• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ზარმაცი თვალის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი ინტერვიუ ნონა იოსელიანთან

March 13, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, რადგან პატარაობიდან იცოდა, რომ ექიმი გახდებოდა. საქმისადმი უზომო სიყვარული და სხვების დახმარების სურვილი მისთვის მთავარი მოტივაციაა, რომ გააკეთოს უფრო მეტი და განვითარება არასოდეს შეწყვიტოს. ექიმი-ოფთალმოლოგი, ნონა იოსელიანი გვესაუბრა პროფესიასა და ზარმაცი თვალის სინდრომის მკურნალობის თანამედროვე მეთოდზე.

ამბლიოპია, იგივე ზარმაცი თვალის სინდრომი წარმოადგენს მხედველობის ცალმხრივ ან ორმხრივ დაქვეითებას. უმეტესად ვითარდება ბავშვთა ასაკში. ძირითადი სიმპტომებია დაბალი მხედველობა ერთ ან ორივე თვალში, სიელმე, ფერების აღქმისა და სინათლის შეგრძნების დაქვეითება, ორიენტაციისა და კოორდინაციის დარღვევა, თვალის სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

 

 

ნონა, სანამ უშუალოდ ჩვენი საუბრის თემაზე გადავიდოდეთ, გვესაუბრეთ თქვენს პროფესიაზე…

(ნონა იოსელიანი): ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. უპირობოდ ვარ შეყვარებული ჩემს პროფესიაზე და დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება. დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეზიდენტურა გავიარე ბელორუსიის დიპლომის შემდგომ სამედიცინო აკადემიაში და თბილისის ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში „მზერა“. ამჟამად ვმუშაობ ბათუმში, კლინიკაში „ინტერმედიკა“.

 

იყო ექიმი, ნიშნავს…

ექიმობა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიულ ცოდნასა და უნარებს, არამედ გულისხმობს გარკვეულ პიროვნულ თვისებებს: ემპათია, მოსმენა, ახსნა, კომუნიკაცია და სწორად მართვა – ეს მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. მითუმეტეს, როდესაც საქმე თვალს ეხება, თვალი ადამიანის მეორე სიცოცხლეა. ამ დროს პაციენტები ძალიან სენსიტიურები არიან, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ კარგად გამომდის. პაციენტები ხშირად ხუმრობენ, ნონა ექიმის კაბინეტიდან როდესაც გამოვდივართ, უმრავლესობამ თვალის ანატომია ვიცითო. არასდროს არ ვიღლები ახსნით, პირიქით, ის უფრო მაღელვებს, პაციენტი თუ ვერ იგებს, რა პრობლემა აქვს.

 

რა გაძლევთ საქმის გაკეთების მოტივაციას?

პროფესიული გზა, რომელიც მუდმივ სწავლასაც გულისხმობს, ყველა ექიმისთვის რთული და საპასუხისმგებლოა. ყოველი ახალი პაციენტი ახალი გამოწვევაა, მაგრამ როგორც კი ჩემს პაციენტს გამოჯანმრთელებულს ვხედავ, ვფიქრობ, ის ყველა სირთულე ამად ღირდა. ჩემი მოტივაციაც და საკუთარ თავზე გამარჯვებაც არის მადლიერი პაციენტი და პროფესიის სიყვარული. მადლიერება ჩემთვის დღემდე ემოციური და მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დროს მიჩნდება პროფესიული და პიროვნული ზრდის სურვილი.

 

გადავიდეთ ჩვენი საუბრის მთავარ თემაზე, რა არის ზარმაცი თვალის სინდრომი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ზარმაცი თვალი ანუ აბლიოპია, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ან ორივე თვალიდან მიღებულ ინფორმაციას ტვინი არასრულფასოვნად აღიქვამს. ამ დროს ადამიანს აქვს სუსტი მხედველობა, რომელიც არ უმჯობესდება სათვალით ან ლინზით. ამბლიოპიას შესაძლოა თან ახლდეს: სიელმე, თავის ტკივილი, ფერების აღქმის და სივრცეში ორიენტაციის პრობლემები.

ზარმაცი თვალის რისკ-ფაქტორებია: ნაადრევი მშობიარობა; ახალშობილის მცირე წონა; ოჯახის წევრებს აქვთ ზარმაცი თვალი; განვითარების დარღვევები.

 

რა სახის მკურნალობა უტარდებათ ზარმაცი თვალის მქონე პაციენტებს?

ტრადიციული მეთოდი გულისხმობს თვალის ახვევებს, დღეში 2-3 საათის ან მეტი დროის განმავლობაში, რაც ეფექტურია 7 წლამდე ბავშვებში, ისიც სრულყოფილი შესრულების დროს. თუმცა ახვევებს ხშირად ბავშვები არ იჩერებენ, აპროტესტებენ და ამიტომ მკურნალობის ეფექტურობაც ქვეითდება.

საქართველოში უკვე ერთი წელია დაინერგა ზარმაცი თვალის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, ბაინოქსის ამბლიგოუ (Bynocs AmblyGo), ამ მეთოდს იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ოფთალმოლოგების, ნინო კობახიძისა და თინათინ ჯიქურაშვილის მიერ შემოტანილ იქნა ერთი წლის წინ. ახლა კი, უკვე ბათუმშიც შესაძლებელია ამ მკურნალობით სარგებლობა. მკურნალობა არ საჭიროებს კლინიკაში სიარულს. ნებისმიერი ლოკაციიდან კვირაში ხუთი დღე 30-წუთიანი სახალისო ვიდეოთამაშებით ზარმაცი თვალის მხედველობის გაუმჯობესებაზე მუშაობა სპეციალური ანაგლიფური სათვალის გამოყენებით ხდება. პროცესში ჩართულია ორივე თვალი. ამ მკურნალობის უპირატესობა მხოლოდ ეს არ არის, ვარჯიშები ეფექტურია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზარდებსა და ზრდასრულებშიც. დაზუსტებით ექვსი წლის ასაკიდან ზევით.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი: წყვილი ნიუ-იორკში შენიშნეს!

#OK! დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი: წყვილი ნიუ-იორკში შენიშნეს!

September 21, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ლოს ანჯელესში, კაილი ჯენერის მეზობლად სახლის ყიდვას გეგმავენ

#OK! ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ლოს ანჯელესში, კაილი ჯენერის მეზობლად სახლის ყიდვას გეგმავენ

April 18, 2022
#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

July 8, 2025
#OK! ფრანგული კინოს ფავორიტი წყვილი: ლეტიცია კასტას და ლუი გარელის სიყვარულის ისტორია

#OK! ფრანგული კინოს ფავორიტი წყვილი: ლეტიცია კასტას და ლუი გარელის სიყვარულის ისტორია

November 22, 2025

კვირის ჰიტები

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 15, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები