით არავის აწყენინოთ.

თევზებო, გაითვალისწინეთ, რომ ვენერა თქვენს ზოდიაქოში გადავიდ ანუ თქვენი დროა! საუკეთესო პერიოდი იწყება სიყვარულისთვის, რომელიც დაახლოებით 25 მარტამდე გაგრძელდება. რაც უფრო მეტი დრო გავა და განსაკუთრებით, 18 რიცხვის შემდეგ იგრძნობთ, რომ გიყურებენ და თქვენი მიმზიდველობა იმატებს. სამყარო ამ გზით გკარნახობთ, რომ სიყვარულისა და რომანტიზმის დრო მოვიდა, ამიტომ ყველას დიდ სიყვარულს და ყოველივე კარგს გისურვებთ.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! „ურთულესი თვეა“ – მიხეილ ცაგარელი თებერვლის ასტროლოგიურ მოვლენებზე

გაიგე მეტი: მიხეილ ცაგარელი

ასევე გაეცანი

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი
OK! News

#OK! ტოპ 10 ყველაზე განხილვადი ახალგაზრდა წყვილი

February 13, 2026
#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია
Fashion

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან
OK! News

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
#OK! პერის ჰილტონი – ანდერძიდან ამოღებული გოგონას წარმატების ისტორია
OK! News

#OK! პერის ჰილტონი – ანდერძიდან ამოღებული გოგონას წარმატების ისტორია

February 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ – რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია!

#OK! „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ – რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია!

May 24, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ახალი პაპარაცული ფოტოები პარიზის ქუჩებიდან

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ახალი პაპარაცული ფოტოები პარიზის ქუჩებიდან

July 27, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 9, 2025
#OK! ყოფილები: ბელა ჰადიდი და The Weeknd

#OK! ყოფილები: ბელა ჰადიდი და The Weeknd

October 25, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 12, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები